DataLife Engine > ენერგეტიკა > "ენერგო-პრო ჯორჯია" ახალი ჰესების მშენებლობას იწყებს

"ენერგო-პრო ჯორჯია" ახალი ჰესების მშენებლობას იწყებს


28 მაი 2009. : merabi
"ენერგო-პრო ჯორჯია" ახალი ჰესების მშენებლობას იწყებს. დღეს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მდებარე სოფელი ზოტის მიმდებარედ 41.2 მგვ სიმძლავრის ზოტის კასკადი აშენდება. აღნიშნული პროექტის დანერგვის მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯია" 90 მლნ ევრომდე ინვესტიციას გეგმავს.
ზოტის კასკადის პროექტის ფარგლებში ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება: 36 მგვ "ზოტი ჰესისა" და 5.2 მგვ "ყვირილა ჰესის". აღნიშნული კასკადის წლიური გამომუშავება პროექტის თანახმად 166 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. ჰესების მშენებლობის პროექტს "ენერგო-პრო ჯორჯიას" კვალიფიციური სპეციალისტები განახორციელებენ. ამასთან კომპანია დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. ჰესის მშენებლობა სავარაუდოდ 2010 წელს დაიწყება და 2015 წლამდე გაგრძელდება.
ზოტის კასკადის მშენებლობით "ენერგო-პრო ჯორჯია" ქვეყნის ენერგო სექტორის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. აღნიშნული ჰესის მშენებლობა თანამედროვე ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელდება, რაც ელექტროენერგიის გენერაციას უფრო ხარისხიანს და ეფექტურს გახდის.
ამ დროისთვის "ენერგო-პრო ჯორჯია" 10 ჰიდროელექტროსადგურს ფლობს და ამუშავებს (რიონჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ლაჯანურჰესი, აწჰესი, ჩითახევჰესი, საცხენისის ჰიდროელექტროსადგური და ორთაჭალჰესი).

ადა ექიზაშვილი