ვინ არიან ინდოელები, რომლებიც ხუდონჰესს აშენებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : ვინ არიან ინდოელები, რომლებიც ხუდონჰესს აშენებენ
ნანახია: 644

რამდენ ხანში და როგორ ამოიღებენ ისინი ჩადებულ ერთ მილიარდს

ხუდონჰესის მშენებლობა, რომელსაც ინდოელები აშენებდნენ, თითქმის თხუთმეტი წელია გაჩერებულია. ჰესი შესაძლოა ამჯერად მართლაც აშენდეს. პროექტის დასრულებით დაინტერესებას სხვადასხვა დროს რუსეთშიც გამოხატავდნენ და შემდეგ აშშ-შიც, თუმცა ამაზე შორს საქმე არ წასულა. 700-მეგავატიანი ჰესის აშენებას ინდოელები აპირებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედი" სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2011 წლის ბოლოსთვის აპირებს. მათი წინასწარი გათვლებით, ჰესი 2015 წელს უნდა ჩაირთოს. ინდოელი ინვესტორების განცხადებით მშენებლობისთვის ინდური მხარე 700 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს.
საზოგადოებაში თავიდანვე გავრცელებული იყო აზრი, რომ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ძალიან დიდ სარგებელს მოუტანდა საქართველოს. თუმცა ხუდონჰესის ავკარგიანობის შესახებ მსჯელობისას, არასდროს უხსენებიათ მისი უცხოური კაპიტალით აშენებით გამოწვეული შედეგები.
პროექტის რენტაბელობის და, ზოგადად, მისი ეფექტიანობის ანალიზი ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია. უბრალოდ შეიძლება ჩამოიწეროს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. იქნებ სწორედ ამით გავიგოთ ვისთვის არის ან რისთვის არის კარგი მშენებლობა: ხალხისთვის, ეკოლოგიისთვის თუ ელექტრორესურსების თვალსაზრისით.
პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ხუდონჰესის ექსპლოატაციაში შესვლით დაახლოებით წლიურად დამატებით 1,7 მლრდ კვტ/სთ ელ.ენერგიას მივიღებთ. მეორე საკითხია, გამოიწვევს თუ არა დამატებითი რესურსები ელექტროენერგიის გაიაფებას. როგორც ვიცით, საქართველო ელექტროენერგიის ძალიან მცირე რაოდენობის იმპორტირებას ახდენს წლის განმავლობაში, ხუდონჰესიდან კი ზამთრის განმავლობაში 100% წარმოებულ ელ.ენერგიას მიიღებს. დანარჩენ სეზონზე კი ხუდონჰესზე წარმოებული ენერგია ძირითადად ექსპორტზე გავა. ექსპორტზე გადასახადი არ გვაქვს, შესაბამისად, გრანდიოზული ელექტროსადგურიდან შემოსავალი მიზერული იქნება. ასევე, ელ.ენრგიის ფასებს მარეგულირებელი კომისია ადგენს, ამიტომ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მიწოდების გაზრდით მართლა გაიაფდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთან ერთად, იყო საუბარი ბუნებრივი აირის ელექტროენერგიით ჩანაცვლების შესახებ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სარგებელი, რაც შეიძლება საქართველოს მოსახლეობამ ამ მშენებლობიდან მიიღოს, ელექტროენერგიის გაიაფებაა, თუმცა 6 წლის შემდეგ რა როგორ იქნება, ძნელი სათქმელია.
შემდეგი, რითაც შეიძლება ქართველმა მოსახლეობამ ისარგებლოს, მშენებლობაზე დასაქმებაა. რაც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა უცხოელი ინვესტორის მიმართ, რომ მშენებლობაზე 70 % ქართველი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს. საეჭვოა წამყვან პოზიციებზე ქართველი ინჟინრები დაასაქმონ ინდოელმა ინვესტორებმა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ვერავინ ვერ გააკონტროლებს ხელფასის განაკვეთს (მოგეხსენებათ საქართველოში პროფკავშირების მდგომარეობა) და შესაძლებელია ხუდონჰესზე დასაქმებულების 70% ქართველმა მუშახელმა ან ძალიან დაბალი ხელფასი მიიღოს, ან საერთოდ უარი თქვას მუშაობაზე. მითუმეტეს, სვანეთში სამუშაოდ საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია. ხელფასების 70%-ს რომ ქართველები იღებდნენ, სხვაგვარად იქნებოდა საქმე და მეტ სარგებელსაც მიიღებდა საქართველო.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰიდროენერგია ისეთივე ენერგიაა, როგორიც ბუნებრივი აირი და ნავთობი, მისი გაიაფება ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოების გაფართოებასაც, იაფი ენერგორესურსი მნიშვნელოვნად შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას, შესაბამისად, ფასსაც. როგორც აღვნიშნეთ, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომელთა ძირითადი შემოსავალი ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიიღება, ჩვენს შემთხვევაში კი, საქართველოში ნაწარმოები ელექტროენერგია უნდა გაიყიდოს სხვა ქვეყნებში ისე, რომ შემოსავალი ინდოელი ინვესტორების ხელში გადავიდეს. მხოლოდ საგარეო სავაჭრო ბალანსის გასაწონასწორებლად ექსპორტის მოცულობის ზრდა, არც თუ ისე სახარბიელოა.
მინდოდა დადებით მხარეებზე მესაუბრა, თუმცა რატომღაც პოზიტიურ ასპექტებს უარყოფითი ნიშნებიც აღმოჩნდა. დადებითი ის არის, რომ ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. კლდეში გამოჭრილია დარბაზი, სადაც უნდა მოხდეს ტურბინების დადგმა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დაკონსერვების შემდეგ მრავალი ტექნიკა გაიტანეს, საბაზისო სამუშაოები მაინც შესრულებულია.
ასევე, როგორც აღმოჩნდა, ხუდონჰესი ენგურჰესისთვის შესაძლებელია ერთგვარ მკვებავად იქცეს. ენგურჰესზე არათანაბრად ხდება ხოლმე წყლის მიწოდება კლიმატური პირობების გამო და ხდება დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა. ხუდონჰესი კი მოახდენს წყლის მიწოდებას საჭირო მოცულობით. ეს ადმინისტრაციებს შორის შეთანხმების საკითხია და რა როგორ გადაწყდება მეორე საკითხია. თუმცა ხუდონჰესს ენგურჰესის მუშაობაში დადებითი გავლენის მოხდენა რომ შეუძლია, ფაქტია.
ყველაზე მტკივნეული, რაც ხუდონჰესის მშენებლობას უკავშირდება, დამეთანხმებით, ალბათ, ეკოლოგიაზე ზეგავლენაა. XXI საუკუნეში, როცა ძირითადი ყურადღება ეკოლოგიაზეა გადატანილი, ხდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც წლების წინ, ზუსტად ეკოლოგიური თვალსაზრისით შეჩერდა. ცნობილია, რომ სოფელი ხაიში მთლიანად დაიტბორება, ასევე ისიც არის ცნობილი, რომ მოსახლეობისთვის ფული უკვე გადახდილია, რათა საცხოვრებელი ადგილები დატოვონ. მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი, ერთნი მზად არიან თავიანთი სოფელი მიატოვონ საქართველოს გასავითარებლად, ხოლო მეორენი სწორედ ხუდონჰესს `აბრალებენ~ სხვადასხვა ავადმყოფობებს, და არც საცხოვრებლის დატოვება სურთ. თუმცა, ტურისტული პოტენციალით ნაქებ სვანეთს, რომ კლიმატური პირობები საგრძნობლად შეეცვლება, ფაქტია.
რაც მდიდარია ქვეყანა ენერგორესურსებით, მით უკეთესია ეკონომიკისთვის, მაგრამ ასეთ პირობებში, მაგრამ რა სარგებელს მიიღებს საქართველო, ამის შესახებ, ალბათ, დამეთანხმებით, შესაბამისი პირები ვალდებულნი არიან მოსახლეობას აუხსნან ამ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მხოლოდ ის, რომ მშენებლობაზე დასაქმებულების 70% ქართველი იქნება, არ არის საკმარისი პირობა, რომ პროექტი მისაღებია.

ეკა ღვინჯილია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48