ინტერვიუ ყოფილ ენერგოობმუცმენ დავით ებრალიძესთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : ინტერვიუ ყოფილ ენერგოობმუცმენ დავით ებრალიძესთან
ნანახია: 1012

- ბატონო დავით, რა ჯდება საქართველოში ერთი კილოვატი ელექტროენერგიის წარმოება?
- ტარიფი საქართველოში ორნაირია: ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და რეალური თვითღირებულება.
- ჩვენ გვაინტერესებს მისი რეალური თვითღირებულება
- საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობა რომ დაიწყოს, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 5 ცენტის ფარგლებში იქნება. უკვე აშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი, რა თქმა უნდა, უფრო იაფი ჯდება. მაგალითად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი დაახლოებით 2 თეთრია. იმასაც მნიშვნელობა აქვს, ამას როგორ დათვლი. თუ ჩვენ ტარიფში შევიყვანთ ახალი ჰესის აღდგენითი ღირებულების ამორტიზაციას, მაშინ მისი ჯამი სხვანაირი იქნება, მაგრამ თუ ტარიფში მხოლოდ რეალურად გაწეულ ხარჯებს შევიყვანთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ტარიფი მეტ-ნაკლებად ახლო იქნება დღევანდელ ტარიფთან. მაგრამ თუ ახალი ჰესების მშენებლობას დავიწყებთ და ტარიფს აღდგენითი ღირებულებების გათვალისწინებით შევადგენთ, მაშინ გენერაციის თანხა გაცილებით მაღალი უნდა იყოს.
- რამდენს შეადგენს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი და რისგან შედგება იგი?
- სხვადასხვა ჰესის ტარიფი სხვადასხვანაირია და იგი საშუალოდ 3 თეთრს შეადგენს. თანხა, რომელსაც მოსახლეობა იხდის, არის ჯამი გენერაციის, გადაცემა-დისპეჩერიზაციისა და განაწილების ტარიფებისა. აქ თანხის ყველაზე დიდი წილი განაწილებაზე მოდის. გენერაციისა და გადაცემა-დისპეჩერიზაციის ჯამი დაახლოებით 4 თეთრის ფარგლებშია, დანარჩენი თანხა კი განაწილებაზე იხარჯება, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ასე არასწორად და არაჯანსაღად ნაწილდება ტარიფი. ასეთი თანაფარდობა, არც ერთ ქვეყანაში არაა.
რატომაა დიდი სხვაობა ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გენერაციასა და მის გასაყიდ ფასს შორის?[/b]
- იმიტომ, რომ ტარიფი არასწორადაა განაწილებული. როცა კერძო კომპანიები შემოვიყვანეთ განაწილების სისტემაში, მათ ტარიფთან დაკავშირებით გადამეტებული მოთხოვნილებები დავიკმაყოფილეთ. ფიქრობდნენ, რომ მაღალი ტარიფი უფრო მეტად დააინტერესებდა ინვესტორს, ამიტომ განაწილების ტარიფი ხელოვნურად გაბერეს. ამ გადაწყვეტილებას, არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ამას არანაირი ეფექტი არ ქონია, გაბერილი ტარიფი კი შეგვრჩა.
- რატომ არის ელექტოენერგიის ტარიფი განსხვავებული, როგორია ეს განსხვავებები და თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ეს?
-სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ეზრუნა და იმოქმედა შემდეგი პრინციპით, რომ თუ ოჯახი მოიხმარს 100 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, ე.ი. ეს ოჯახი, უხეშად რომ ვთქვათ, ღარიბია და არ აქვს მეტის გადახდის საშუალება, ამიტომ მათთვის დააწესა ტარიფი 13 თეთრის ოდენობით. ოჯახი, რომელიც 100 კილოვატზე მეტს მოიხმარს, მდიდარია და ის ერთ კილოვატში 16 თეთრს გადაიხდის. 300 კილოვატზე მეტის მომხმარებლები 17 თეთრს გადაიხდიან და ა.შ. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, არასამართლიანია და ამავე დროს არასწორიც, რადგან ყველაფერი პირიქით ხდება. ანუ, ოჯახებში, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ, რა თქმა უნდა, არ ცხოვრობს ერთად ბევრი ადამიანი, გარდა ამისა, აქვთ თანამედროვე და ხარისხიანი ტექნიკა, რომელიც არ ხარჯავს ბევრ დენს და აქედან გამომდინარე, არც ბევრის დახარჯვა და გადახდა არ უწევთ. ღარიბი ოჯახები კი უფრო კომპაქტურად დასახლებულნი არიან, ასეთ ოჯახებში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, არც ტექნიკა აქვთ თანამედროვე და ელექტროენერგიასაც მეტს მოიხმარენ. ასე რომ, ტარიფის დადგენის ასეთ მეთოდს ხალხის სოციალურ დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
- როგორია ელექტროენერგიის ტარიფი უცხოეთში, თუნდაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?
- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია არა მარტო მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, რუსეთში ის ძალიან დაბალია - 4 ცენტამდე. აზერბაიჯანსა და სომხეთში 5 ცენტამდე. თურქეთში ცოტა უფრო ძვირი - 11 ცენტი, ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და საქართველოშიც. საერთოდ, ის რაც ხდება საქართველოში კომუნალურ მრიცხველებთან დაკავშირებით, არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამ პრინციპით თუ გადაიხდის ადამიანი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადი გამოუვა. უსამართლობაა ის, რომ მე, რომელიც ცოტა ელექტროენერგის მოვიხმარ და ჩემი მეზობელი, რომელიც ჩემზე გაცილებით მეტს მოიხმარს, თანაბრად ვიხდით. ეს გაუმართლებელია.





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48