ჯანსაღი კონკურენციის კიდევ ერთი დადასტურებანავთობპროდუქტების საცალო ქსელში, მსხვილმა რეალიზატორებმა 1 დეკემბრიდან საწვავზე ფასები 5 თეთრით შეამცირეს.
კომპანიებში ამბობენ, რომ ბაზარზე ფასების შემცირება მსოფლიო ტრენდმა განაპირობა.
"ლუკოილ ჯორჯიას" ქსელში ფასები 5 თეთრით შემცირდა "ევრო სუპერის" (2,25 ლარი), „ევრო დიზელის" (2,25 ლარი) და "პრემიუმ ავანგარდის" (2,20 ლარი) სახეობის საწვავზე. ასევე კომპანიის ქსელში სხვა პროდუქტების ფასები ასე გამოიყურება: "ევრო რეგულარი" - 2,05 ლარი, „ევრო პრემიუმი" - 2,18 ლარი.
ახალი ფასები ფიქსირდება "ვისოლშიც." ფასები ყველა ტიპის საწვავზე 5 თეთრით შემცირდა და შეადგენს "დიზელ ენერჯი" - 2,15 ლარი, "რეგულარ ენერჯი" - 2,10 ლარი, "ევრო რეგულარი" - 2,15 ლარი; "აპი სუპერი" - 2,30 ლარი, "აპი პრემიუმი" - 2,25 ლარი, "აპი დიზელი" - 2,30 ლარი.
ფასების კორექტირება განხორციელდა "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას" ქსელში: "ევრო დიზელი" - 2,30 ლარი, "ევრო სუპერი" - 2,30 ლარი, „პრემიუმი" - 2,25 ლარი. "დიზელიL 62" - 2,10 ლარი და "რეგულარი" - 2,05 ლარი.
ფასები შემცირებულია რამდენიმე კატეგორიის საწვავზე "რომპეტროლის" ქსელში. მოქმედი ფასები კი ასე გამოიყურება: "რეგულარი" - 2,07 ლარი, "ევრო დიზელი" - 2,15 ლარი, "Efix ევრო დიზელი" - 2,30 ლარი; "Efix ევრო პრემიუმი" - 2,20 ლარი; "ევრო სუპერი" - 2,25 ლარი.
ფასები შემცირდა „გალფის" ქსელში და ფიქსირდება: „რეგულარი" - 2,07 ლარი, „ევრო რეგულარი" - 2,10 ლარი, „პრემიუმი" - 2,18 ლარი, „სუპერი" - 2,25 ლარი, „დიზელი" - 2,10 ლარი, „ევრო დიზელი" - 2,27 ლარი.