გაიზრდება თუ არა უახლოეს მომავალში გაზისა და დენის ტარიფები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : გაიზრდება თუ არა უახლოეს მომავალში გაზისა და დენის ტარიფები
ნანახია: 1077

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები აქტიურად მიმდინარეობს. ექსპერტების განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ორიდან სამ თეთრამდე ჯდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ტარიფი თვითღირებულებაზე დაახლოებით ხუთჯერ მაღალია. "ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა, რამდენად რეალურია ექსპერტთა განცხადებები და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს სთხოვა.
- ქალბატონო მარიამ, ენერგეტიკის ექსპერტთა განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფში წარმოების ხარჯი ორიდან სამ თეთრამდე მერყეობს, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? როგორია რეალობა და რატომ არის ტარიფი თვითღირებულებაზე დაახლოებით ხუთჯერ მაღალი?
- წარმოების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ და მხოლოდ კომპონენტია, რომელსაც მოსახლეობა იხდის. წარმოებას ემატება გადატანა-დისპეჩერიზაციის მომსახურება, სადისტრიბუციო კომპანიის მარჟა, რომელიც კონკრეტული დასახლების მოსახლეობას ელექტროენერგიით ამარაგებს და კიდევ სხვა უამრავი კომპონენტი. რაც შეეხება წარმოების ტარიფს, მისი საშუალო შეწონილი ღირებულება, დაახლოებით, ხუთი თეთრია. შესაძლოა, გარკვეულ სადგურებს დღეს ორ-სამ თეთრიანი ტარიფი აქვთ, იმიტომ რომ ეს რეგულირებადი სფეროა და იგი დამყარებულია მიზანშეწონილი ხარჯების ანაზღაურებაზე. შესაბამისად, "ენგურის" ტარიფი 1 თეთრის, ხოლო თბოსადგურების კი დაახლოებით 9-10 თეთრის ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამდე მისული წარმოების საშუალო ხარჯი, დაახლოებით 5 თეთრის ფარგლებშია.
- თქვენი ინფორმაციით, დადგენილი ტარიფის რამდენი პროცენტი მიდის გადასახადებში, რამდენი ხარჯებში და რამდენი პროცენტია აქედან სახელმწიფოს წმინდა მოგება?
- საბოლოო ტარიფში, რომელსაც ჩვენ ვიხდით, შედის დღგ, მაგრამ იგი საგადასახადო შემოსავლად არ ითვლება, რადგან ეს არაპირდაპირი ხარჯია. კომპანიების მიხედვით არ დაგვითვლია, ვის რა მოგება რჩება. მათ აქვთ გარკვეული გადასახადები, რომელსაც იხდიან, მაგალითად ბოლო პერიოდში არ გამიგია, რომ საგადასახადო ვალდებულების გადაუხდელობის გამო, რომელიმე კომპანიას ინკასო ჰქონდეს დადებული.
"ბანკები და ფინანსები" ქალბატონ მარიამ ვალიშვილთან საუბრისას ენერგეტიკის გარდა საქართველოს გაზმომარაგების სქემით, ფასითა და იმპორტიორი კომპანიებითაც დაინტერესდა.
- ქალბატონო მარიამ, როგორია საქართველოს გაზმომარაგების სქემა, რამდენი კუბური მეტრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას ზამთრის პერიოდში და წელს სად მოხდება ბუნებრივი აირის დამატებითი რაოდენობის შეძენა?
- 2008 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის რა რაოდენობის მოხმარებაც გვქონდა, იგივე დონის მოხმარება გვექნება წელსაც, ეს 2007 წელთან შედარებით ნაკლებია, ანუ მილიარდ ნახევარი კუბური მეტრის მოხმარებაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდი უფრო ინტენსიურია გაზმოხმარების კუთხით, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივ აირს გათბობისთვის იყენებს. ამას ემატება ქვესადგურებიც, რომლებიც ზამთრის განმავლობაში მუშაობენ. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ბუნებრივი აირის საერთო წილი ინტენსიურ მოხმარებაშია. ამიტომ, ზამთრის პერიოდში გახარჯული ბუნებრივი აირი ბევრად აღემატება ჩვეულებრივ პერიოდში დაფიქსირებულ გაზმოხმარებას.
რაც შეეხება გაზმომარაგებას, საქართველოს ხუთ წლიანი ხელშეკრულება `სოკართან~ აქვს გაფორმებული, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის, თბოელექტროსადგურებისა და არარეგულირებული სექტორის გაზმომარაგებას იმ პირობით, რომ ხუთი წლის განმავლობაში ტარიფები არ გაიზრდება. ტარიფები შეთანხმებულია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე თბოსადგურებისთვის. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მას შესაძლებლობა ეძლევა თვითონ აირჩიოს, საიდან იყიდის ბუნებრივ აირს - აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან თუ სრულიად სხვა მომწოდებელს ნახავს, ამ მხრივ შეზღუდვა არა არის, მაგრამ, როგორც წესი, კონკურენტული ფასები მაინც აქვს აზერბაიჯანს და უმეტესწილად ამ სექტორისთვის სწორედ აზერბაიჯანია მომწოდებელი.
- საქართველოში, ზამთრის პერიოდში რა ფასად შემოდის ბუნებრივი აირი და რომელი კომპანიები უზრუნველყოფენ იმპორტს?
- გაზის მიწოდების ფასი, იმ ნაწილში, რაზეც ხელშეკრულებაა გაფორმებული "სოკართან", ბოლო სამი წლის განმავლობაში 143 დოლარია თბოსადგურებისთვის, ხოლო მოსახლეობისთვის 147 დოლარი დღგ-ს გარეშე. ამ ტარიფებში არ იგულისხმება ტრანსპორტირება და სხვადასხვა კომპონენტები, მაგრამ თუ ეს ტარიფი გაიზრდება, სამომხმარებლო ტარიფებზეც მოახდენს გავლენას.
- მიღწეულია თუ არა ყველა შეთანხმება ზამთარში საქართველოს გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით და თუ არსებობს დამატებით რაიმე ნიუანსი ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ მოწოდების რამდენიმე წყარო გვაქვს და ერთ მილზე არ ვართ ჩამოკიდებული. დღეს გვყავს ოთხი მომწოდებელი. ეს არის კონსორციუმის ორი წყარო, რომელიც სატრანზიტო საფასურია და რომელსაც მოცულობის ფორმატში ვიღებთ. მესამე წყაროა "სოკარი", ხოლო მეოთხე სომხეთის ტრანზიტიდან მიღებული მოცულობები. შესაბამისად, კონტრაქტები ისეა შედგენილი, რომ ერთი წყაროს გარკვეულ მოცულობას რომ რაიმე დაემართოს, საქართველოს გაზმომარაგების 100%-ით შეწყვეტის საშიშროება არ არსებობს, რადგან რეზერვები არის. ამიტომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული მოწოდების თვალსაზრისით პრობლემა არ უნდა შეგვექმნას.

ესაუბრა თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48