ხუდონის დენი 7-8 ცენტი დაჯდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : ხუდონის დენი 7-8 ცენტი დაჯდება
ნანახია: 814

ხუდონის დენი 7-8 ცენტი დაჯდება ინდოელები ხუდონჰესს აშენებენ

ხუდონჰესი, რომლის მშენებლობაც უკვე 15 წელიწადია გაჩერებულია, შესაძლოა, ამჯერად, მართლაც აშენდეს. პროექტით თავის დროზე დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთიც და ამერიკაც. ბოლო დროს კი ცნობილი ხდება, რომ 700-მეგავატიანი ჰესის აშენებას ინდოელები აპირებენ.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური კომპანია “ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედი” სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2011 წლის ბოლოსთვის აპირებს. მათი წინასწარი გათვლებით, ჰესის მშენებლობა 2011 წელს უნდა დამთავრდეს.
ინდურმა კომპანიამ ჰესის წინასაპროექტო კვლევისათვის 7 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა. ინდოელებს, გასულ კვირას, ბუმბაიში ვიზიტად ყოფნის დროს, ჩვენი სამთავრობო დელეგაცია შეხვდა და საქართველოში ბიზნესის დაწყების გარანტიები კიდევ ერთხელ მისცა. ინდოელი ინვესტორი აცხადებს, რომ მშენებლობისათვის საჭირო 700 მილიონ დოლარს ინდური სამთავრობო ფონდი ჰპირდება. ახლა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა რჩება.
მოინდერ ვერი, - ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედის გენერალური დირექტორი:
“ჩვენ საქართველოში უკვე 5 წელიწადია ვმუშაობთ და ბიზნესის კეთების გამოცდილება გვაქვს. 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხუდონჰესში უკვე ჩავდეთ, 5 მილიონს კი მას შემდეგ დავაბანდებთ, რაც საქართველოს მთავრობისგან საბოლოო თანხმობას მივიღებთ. გამომუშავებულ ელექტროენერგიას ადგილობრივ ბაზარსაც მივანდობთ და ექსპორტზეც გავიტანთ.”
ხუდონჰესი სიმძლავრით ქვეყანაში მეორე ჰესი გახდება ენგურჰესის შემდეგ, რომლის სიმძლავრე 1300 მეგავატია. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შედგენილი პროექტით, ხუდონჰესის კაშხალი 201 მეტრიანი უნდა ყოფილიყო. ის ზემო სვანეთში მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. 700 მეგავატი სიმძლავრის ჰესის გამომუშავება წლიურად 1,7 მლრდ/კვტ/სთ-ია. რეზერვუარის მოცულობა - 230 მილიონი კუბური მეტრი. წინასწარი ტექნიკური კვლევები, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი ანგარიში მსოფლიო ბანკმა უნდა გააკეთოს. მთავრობა მშენებლობის ნებართვას გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის გარეშე არ იძლევა. ეს დოკუმენტი მსოფლიო ბანკმა უკვე დადო ანუ ინდოელებს ის მზად დახვდათ.
ხუნდოჰესმა პიკური ელექტროენერგიით უნდა უზრუნველყოს საქართველო და მეზობელი ქვეყნები. მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი თურქეთი იქნება, ნაწილი, შესაძლოა, ევროპის ენერგობაზარზე მოხვდეს. ამჟამად ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის გარდა სომხეთსა და რუსეთში ხდება.
ალექსანდრე ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრი, აცხადებს: “ჩვენი ელექტროპოტენციალის მხოლოდ 18% არის ათვისებული. ამდენი აუთვისებული ელექტროენერგია არცერთ მეზობელ ქვეყანაში არ არის. გარშემო ყველა ქვეყანას დეფიციტი აქვს. ძირითადი მომხმარებელი თურქეთი გახდება. სადაც კილოვატი ელექტროენერგია 10-11 ცენტი ღირს.
თურქეთთან დაკავშირებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 2012 წელს ამოქმედდება, 2 ათას მეგავატის გამტარუნარიანობით. ამ წელს დაიწყება კიდევ ერთი ხაზის მშენებლობა. 2012 წელსვე შეუერთდება თურქეთი ერთიან ევროპულ ენერგოსისტემას. ამის შემდეგ დენი საქართველოდან ევროპაშიც გავა.”
რევაზ არველაძე, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ “ყველა მდინარე საქართველოში მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება, ამიტომ ჰესები ჭარბ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ზამთარში, პირიქით, დეფიციტი იქნება. ხუდონჰესი, ასევე, როგორც ენგურჰესი წყალსაცავი იქნება და მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ხუდონის ელექტროენერგია საშუალოდ 7-8 ცენტი დაჯდება, რაც მაღალი ფასი არ არის. ამიტომ ეს ელექტროენერგია ძვირი არ იქნება და მას მყიდველი ყოველთვის ეყოლება.”
საინჟინრო კონსალტინგ გროსენერგიის დირექტორი, ანზორ ჭითანავაც ოპტიმისტურადაა განწყობილი.
“ხუდონის პროექტის კეთება 1978 წელს დაიწყო და მოსკოვმა იგი 1984 წელს დაამტკიცა. რადგან მაშინ მოსკოვი ამტკიცებდა ჰესის პროექტს. სიმძლავრე 300 მეგავატზე მეტი იყო. ხუდონის დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტიდან არ ხდება. უსაფრთხოების მიზნით დაიდო სპეციალური დოკუმეტებიც. იგი მხოლოდ სიკეთის მომტანია. სვანეთის კურორტების ელექტროფიცირება მოხდება. ანაკლიის, სვანეთის კურორტების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, გაზი სულ არ სჭირდება. ქვეყნის ენერგიით უზრუნველყოფა შესაძლებელია მთლიანად დენით მოხდეს. ამისათვის საჭირო არ არის ხუდონი, ნამახვანი, ფარავანი და სხვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ პროექტში ქართველები არ არიან ჩართულნი. არადა, გვყავს სპეციალისტები, რომელთაც ჰესების სფეროში მუშაობა შეუძლიათ.
ხუდონჰესი 201 მეტრიანი უნდა იყოს, ის ზემო სვანეთში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. 700 მეგავატი სიმძლავრის ჰესის გამომუშავება წლიურად 1,7 მილიარდი კვტ/სთ იქნება, ხოლო რეზერვუარის მოცულობა 230 მილიონი კუბური მეტრი”.

თამარ გაზდელიანი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48