თბილისს სასმელი წყალი გაუძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : თბილისს სასმელი წყალი გაუძვირდება
ნანახია: 2659

"მალტიპლექს სოლუშენსის" შვეიცარიული წარმომადგენლობა ეჭვქვეშ დგას
ეკონომიკის მინისტრი ჟვანია და თბილისის მერია ინფორმაციას მალავს


"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კომპანიის მოდერნიზაციას გეგმავს, წყალს "ცოტათი" გააძვირებს და აღმრიცხველ მოწყობილობებსაც დააყენებს, რომელთა მოწყობილობასაც თვითონ შეარჩევს, თუ მრიცხველს მოქალაქე შეიძენს, კომპანია რატომღაც მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. ხმებს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის" მფლობელი შვეიცარიული "მალტიპლექს სოლუშენსის" კაპიტალის რუსულ წარმომადგენლობაზე, ბ-ნი მატისი არც ადასტურებს და არც უარყოფს, ინფორმაციას არ ფლობენ არც "მალტიპლექს სოლუშენსის" თბილისის წარმომადგენლობაში. ბ-ნი მატისი კი, რომელსაც პირადად არაფერს ვერჩით, ჭკუას გვარიგებს - რა მნიშვნელობა აქვს კომპანიის წარმომავლობას. ის მნიშვნელობა აქვს, ჩემო კარგო ბ-ნო მატის, რომ ეს ვითომ "არაბები" და "შვეიცარიელები" თუ (და ნამდვილად) რუსები არიან, ჩვენი ხელისუფლების "დაუძინებელი მტრები" და ერთ მშვენიერ დღეს ამ სტრატეგიულ, გნებავთ, მნიშვნელოვან ობიექტს, გადაკეტავენ ცნობილი ზღაპრის დევებივით და მერე უყარე კაკალი. ან კი რა გახდა ჩვენი ეროვნული სიმდიდრის შემსყიდველი კომპანიების მეწილეების და აქციონერების, კაპიტალის შესახებ ინფორმაცია. ასეთი ინფორმაცია ყველა ეროვნული კომპანიის შესახებ ხომ აბსოლიტურად გამჭვირვალე და საჭიროა. ჩვენც ხომ ევროპისკენ და ნატოსკენ მივდივართ. მაშინ რატომ გვიმალავენ ასეთ ინფორმაციას?
გასაგებია რატომაც!!!
და ეს დაუშვებელია... ამაზე პასუხს აგებს და უეჭველად აგებს ეკონომიკის მინისტრი ბ-ნი ჟვანია, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს წესიერი კაცი და ნორმალური მინისტრი, ახლა თავად წყალზე.
წყალი ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჰაერთან, მზესთან და სხვა სასიცოცხლო ნივთიერებებთან ერთად, ადამიანებს წყალი გვაცოცხლებს და გვასულდგმულებს. წყლის მნიშვნელობა და ფასი მსოფლიოში ყველამ კარგად იცის. უფრო მეტიც, წყალს ისეთი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანი ხშირად იმას ფიქრობს, ისე ვიცხოვრო, რომ სიბერეში წყლის მომწოდებელი მყავდესო! საქართველოში, როცა მწყურვალე ადამიანს წყალს მიაწვდი, აუცილებლად ასე დაგლოცავს: "წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო!"
მსოფლიოში მტკნარი წყალი, ისე როგორც ჰაერი, ყველგან ერთნაირი სიუხვით არ არის წარმოდგენილი, ამიტომ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც წყლის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიან, წყლის თითოეული წვეთი ძვირფასია.
საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა, როგორც სხვა სიმდიდრით, მტკნარი წყლის რესურსითაც მდიდარია. საქართველო არა მარტო ზღვითა და მდინარეებით, არამედ ბევრი სხვადასხვა სახის სამკურნალო მინერალური წყლითაცაა განებივრებული. თუმცა ამ სიმდიდრეს მოვლა, გაფრთხილება და სწორად გამოყენება სჭირდება, თორემ, თუ სიმდიდრეს არ გამოიყენებ, მისი ქონა ხომ არქონის ტოლფასი ხდება.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისთვის თითქმის ყველაფრის გაყიდვა დაიწყო. მთავრობა ამ პროცესს დღემდე წარმატებით ახორციელებს. თუმცა რამდენად აღორძინებულია ამ მასობრივი გაყიდვების შედეგად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ამის განსჯა საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ოჯახის ბიუჯეტიდან გამომდინარეც შეუძლია.
ბუნებრივი რესურსებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების გაყიდვის შემდეგ, აგერ უკვე "თბილისის წყალიც" გაიყიდა. "ჟინვალჰესის", თბილისის და მცხეთის წყალმომარაგების სისტემები და ასევე გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მფლობელი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გახდა. აღნიშნული აქტივები 2007 წლის ნოემბერში კონკურსის წესით გაიყიდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და თბილისის მერიის ექსპერტთა ჯგუფმა 10 პრეტენდენტ კომპანიას შორის, გამარჯვებულად შვეიცარული კომპანია "მალტიპლექს სოლუშენსი" დაასახელა. "მალტიპლექს სოლუშენსმა" საპრივატიზაციო ობიექტებში 85 662 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იგორ მატისმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "რაც მე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი გავხდი, ეს პირველი შეხვედრაა პრესასთან. ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის კომუნალური მომსახურების კომპანიად გადაიქცეს. ჩვენი მთავარი მიზანი მოდერნიზაცია და ყველაფრის ახლებურად მართვაა. ჩვენ ვაპირებთ წყალმომარაგების სისტემაში ინვესტიციები განვახორციელოთ. ჩვენ როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, თავად მოსახლეობის განწყობის შეცვლასაც ვგულისხმობთ. ამაში კი მომხმარებლების დავალიანების გადახდაც იგულისხმება. შემდგომი 10 წლის განმავლობაში ჩვენ 220 მლნ-ზე მეტი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ. ამჟამად კი მოკლევადიან ინვესტიციას ვახოირციელებთ. ამათგან ერთ-ერთი არაგვის ხეობის ახალი წყალსადენის გახსნაა. სულ ცოტა ხანში "ჟინვალის" წყალსაცავის რეაბილიტაციაც დასრულდება. გარდა ამისა, მერიასთან ერთად ქალაქის ქუჩებში წყალსადენი მილების შეცვლის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პროექტს ვახორციელებთ. ეს მოკლევადიანი პროექტები 12 მლნ ლარის ღირებულებისაა და წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენ გრძელვადიანი პროექტების შემუშავებაზე ვმუშაობთ, რომელიც 2010 წლისთვის უკვე ჩამოყალიბებული იქნება."
ნებისმიერი ბიზნესი ინვესტიციასთანაა დაკავშირებული, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად უნდა ამოიღო. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინვესტიციის ამოღებას, მოსახლეობისგან მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის საშუალებით აპირებს. მომავალში არა ტარიფის გაზრდას, არამედ მის სტრუქტურირებას ვგეგმავთ. ამჟამად წყლის საფასურს თბილისის მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები იხდის. წყლის ტარიფი ძალიან დაბალია და მისი გადახდა რთული არაა, უბრალოდ, საქართველოში წყლის საფასურის არგადახდის ტრადიცია არსებობს. მომავალში მოხმარებული წყლის არგადახდას კომპანია არ დაუშვებს. იმ შემთხვევაში, თუ საფასურის გადახდა არ მოხდება, ჩვენი კომპანიას ცუდ დღეში ჩავარდება. თუ თანხებს არ ამოვიღებთ, ვერც დაგეგმილ პროექტებს განვახორციელებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ფართო მასშტაბიანი პროგრამა არ გვაქვს, რომ აბონენტთა გამრიცხველიანება მოხდეს. სამომავლოდ კი გათვალისწინებულია, რომ მოხმარებული წყლის აღრიცხვა მოხდეს, რათა წყლის საფასური ამოვიღოთ. ამიტომ ყველა უნდა მოუფრთხილდეს წყალს და იმდენი დახარჯოს, რის საფასურის გადახდასაც შეძლებს.Dდღეისათვის წყლის გადასახადი ყველასთვის ერთნაირია. მომავალში წყლის მოხმარების მიხედვით სხვადასხვა გადასახადი დაწესდება. თუმცა ამ ეტპზე წყლის ტარიფის მომატება არ მოხდება. ჩვენ გვინდა ყურადღება იმ დავალიანებაზე გავამახვილოთ, რომელიც მოსახლეობას საკმაოდ აქვს დაგროვებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი დიდი თანხის ერთჯერადად გადახდა მოსახლეობისთვის რთულია. ამიტომ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კომუნალური მომსახურების სფეროში უპრეცედენტო აქციას იწყებს, რომელიც მოხმარებული წყლის საფასურის დავალიანების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის ერთჯერად მასშტაბურ პროგრამას გულისხმობს. პროგრამის მონაწილე ყოველ მომხმარებელს კომპანია დავალიანების საერთო თანხის 20%-ს ჩამოაწერს, დარჩენილი თანხის ნაწილს კი 3 წელზე გადაუნაწილებს.
მე ყველა ჩვენს მომხმარებელს ვეპატიჟები, რომ ამ აქციაში ჩაერთოს. ეს კარგი შეთავაზებაა მოსახლეობის დასახმარებლად. მომავალში ჩვენ მიმდინარე გახარჯული წყლის საფასურის გადაუხდელობას არ დავუშვებთ. ხოლო არ გადახდის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ხერხს მივმართავთ და შესაბამის ზომებს მივიღებთ. ანუ მომხმარებელს წყალს არ მივაწოდებთ და ა. შ. მოსახლეობა წყლის გადასახადის გადახდას ისევე უნდა მივაჩვიოთ, როგორც სხვა გადასახადებს იხდიან. კომერციული ობიექტების დავალიანება ისეთი დიდი არ არის, როგორიც მოსახლეობის. მათ შემთხვევაში ინდივიდუალური მოლაპარაკების შედეგად თანხების გადანაწილება მოხდება. კომერციული ობიექტებისთვის პირობებიც ინდივიდუალური იქნება. კომერციულ ობიექტებზე მომავალი თვიდან 500 მრიცხველის დამონტაჟებას ვგეგმავთ. ჩვენ ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ და კარგად კალიბრირებულ მრიცხველებს დავაყენებთ. კომერციული ობიექტის მფლობელებს მრიცხველის ყიდვა თავადაც შეუძლია, თუმცა მრიცხველის უხარისხობის შემთხვევაში ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ისრაელის წარმოების მრიცხველები გვაქვს დამონტაჟებული," -განაცხადა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იგორ მატისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსული კაპიტალის მქონე კომპანიაა და თავს შვეიცარიულ კომპანიად ასახელებს.
ამ ინფორმაციის დასადასტურებლად გაზეთმა "ბ&ფ" კომპანიის გენერალურ დირექტორს რამდენიმე კითხვით მიმართა. იგორ მატისი აცხადებს, რომ "კომპანია, რომელსაც "თბილისის წყალი" ერქვა და მუნიციპალური საწარმო იყო, ახლა პრივატიზებულია და სახელიც გადაერქვა. საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამარჯვებულად კი ჩვენი კომპანია გამოვლინდა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კომპანია "მალტიპლექს სოლუშენის" შვეიცარულ წარმომადგენლობას ეკუთვნის. მისი წარმომადგენლები კი საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები არიან. თუ რატომ გაიმარჯვა ჩვენმა კომპანიამ ტენდერში, ამის მიზეზი ისაა, რომ ახალმა მფლობელმა კომპანიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება და ტარიფის უმნიშვნელო რაოდენობით (რამდენით არ დასტურდება-ა.ე.) გაზრდა საკუთარ თავზე აიღო. 2007-2008 წლებში, როცა ტენდერი გამოცხადდა, მონაწილეობას ბევრი კომპანია იღებდა. თუმცა "მალტიპლექს სოლუშენსმა" გაიმარჯვა. მან დანარჩენ კომპანიებთან შედარებით თბილისს წყლის საფასურის ყველაზე დაბალი ტარიფი შესთავაზა. "მალტიპლექს სოლუშენსი" საერთსაშორისო ინვესტორია და მისი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. თუმცა ეს კომპანია რუსული არ არის. ჩემი აზრით, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს სადაური კომპანიაა, არამედ იმას, თუ ქვეყანას რას შესთავაზებს."
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" კომპანია "მალტიპლექს სოლუშენსის" შვეიცარიულ წარმომადგენლობას მისი წარმომავლობის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად დაუკავშირდა. სამწუხაროდ, კომპანიაში ოფის-მენეჯერმა კომპეტენტური პირი, რომელიც გაგვესაუბრებოდა, ვერ მოძებნა და განაცხადა, რომ "კომპანიის წევრები კომპეტენტურები არ არიან. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი დროებით არ მუშაობს."
ასეთია "თბილისის წყლის" უცნაური ისტორია. ფაქტი ერთია - წყალი "ცოტათი" გაძვირდება. დღეს ონკანის წყალი სასმელად თბილისში ვარგისია. იქნება თუ არა ასე 5 წლის შემდეგ, ამის გარანტიას ვერავინ იძლევა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კომპანიამ თანხები დაზოგოს და ჩვენ იძულებულნი გავხდეთ ჩამოსასხმელ წყალზე გადავიდეთ. ეს კი რიგით თბილისელებს საარსებო მინიმუმს, მინიმუმ, სულზე 30 ლარით გაზრდის.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48