ნაბუკო - ევროპის გაზმომარაგების ალტერნატიული გზა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : ნაბუკო - ევროპის გაზმომარაგების ალტერნატიული გზა
ნანახია: 3264

ევროპის გაზმომარაგებას მთლიანად რუსული ენერგოკომპანია "გაზპრომი" უზრუნველყოფს. დღესდღეობით ევროპა, თავისი მწირი შიდა ენერგორესურსებიდან გამომდინარე, რუსული გაზის 25"30% მოიხმარს, იგი რუსეთის ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, რუსეთი ამ ფაქტორს ევროპაზე ზეგავლენის მოხდენის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. ამასთან, როგორც ექსპერტები ამბობენ, არავითარ ეკონომიკურ გათვლებს არ ექვემდებარება გაზის ის ფასი, რასაც ყოველ 1000 კუბურ მეტრზე რუსეთი ევროპას უწესებს.
რამდენიმე წლის წინ ევროპამ, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ე.წ ნაბუკოს პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით ირანში, შუა აზიასა და კასპიის რეგიონში მოპოვებული გაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში უნდა გატარებულიყო. მისი ექსპლუატაცია 2010 წლისთვის არის დაგეგმილი და წინასწარი ღირებულება 5 მილიარდ ევროს შეადგენს. პროექტს ევროსაბჭომ, თურქეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და ავსტრიამ დაუჭირა მხარი. ორი წლის წინ პოლონეთმა აშშ"ს პროექტის განხორციელებაში აქტიური ჩართვა სთხოვა და ამის სანაცვლოდ თავის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსებაც შესთავაზა.
ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ნაბუკოს პროექტი მომპოვებელი ქვეყნებიდან გაზის ტრანსპორტირების ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს. ამასთან, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი, ანდრის პიებალგსი აცხადებს, ამ პროექტში ირანის ჩართვა იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს ის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში.
ცნობილია, რომ რუსეთი დაინტერესებულია ევროპის ენერგობაზარზე მონოპოლისტ გაზმომმარაგებლად დარჩეს, ამიტომაც ის ნაბუკოს პროექტის ე.წ "სამხრეთის ნაკადის" პროექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ევროპას გაზი რუსეთიდან შავი ზღვისა და შემდეგ ბულგარეთის გადაკვეთით უნდა მიეწოდოს. აღსანიშნვია, რომ "სამხრეთის ნაკადის" პროექტის ღირებულება ნაბუკოს პროექტისაზე ბევრად მეტია.
ჯერჯერობით, სამხრეთ კავკასია და კერძოდ, საქართველო ნაბუკოს პროექტში ერთ"ერთ მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყნად მოიაზრება. როგორც "ნაბუკო ინტერნეშენალის” გენერალურმა მმართველმა განაცხადა, საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეაფერხებს. ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნაბუკოს პროექტი განხორციელებადია, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ამ პროექტში მონაწილეობას საფრთხე ემუქრება.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუკი საქართველო, გამომდინარე მისი პოლიტიკური არასტაბილურობიდან თამაშგარე დარჩება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაბუკოს პროექტი არ განხორციელდება.
"ნაბუკოს მსგავსი პროექტები უზარმაზარ ფინანსებს საჭიროებს. იქმნება კონსორციუმები, რომელსაც, ბუნებრივია, მაღალი პოლიტიკური და სამხედრო რისკები არ უყვარს. აგვისტოს მოვლენებმა საქართველოს პერსპექტივას, Fთავისი გეოპოლიტიკური ფუნქციის რეალიზების თვალსაზრისით, დიდი დარტყმა მიაყენა. ამასთან თურქულ"სომხური და სომხურ"აზერბაიჯანული ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას, მეტწილად აკნინებს. დღეს აქტიურად იხილება საკითხი, როგორ მოხდეს გაზის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს გვერდის ავლით გატარება.”
ხუხაშვილის აზრით, საქართველო პროექტში მონაწილეობით იმ გეოპოლიტკურ მნიშვნელობას შეიძენს, რაც მას რეგიონში აქვს და ეს მისგან მიღებულ წმინდა ეკონომიკურ მოგებაზე მეტია. ნაბუკოს პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე საუბრობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში რეზო არველაძე, " "საქართველოსთვის ნაბუკოს პროექტის ეკონომიკური მომგებიანობა, ევროპის ბუნებრივ აირზე მოთხოვნის რაოდენობასა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის გამტარუნარიანობაზეა დამოკიდებული. ამისათვის გაზის ტრანსპორტირებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს და დაასაქმებს მუშახელს.”
ევროპაში ნაბუკოს პროექტში რუსეთის ჩართვაზე უკვე საუბრობენ. როგორც იქ ამბობენ, ნაბუკო არ არის ანტირუსული პროექტი, ამ მილსადენით მოხდება ევროპის დამატებითი გაზით მომარაგება, რადგან მომავალში გაზის იმპორტზე მოთხოვნა გაიზრდება, რასაც რუსეთის გაზის საბადოები ვეღარ უზრუნველყოფენ. გია ხუხაშვილს ამ საკითხზე სხვაგვარი მოსაზრება გააჩნია, " "ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში სპონტანურ გადაწყვეტილებს არ იღებენ ხოლმე. ისინი რეალისტურ პოლიტიკას ატარებენ და კარგად ესმით, რომ შექმნილ ვითარებაში, რუსეთის მონაწილეობის Gგარეშე ნებისმიერი პროექტის განხორციელება მაღალ პოლიტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული. კავკასიაში რუსეთის გავლენის მზარდი ფაქტორიდან გამომდინარე, ალბათ, ევროპა ამ შეთავაზებას რეალურად განიხილავს. მით უმეტეს მაშინ, როცა ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, რუსეთი და ევროპა პარტნიორული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადადიან, ალბათ, რუსეთი შეთავაზებაზე უარს არ იტყვის."
საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ნაბუკოს პროექტის განხორციელება ენერგობაზარზე ბუნებრივი აირის ღირებულებაზე.
"ნაბუკოს პროექტი რუსეთის გავლენას ევროპის ბაზრებზე ბუნებრივი აირის ფასთან მიმართებაში შეამცირებს. ბუნებრივია, იგი კონკურენტულ გარემოს გააძლიერებს და ფასების უკან დამქაჩველი ახალი ფაქტორი გახდება. თუმცა, ევროპის მხრიდან მისი განხორციელება უფრო გაზზე დეფიციტის არ შექმნასა და რუსეთის მხრიდან ენერგორესურსებით მანიპულირების თავიდან აცილებას ემსახურება," " მიიჩნევს გია ხუხაშვილი
ნაბუკოს პროექტის განხორციელებას შეერთებული შტატების აწ უკვე ყოფილი ადმინისტრაციაც უჭერდა მხარს. ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ევროპამ ენერგორესურსების მიღების ალტერნატიული გზა უნდა გამონახოს. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკაში ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მოსვლით, ამ პროექტისადმი პოზიტიური დამოკიდებულება არ შეიცვლება.


მარიამ შონია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48