ენერგიის ექსპორტიორის იმიჯს ბათუმი ეწირება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : ენერგიის ექსპორტიორის იმიჯს ბათუმი ეწირება
ნანახია: 500

ენერგიის ექსპორტიორის იმიჯს ბათუმი ეწირებაბუნებრივი რესურსების განიავება გრძელდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ნორვეგიული კომპანია ჩლეან Eნერგყ Iნვესტ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარისწყლის რესურსების ასათვისებლად 660 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჰიდროელექტროსადგურების კასკადების მშენებლობას ნორვეგიული კომპანია 2013 წელს დაიწყებს, მანამდე კი საპროექტო სამუშაოები შესრულდება. კასკადის სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება, ხოლო წლიური ენერგოგამომუშავება 1200 ათასი კვტ, საათი. პროექტი საკმაოდ გრანდიოზული იქნება, რადგან აჭარისწყალზე 4 ჰესი აშენდება.
საინტერესოა, რა ვალდებულებებს უყენებს საქართველო ინვესტორს თავისი წყლის რესურსების სანაცვლოდ. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ვიგებთ, ინვესტორი ვალდებულია ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის მანძილზე ყოველი წლის ზამთრის პერიოდში (ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით), არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, კასკადის მიერ გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგია გაყიდოს საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველსაყოფად. ამასთან, რა თქმა უნდა, მან უნდა უზრუნველყოს მდინარე აჭარისწყლის კასკადის კვლევითი და საპროექტო სამუშაოების შესრულება, და დადგენილ ვადებში სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
მეორე მხრივ, ინვესტორს ენიჭება გარკვეული პრივილეგიები, რომელიც შემდეგში გამოიხატება: `ინვესტორს უფლება აქვს მოახდინოს აშენებული კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვა და ექსპორტი თავისუფალი საბაზრო (დერეგულირებული) ფასით~. ასევე, `იმ შემთხვევაში, თუ პროექტით გათვალისწინებული ჰესების ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება, მიიღოს იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით~. აქედან გამომდინარე, მათ არა მარტო წყლის შეუცვლელ რესურსებს, არამედ მიწის ნაკვეთებსაც კი გადავცემთ.
ინვესტორისთვის ასეთი პრივილეგიების შეთავაზების სანაცვლოდ საქართველოს სახელმწიფო და, ზოგადად, ქართული ეკონომიკა, პრაქტიკულად, არაფერს იღებს. საქმე ისაა, რომ ექსპორტი გადასახადებით არ იბეგრება. შესაბამისად, ჩლეან Eნერგყ Iნვესტ-ი მხოლოდ მოგების გადასახადს გადაიხდის, დანარჩენი გადასახადებისგან კი თავისუფალი იქნება. ამ ტიპის საქმიანობიდან საქართველოს ბიუჯეტში მოგების გადასახადის გადახდა ინვესტორს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ შეეძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორი პირველ ეტაპზე ჩადებული ინვესტიციების ამოღებას გადაწყვეტს და არა შემოსავლის გარკვეული ნაწილის მოგებაში გატარებას.
ენერგეტიკული რესურსების ფლანგვის ფონზე, საქართველოს მთავრობა ერთგვარად ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის იმიჯს იქმნის. ამ ფონზე, უგულვებელყოფს იმ უპირატესობებს, რომელიც შესაძლებელია წყლის რესურსების და ჰესების საკუთარ მფლობელობაში არსებობის შემთხვევაში ჰქონდეს. აჭარისწყალზე ჰესების აშენებით, საკვირველია, მაგრამ ოქტომბერ-თებერვალში, ისიც მხოლოდ ათი წლის ვადაში, მივიღებთ სარგებელს. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან ჰესები ყველაზე ნაკლებად ზამთარშია დატვირთული.
საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ ჭარბი ელექტრორესურსები დადებითად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე, რომელიც ერთგვარად სტრატეგიული პარტნიორი იქნება ქართული ელექტროენერგიის მიმღები ქვეყნებისთვის. იმიჯი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისიც კარგად უნდა იყოს გააზრებული, როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ეს იმიჯი. გვახსოვს, ევრობონდების გამოშვება საქართველომ სწორედ იმიჯის დასამკვიდრებლად გადადგმულ ნაბიჯად ახსნა, მაგრამ მერე ეს იმიჯი რამდენიმე ასეულ მილიონად დაუჯდა ქვეყანას.
იმიჯი ძვირად ფასობს ენერგეტიკული პოლიტიკის შემთხვევაშიც. ზოგადად ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და მათ შორის ჰესების მშენებლობა, სერიოზულად ცვლის კლიმატურ გარემოს და ცვლის ადგილობრივი ადამიანების ცხოვრებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ აჭარისწყალი აჭარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამგვარად მდინარე, აჭარაში კლიმატის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს აჭარისწყალზე ერთდროულად 4 ჰესის მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლზე და რა შედეგები მოჰყვება მშენებლობას.
აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე კომენტარის გაკეთება ნინო ჩხობაძეს ვთხოვეთ: `როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ-ჯერობით მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების ანალიზი მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ჰესების აშენებამ, უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ აჭარისწყალი, ისევე როგორც მდინარე ჭოროხი, ინერტული მასალების ჩამომტანია, ამით ის მონაწილეობას იღებს სანაპიროს ფორმირებაში, ამიტომაც საინტერესოა, თუ რა ბედი ეწევა ბათუმის სანაპიროს. ეს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული და პასუხგაცემული გარემოს ზემოქმედების შეფასების ანალიზში~. მიუხედავად ნინო ჩხობაძის მოზომილი პასუხებისა, რომელიც მან კონკრეტულ პროექტთან დაკავსირებით გაგვცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი გარემოსდამცველების მხრიდან გაცილებით დიდ ყურადღებას მოითხოვს, გავიხსენოთ, თუნდაც რამდენიმე წლის წინ, თურქული მხარის მიერ მდინარე ჭოროხზე ენერგეტიკული პროექტების განხორციელებამ, რა ზიანი მოუტანა ქართულ ეკოსისტემას და კონკრეტულად შავიზღვისპირა საკურორტო ზოლს. სპეციალისტების შეფასებით, ნატანის პრობლემა, რომელიც სწორედ ჭოროხზე ჰესების აშენების გამო შეიქმნა, აჭარაში სანაპიროს ყოველწლიურად რამდენიმე მეტრით მცირდება,
ამგვარად, შესაძლებელია ჰესების აშენებამ ტურისტულ ზონად ნაქებ ბათუმზე უარყოფითად იმოქმედოს და ტურიზმის განვითარებას ხელი შეუშალოს. შედეგად, სამწუხაროდ, ვეღარც ტურიზმით ავაყვავებთ ქვეყანას და აქამდე თუ ტურისტული ქვეყნის სტატუსი გვქონდა, ახლა მხოლოდ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ვიქნებით.
ერთი სიტყვით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ეკონომიკის განვითარების სისტემური მიდგომა და კონკრეტული პროექტების დონეზე წყვეტს მთელი ეკონომიკის ბედს. შესაბამისად, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სასტუმროები, რომელიც დღეს აჭარაში ზარზეიმით შენდება, სულ მალე ზღვამ დაფაროს.
რაც შეეხება ექსპორტს, ქართული ელექტროენერგიის ძირითადი იმპორტიორი, სავარაუდოდ, ისევ თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი იქნებიან, როგორც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ავრცელებს ინფორმაციას, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტმა თურქეთში 108,592 მლნ კვტ. საათი შეადგინა, სომხეთში 72,047 მლნ. კვტ. საათი, აზერბაიჯანში 5,924 მლნ კვტ. საათი, ხოლო რუსეთში 374,829 კვტ. საათი. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომავალშიც გავრცელდება. თუმცა, ამ ქვეყნების ჯგუფს, როგორც `საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა~ აცხადებს, 2014 წლიდან ირანიც შეუერთდება. ირანში ელექტროენერგიის ექსპორტი სომხეთთან დამაკავშირებელი 400 კვტ.-იანი ხაზის საშუალებით მოხდება. ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

ეკა ღვინჯილია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48