DataLife Engine > ბიზნესი > სუამის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებათა წარმომადგენლები თბილისში
სუამის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებათა წარმომადგენლები თბილისში29 ოქტომბერი 2009. : merabi |
|
სუამის წევრ სახელმწიფოთა შორის ხელი შეეწყო საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებას და საგარეო-ეკონომიკური ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, გამარტივებული პროცედურების უზრუნველყოფა ბიზნეს-სექტორისათვის, ორმხრივ ფორმატში პარტნიორობის ახალი მექანიზმების შემუშავება, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა რისკების და საბაჟო კონტროლის შეფასებისთვის და სხვა.
სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლბში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურს შორის ხელი მოეწერა ოქმს "უკრაინასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაციის გაცვლის ორგანიზების თაობაზე". "ეს შეთანხმება ძალაინ მნიშვნელოვანია, ეს არის ინფორმაციის წინასწარ გაცვლასთან დაკავშირებული საქმიანობა. ეს ეხება ყველაფერს რაც საბაჟოზე მოძრაობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ იმ ტვირთის შემოტანა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან უკრაინის კანონმდებლობით, გარდა ამისა გაუმჯობესდება ადმინისტრირება და კონტროლი" - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ. |