ნანახია: 403
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობები განიხილა. ვაშაძემ შეხვედრა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა და ენერგეტიკული საკითხების გარდა, თანამშრომლობის სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებები განიხილა. ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული რეგიონი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. `აუცილებელია მოვნახოთ გზები, რომელთა საშუალებითაც საქართველო იორდანიაში ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას დაიწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი როგორც ეკონომიკურად, ასევე ფინანსურად იქნება”, - აღნიშნა ვაშაძემ. საინტერესოა, რატომ იყიდება 2-3 ცენტად საექსპორტო ენერგია, როცა საქართველოს მოქალაქეები მოხმარებულ 1 კილოვატ საათში 17 თეთრს, ანუ 10 ცენტს იხდიან.
|