ქართველის ხალხის გაყვლეფა სემეკის მიერ არის დაკანონებული
ელექტროენერგიის "ტარიფის მორგებას” სხვადასხვა მიზნისთვის, თავის დროზე, ხელს უწყობდნენ ნოღაიდელი და ბენდუქიძე და დღესაც ასე გრძელდებაბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში ელექტროენერგიის საფასური 300%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თავად არის ელექტროენერგიის მწარმოებელი და მარეგულირებელი კომისიის მიერ თექვსმეტთეთრიანი ტარიფის შემოღება სრულიად ალოგიკიურია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს. ისეთი წყალუხვი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ელექტროენერგიის სიძვირეს ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს, მაგრამ ასეთია ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკა.
ამ დროისთვის საქართველო მთლიანად საკუთარ ენერგიას მოიხმარს. ქვეყანაში ყველაზე დიდი ელექტროსადგურის ~ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, დაახლოებით, 2 თეთრია. საქართველოს მოსახლეობა კი ამ ელექტროენერგიას 16 თეთრად ყიდულობს მაშინ, როდესაც ჩვენს ექსპორტიორ ქვეყნებში - სომხეთში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 5 თეთრი (3 ცენტი) ღირს, აზერბაიჯანში - 9 თეთრი (5 ცენტი), რუსეთში - 11 თეთრი (7 ცენტი). გარდა ამისა, ესტონეთში ელექტროენერგია 16 თეთრი ღირს, თურქეთში კი, რომელიც ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა - 22 თეთრი.
დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იორდანაში, სადაც თითქმის გადაწყდა რომ აღნიშნული არაბული ქვეყანა ელექტროენერგიას საქართველოდან შეიძენს. ერთი შეხედვით, ძალიან სასიხარულო ფაქტია, მაგრამ აქ საგანგაშო ის არის რომ ქართული მხარე მათ ენერგიას ხუთ ცენტად მიჰყიდის, მაშინ როცა საკუთარ მოსახლებას 16 თეთრს ახდევინებს.
შევადაროთ ელექტროენერგიის ღირებულება საცალო ქსელში საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში. ევროპაში, საშუალოდ, 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 17,1 ცენტი ღირს, საქართველოში კი, საშუალოდ, 16 თეთრი. ექსპერტების განცხადებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იმართლებენ, რომ ევროცენტი ქართულ თეთრებზე ბევრად მეტია, თუმცა, ევროპელებისა და ქართველების მყიდველუნარიანობაც საკმაოდ განსხვავებულია. ევროპაში საშუალო ხელფასი 1500 ევროა, საქართველოში - 600 ლარი.
ოფიციალურად, სემეკის დადგენილებაში წერია რომ ენგურჰესის მიერ გამო-მუშავებული ელექტროენერგიის საფასური 2.17 თეთრია. ~ვარდნილჰესების კასკადს” - 1,17 თეთრი უჯდება, ~ვარციხჰესს” - 1,25, ~ხრამჰესს” - 1,76. ამ სიაში შედარებით მაღალი ტარიფები დაფიქსირებული აქვთ ~ენერგოპროს” ობიექტებს: ~გუმათჰესების კასკადს”, ~ძევრულჰესს”, ~რიონჰესსა” და ~შაორჰესს”. აქვე მითითებულია თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაც, რომელიც 6-დან 8 თეთრამდე მერყეობს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ მონაცემებით შეწონილი (საშუალო) ტარიფის ღირებულება, 4,45 თეთრს არ აღემატება.
ლოგიკურია, ზემოთ მოყვანილი ციფრების შემდეგ ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიმართ უამრავის პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.
როგორც ენერგეტიკის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დოქტორი, მცირე, მინი და მიკროჰესების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გენადი მესხია ამბობს, ელექტროენერგიის ტარიფი წარმოების, დისპეტჩერიზაციის, დანაკარგების, განაწილების საფასურისგან შედგება. თვით წარმოების ტარიფი კი არის შეწონილი ტარიფი, რომელიც ჰიდრო და თბოელექტროსადგურებისა და იმპორტის წილს მოიცავს. დღეს იმპორტის წილი ჩვენთან ნულია, პირიქით, საქართველო ელექტროენერგიას ყიდის. თბოელექტროსადგურების წილი ქართულ ენერგოსექტორში 20%-ს არ აღემატება.
მესხიას განცხადებით, ~ტარიფის მორგებას” სხვადასხვა მიზნით, თავის დროზე, ხელს უწყობდნენ ნოღაიდელი და ბენდუქიძე, სემეკი მათ ხელში ბრმა იარაღი იყო და დღესაც ასე გრძელდება. ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები, ძირითადად ერთ კომპანიას - ~ენერგოპროს” ეკუთვნის. გენერაციისა და განაწილების ენერგოობიექტების ერთი მეპატრონისთვის მიყიდვა სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძის ~ელექტროენერგეტიკის რეფორმის” პროექტის საფუძველი იყო. ამ მზაკვრული პროექტით ~ენერგოპრო” ენერგიის 61%-ის მფლობელი გახდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის შწონილი ღირებულება 4,45 თეთრია. საცალო ქსელში კი ელექტროენერგიის ტარიფი 16 თეთრია. სხვაობა, როგორც ვხედავთ, შტამბეჭდავია. მთლიან ტარიფში წარმოების ღირებულება მხოლოდ 26%-ია. ტარიფში დისპეტჩერიზაციის და დანაკარგების ხარჯი 1,5 თეთრია, ეს სემეკის ინფორმაციაა. ანუ, გამანაწილებელ კომპანიას ერთი კილოვატი ელექტროენეტგია მაქსიმუმ 6 თეთრი უჯდება და 16 თეთრად ყიდის. ეს ყველაფერი დაკანონებულია, სემეკის გადაწყვეტილებით, თუმცა, რატომ, რა ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდნობით შეგდა ეს ტარიფი, ამაზე არავინ პასუხობს. ფაქტი ერთია, ორი მთავარი გამანაწილებელი კომპანია, ?ნერგო პრო ჯორჯია და ?ელასი საქართველოს მოსახლეობას პრაქტიკულად ძარცვავს. ბუნებრივ მონოპოლისტს კი სახელმწიფო საშუალებას აძლევს 150%-იანი მოგების მარჟით იმუშაოს.
გაგა კუპატაძე