| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ენერგეტიკა : მსოფლიოში ნავთობის ფასები კიდევ შემცირდა |
 მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად შემცირდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება . ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,21 აშშ დოლარით შემცირდა და 107,28 აშშ დოლარი შეადგინა.
|
| |
| ენერგეტიკა : ნავთობ-კომპანიები საწვავის გაიაფებას გეგმავენ |
„ლუკოილი–საქართველოში“ აცხადებენ, მათ ქსელში საწვავის ღირებულება ახალი იმპორტის განხორციელებისთანავე შემცირდებანავთობიმპორტიორთა კავშირის შემდეგ საწვავის გაიაფებაზე უმსხვილესი იმპორტიორების ნაწილიც საუბრობს. შეგახსენებთ: კავშირის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილების ფონზე საქართველოში უახლოეს მომავალში საწვავის ფასი შემცირდება. როგორც „ლუკოილი–საქართველოში“ აცხადებენ, მათ ქსელში საწვავის ღირებულება ახალი იმპორტის განხორციელებისთანავე შემცირდება.
|
| |
| ენერგეტიკა : უკრაინის ანტიმონოპოლიური უწყება საწვავის ფასებით დაინტერესდა |
გერმანიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ხუთი უმსხვილესი კომპანიის BP/Aral-ის, Esso-ს, Jet-ის, Shell-ისა და Total-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყოთუ უკრაინის მთავრობა არაფერს გააკეთებს საწვავის ფასების სტაბილიზაციისთვის, თვის ბოლოს, ყველაზე პოპულარული, А-95-ის მარკის ბენზინის ფასმა შესაძლოა 12 გრივნას (დაახლოებით 1,5 დოლარი) გადააჭარბოს. ამის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხით გამოსვლისას ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი მარუნიჩმა განაცხადა.
|
| |
| ენერგეტიკა : სახელმწიფო „თელასის" აქციონერად რჩება |
 სს „თელასის" აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი დამატებითი ჩვეულებრივი აქციების განთავსების გზით გაიზრდება. სულ განთავსდება 31 281 532 ცალი ახალი აქცია, რომელთა ნომინალური ღირებულება 1 ლარს შეადგენს. აღნიშნული აქციების განთავსების შემდეგ, „თელასის" საწესდებო კაპიტალი 112 429 418 ლარს შეადგენს.
|
| |
| ენერგეტიკა : საწვავის გაძვირების ქართული ლოგიკა |
საქართველოში ბოლო სამი წლის ტენდენცია გრძელდება და ნავთობპროდუქტების ფასი თანდათანობით იზრდება. ბენზინისა თუ დიზელის საწვავის გაძვირებას ნავთობის იმპორტიორები, ეკონომიკის ექსპერტთა წრეები თუ რიგითი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. უკვე წლებია საზოგადოების ნაწილი აქტიურად გამოთქვამს პროტესტს საწვავის ფასების გამო და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს მიმართავს. რა იწვევს ბენზინისა თუ დიზელის გაძვირებას?
|
| |
| ენერგეტიკა : აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას იწყებს |
 ბოლო დროს ნავთობის ფასმა საგრძნობლად მოიმატა, რაც მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ხელს უშლის. პრობლემის გადასაჭრელად ამერიკის მთავრობა "შავი ოქროს" სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საკითხს განიხილავს, თუმცა, ობამას ადმინისტრაციის ამ ინიციატივას ბევრი მომხრე ნამდვილად არ ჰყავს. ნავთობის ფასმა 16 პროცენტით მას შემდეგ მოიმატა, რაც ამერიკის და ევროპის ხელისუფლებამ ირანიდან "შავი ოქროს" ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, შემცირდა ნავთობის მოწოდება სირიიდან, იემენიდან და სუდანიდან, რაც ფასების ზრდას აგრეთვე ხელს უწყობს. აღნიშნული პრობლემა და მისი რეზერვების გამოყენების გზით მოგვარების საკითხი განიხილეს ბარაკ ობამას და დევიდ კემერონის შეხვედრაზე. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთადერთი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც აშშ-ს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საკითხში მხარს დაუჭერს.
|
| |
| ენერგეტიკა : საქართველოში მოხმარებული ენერგიის 70% იმპორტირებულია |
აქვს თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების პოტენციალიქვეყანა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ენერგორესურსები, უზრუნველყოფს თავის ენერგოუსაფრთხოებას, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამის მაგალითია მსოფლიოს მრავალი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყანა. საქართველო რომ ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა, ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი და ამას მთავრობის ახალი ინიციატივაც – 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც მოწმობს. ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ არა ამ ჰესების აშენების მიზანშეწონილობის საკითხზე, არამედ ზოგადად საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე.
|
| |
| ენერგეტიკა : ინტერვიუ ენერგეტიკის ექსპერტ დავით ებრალიძესთან |
"ქართულ ენერგეტიკას პოტენციალს ვაცლით, რითაც მომავალში უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას ვკარგავთ"ბოლო პერიოდში ტელევიზიებში ხშირად ჩანს მთავრობის რეკლამა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ახალი 15 ჰესის მშენებლობის შესახებ. დღევანდელი ხელისუფლება ხშირად ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში 24 საათიანი ენერგომომარაგებაა. ის, რომ ელექტროენერგია უკვე ექსპორტზეც გაგვაქვს, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ ამ ენერგიას 4-5-ჯერ უფრო იაფად ვაწვდით მეზობელ ქვეყნებს, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას. საქართველოს ენერგოპოტენციალზე, ქვეყნის ენერგოპოლიტიკასა და ახალი 15 ჰესის მშენებლობაზე `ბ&ფ~ ენერგეტიკის ექსპერტს დავით ებრალიძეს ესაუბრა.
|
| |
| ენერგეტიკა : მწვანეთა პარტია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონს აპროტესტებს |
 საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალური მდივნის გიორგი გაჩეჩილაძის ცნობით, საქართველოს პარლამენტი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ახალ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილავს. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი კი რადიკალურად ეწინააღმდეგება 1998 წელს მწვანეთა პარტიის მიერ შემუშავებულ და დღემდე მოქმედ კანონს, რაც საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებასაც.
|
| |
| ენერგეტიკა : საწვავის მსხვილმა რეალიზატორებმა ფასები 5 თეთრით შეამცირეს |
ჯანსაღი კონკურენციის კიდევ ერთი დადასტურებანავთობპროდუქტების საცალო ქსელში, მსხვილმა რეალიზატორებმა 1 დეკემბრიდან საწვავზე ფასები 5 თეთრით შეამცირეს. კომპანიებში ამბობენ, რომ ბაზარზე ფასების შემცირება მსოფლიო ტრენდმა განაპირობა.
|
| |
| ენერგეტიკა : რუსული ”თელასი” მოგების 150%-იანი მარჟით მუშაობს |
საქართველოს მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ ქართველების გაძარცვა დააკანონა, ქართული ბუნებრივი რესურსები თურქებს და თურქეთის სახელმწიფო კომპანიას გადასცაბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში ელექტროენერგიის საფასური 300%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თავად არის ელექტროენერგიის მწარმოებელი და მარეგულირებელი კომისიის მიერ თექვსმეტთეთრიანი ტარიფის შემოღება სრულიად ალოგიკიურია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს. ისეთი წყალუხვი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ელექტროენერგიის სიძვირეს ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს, მაგრამ ასეთია ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკა.
|
| |
| ენერგეტიკა : ალექსანდრე ხეთაგური - მომავალი წლიდან 15 ჰესის მშენებლობა დაიწყება |
ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 2000 მგვტ-ზე მეტი იქნება.
|
| |
| ენერგეტიკა : სომხეთის ენერგეტიკული ჰორიზონტები |
მემორანდუმი, რომელიც სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და კუნძულ მენზე დარეგისტრირებულ კონცერნ International Minerals & Mines Ltd.-ს შორის გაფორმდა, გზას უხსნის სომხეთის ფიქლის საბადოების მოძიებას და დამუშავებას, თუკი მათი მასშტაბური კომერციული მოპოვება დაიწყება, სომხეთში მოძიებულმა ენერგიამ ამ კავკასიურ ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, შეიძლება გარკვეული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა შესძინოს და მასთან ერთად ახალი გეოპოლიტიკური თავისუფლება
|
| |
| ენერგეტიკა : ნავთობის კომპანიის წილიც იყიდება |
 მთავრობა ნავთობის ეროვნულ კომპანიაში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული წილის ოდენობას ამცირებს. ამის შესახებ "ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში შედის ცვლილებები, რომლის ინიცირებაც პარლამენტისა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
|
| |
| ენერგეტიკა : "ენერგო პრო ჯორჯია” და "თელასი” 150%-იანი მოგების მარჟით მუშაობენ |
ქართველის ხალხის გაყვლეფა სემეკის მიერ არის დაკანონებული
ელექტროენერგიის "ტარიფის მორგებას” სხვადასხვა მიზნისთვის, თავის დროზე, ხელს უწყობდნენ ნოღაიდელი და ბენდუქიძე და დღესაც ასე გრძელდება
|
| |
| ენერგეტიკა : ენერგიის ექსპორტიორის იმიჯს ბათუმი ეწირება |
ბუნებრივი რესურსების განიავება გრძელდებასაქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ნორვეგიული კომპანია ჩლეან Eნერგყ Iნვესტ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარისწყლის რესურსების ასათვისებლად 660 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჰიდროელექტროსადგურების კასკადების მშენებლობას ნორვეგიული კომპანია 2013 წელს დაიწყებს, მანამდე კი საპროექტო სამუშაოები შესრულდება. კასკადის სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება, ხოლო წლიური ენერგოგამომუშავება 1200 ათასი კვტ, საათი. პროექტი საკმაოდ გრანდიოზული იქნება, რადგან აჭარისწყალზე 4 ჰესი აშენდება.
|
| |
| ენერგეტიკა : საქართველომ, შესაძლოა, იორდანიაში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყოს |
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობები განიხილა. ვაშაძემ შეხვედრა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა და ენერგეტიკული საკითხების გარდა, თანამშრომლობის სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებები განიხილა.
|
| |
| ენერგეტიკა : ჰიდრორესურსების გასხვისება მათ განიავებას ნიშნავს |
ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე აშენებული ჰესებით მხოლოდ ინვესტორი იხეირებსხეთაგური იტყუება- ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ელექტროენერგიის ტარიფებს ვერ შეამცირებს
|
| |
| ენერგეტიკა : კავკასიაში რადიაციული ფონი და მოსალოდნელი ავარიების საფრთხე იზრდება |
"ამიერკავკასიაში ატომური ელექტროსადგური საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან სეისმური ზონა არამარტო საქართველოა, არამედ სომხეთიც და მთელი კავკასიაც"არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ მთელი კასპიისპირა და მოსაზღვრე ქვეყნები დაინტერესებულია სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვით და სადგურის მუშაობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. სადგურზე გამოყენებული აღჭურვილობა მოძველებულია, თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და სერიოზულ რისკს ქმნის. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ მივაღწიოთ ელექტროსადგურის დახურვას რათა თავი დავაღწიოთ შესაძლო უბედურებას", - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, რასიმ მამედოვი ავრცელებს.
|
| |
| ენერგეტიკა : "ინტერ რაო” მზადაა, საქართველოში ელექტოსადგურების 100% შეიძინოს |
 რუსული ენერგოგიგანტი "ინტერ რაო” ქართულ მხარესთან გაფორმებულ შეთანხმებაზე პირველ განმარტებებს აკეთებს. საუბარია ხრამის ჰიდროელექტროსადგურების კასკადზე, რომელშიც საქართველოს მთავრობა 104 მილიონ დოლარს მიიღებს. "ინტერ რაო” მზადაა, ელექტოსადგურების 100% შეიძინოს. თუმცა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნიკოლაი გორელოვის თქმით, პრივატიზაცია ჯერ არ დასრულებულა.
|
| |
| ენერგეტიკა : ვინ არიან ინდოელები, რომლებიც ხუდონჰესს აშენებენ |
რამდენ ხანში და როგორ ამოიღებენ ისინი ჩადებულ ერთ მილიარდს
ხუდონჰესის მშენებლობა, რომელსაც ინდოელები აშენებდნენ, თითქმის თხუთმეტი წელია გაჩერებულია. ჰესი შესაძლოა ამჯერად მართლაც აშენდეს. პროექტის დასრულებით დაინტერესებას სხვადასხვა დროს რუსეთშიც გამოხატავდნენ და შემდეგ აშშ-შიც, თუმცა ამაზე შორს საქმე არ წასულა. 700-მეგავატიანი ჰესის აშენებას ინდოელები აპირებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედი" სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2011 წლის ბოლოსთვის აპირებს.
|
| |
| ენერგეტიკა : რუსული სახელმწიფო ინვესტიციების ექსპანსია საქართველოში გრძელდება |
ხელისუფლება რუსულ კაპიტალთან და ინვესტიციებთან მიმართებაში წლების წინ არჩეულ კურსს არ ღალატობსსაქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ინტერ რაო ეესს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსული კომპანიის საკუთრება გახდა ჰიდროელექტროსადგურები - "ხრამჰესი ერთი და "ხრამჰესი ორი, რომლებშიც ახალმა მფლობელმა 2011 წლამდე 104 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მდინარე ხრამზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას და ამ მიზნით მრავალმილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას.
|
| |
| ენერგეტიკა : საქართველოს გარდა, თითქმის არცერთ ქვეყანაში დიზელი ბენზინზე ძვირი არ ღირს |
 ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მონაცემებით, აზერბაიჯანში დიზელი 0.74 ლარი ღირს, ბენზინის ფასი კი 0.98 ლარია. ბელორუსში დიზელი 1.48 ლარი ღირს, ბენზინი - 1.70 ლარი, ფინეთში დიზელის ფასი 2.85 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ბენზინის - 3.55 ლარით. საბერძნეთში ერთი ლიტრა დიზელის ფასი 3.12 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ბენზინის - 3.55 ლარით, იტალიაში დიზელი 3.26 ლარი ღირს, ბენზინი - 3.64 ლარი.
|
| |
| ენერგეტიკა : კიდევ ერთი ქართული ენერგოობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდება |
 საქართველოს მთავრობა რუსულ "ინტერ რაო ეესს" კიდევ ერთ ენერგეტიკულ აქტივს უთმობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს "ხრამი-2"-ის აქციათა 100%-ის მფლობელი ჰოლანდიაში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V. გახდება. სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობას ხელშეკრულების პროექტი უკვე მზად აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქტივის დათმობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.
|
| |
| ენერგეტიკა : განახლებადი ენერგიის გამოყენებით საქართველოშიც დაინტერესდნენ |
 კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მონაცემებით, ადამიანის ბუნებასა და გარემოზე ზემოქმედების შედეგად მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკულ ზღვართან ახლოს მდგარი. გლობალური ეკოლოგიური ცვლილებები ფაქტის წინაშე აყენებს კაცობრიობას და აიძულებს მას ეძებოს გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან. ეკოლოგების გათვლებით, დაუყონებლივ ზომების მიღების შემთხვევაშიც კი უკვე გარდაუვალია სტიქიური კატაკლიზმები და კლიმატის გლობალური ცვლილებები.
|
| |
| ენერგეტიკა : "საქართველოს ხელისუფლება ჰიდროპოტენციალს ანიავებს" |
 ინტერვიუ ყოფილ ენერგოობმუდსმენთან, დავით ებრალიძესთან
|
| |
| ენერგეტიკა : ფასწარმოქმნის ქართული მდგენელი - მონოპოლისტების მადა |
 საწვავის საერთაშორისო ფასები მცირდება, ქართული ფასები კი იზრდება ახლა მარტივად შევადაროთ, საწვავზე ფასწარმოქმნა ჩვენთან და ნორმალურ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასები ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი უკვე აჭარბებს დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს. ნორმალურ ქვეყანაში კი, დღევანდელი ფასები მსოფლიო ფასებთან შედარებით ზუსტი პროპორციით არის შემცირებული.
|
| |
| ენერგეტიკა : ხუდონის დენი 7-8 ცენტი დაჯდება |
ინდოელები ხუდონჰესს აშენებენხუდონჰესი, რომლის მშენებლობაც უკვე 15 წელიწადია გაჩერებულია, შესაძლოა, ამჯერად, მართლაც აშენდეს. პროექტით თავის დროზე დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთიც და ამერიკაც. ბოლო დროს კი ცნობილი ხდება, რომ 700-მეგავატიანი ჰესის აშენებას ინდოელები აპირებენ.
|
| |
| ენერგეტიკა : "ახალი გადახადის შემოღება ნებისმიერ შემთხვევაში პროდუქციას აძვირებს" |
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან
"ოპტიმიზმის შესასრულებლად ხელისუფლებას მოუწევს გაზსადენის ან სხვა რაღაცის გაყიდვა, სესხის აღება, ან წლის ბოლოს ბიუჯეტის შემცირება"
"ეკონომიკური თვალსაზრისით გაზსადენის გაყიდვა შეიძლება, პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით კი მისი პრივატიზება მოიცავს გარკვეულ საფრთხეებს"
|
| |
| ენერგეტიკა : ”პოპული” მომხმარებელს ისევ ატყუებს |
სუპერმარკეტების ქსელ ”პოპულში” მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა, როგორც გაზეთების ფურცლებზე, ასევე საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე. თუმცა, როგორც ჩანს პრობლემა ამ სფეროში კვლავ დარჩა და ”პოპულის” ხელმძღვანელობა არც კი აპირებს მათ გამოსწორებას. "პოპულში” არსებულ პრობლემებს ჩვენს გაზეთში, რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ვრცელი სტატია მიეძღვნა, მასალაში საუბარი მომსახურების სფეროში არსებულ არაერთ პრობლემას შეეხო, თუმცაღა ამდენი ხნის გასვლის შემდეგ ეს პრობლემები კვლავ გადაუჭრელია და მომხმარებლებს იგივე პრეტენზიები აქვთ.
|
| |
|
|
|
|