DataLife Engine > ბიზნესი > თქვენი ოცნების სამკაული "ზარაფხანაში"
თქვენი ოცნების სამკაული "ზარაფხანაში"23 ივლისი 2009. : merabi |
|
მომხმარებელთა მოთხოვნების, სურვილებისა და არჩევანის მრავალფეროვნება, სასურველი პროდუქცია თითოეული თქვენთაგანისვის, გაფართოებული მაღაზიათა ქსელი. კომპანიის ნაკეთობანის სრული სპექტრის წარმოდგენა. "ზარაფხანას საქმიანობა ფეხდაფეხ მიჰყვება დასახულ მისიას.
საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" ათწლეულების მანძილზე ავითარებდა ქართულ საოქრომჭედლო კულტურას, რის გამოც დღეს მისი სახელი დახვეწილ სტილთან, სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება. კომპანია მუდმივად სწავლობს მომხმარებლის სურვილებს და ცდილობს მისი სამკაული მოდის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით იყოს შექმნილი. მუდმივ სიახლეებთან ერთად, ზარაფხანა მომხმარებელს ექსკლუზიური შეკვეთების მომსახურეობას სთავაზობს. თუკი ჯერ არ მოგიფიქრებიათ თქვენი ოცნების სამკაული, არ გადადოთ ვიზიტი "ზარაფხანაში". თქვენ საშუალება გექნებათ საკუთარი დიზაინით შექმნათ თქვენთვის სასურველი სამკაული, ან უკვე არსებულ დიზაინში შეიტანოთ ცვლილება. კომპანიის შესახებ გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" "ზარაფხანის" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიშა ქურდაძე საუბრობს: "ზარაფხანას" აქვს ხანგრძლივი ისტორია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, ოქროს უბანში, შარდენისა და ვერცხლის ქუჩაზე განლაგებული იყო მცირე, ინდივიდუალური, საიუველირო სახელოსნოები. 1939 წელს ეს სახელოსნოები გაერთიანდნენ და შეიქმნა ,,თბილისის საიუველირო ფაბრიკა~, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა. ფაბრიკაში 200-მდე იუველირი მუშაობდა, აწარმოებდნენ ოქროს სამკაულებს, ოქროს სამაჯურებს საათებისათვის, ვერცხლის სამკაულებსა და ჭურჭელს, კერძოდ, ქართულ ტრადიციულ დოქებს, ყარყარებს, ღვინისა და კონიაკის სასმისებს. "თბილისის საიუველირო ფაბრიკი~-სა და სუვენირების ფაბრიკა ,,მხატვრის" (მდებარეობდა ჩუღურეთის უბანში, მაზუტის ქუჩაზე) გაერთიანების შემდეგ, 1970 წელს შეიქმნა "თბილისის საიუველირო ქარხანა". 1973 წელს იმ პერიოდისათვის საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი დიდი საიუველირო ქარხანა აშენდა, რომლის საწარმოო ფართი 5100 მ2-ს შეადგენდა. ჩვენი საწარმო, 15 საიუველირო ქარხანას შორის, მუდმივად საუკეთესო ხუთეულში იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. წარმოებაში იმ დროისთვის 1500 კაცი მუშაობდა, აქედან 1200 იუველირი იყო. ქარხანა დღემდე მდებარეობს ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. #15-ში. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმო არცერთი დღით არ გაჩერებულა. 2005 წელს საწარმო ქართულმა კომპანია შპს "გოლდინვესტმა" შეიძინა. ამავე წელს ქარხანამ შეიცვალა სახელწოდება და მას შპს "ზარაფხანა" დაერქვა. ინვესტიციების განხორციელების შემდეგ ქარხანამ ახალი დანადგარები, კერძოდ, დნობის, ჩამოსხმის, რეზინის მოდელების დასამზადებელი, საპრიალებელი აპარატები, გალვანური ხაზის უახლესი მოდელი შეიძინა. დანადგარები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. დამხმარე მასალებს ვიღებთ იტალიასა და ამერიკიდან. ყოველივე ამან წარმოებული პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესა, რაც მომხმარებლის დიდ კმაყოფილებას იწვევს. "ზარაფხანას" საერთაშორისო გამოფენებზე მრავალი პრიზი აქვს მიღებული (სიგელები, ჯილდოები). 2003 წელს "ზარაფხანა" (მაშინდელი "თბილისის საიუველირო ქარხანა") ორგანიზაცია "ბიზნესის საერთაშორისო ინიციატივების" (BID) მიერ აშშ-ში მოწყობილ ხარისხის სამიტზე სპეციალური პრიზით "ხარისხისა და ბიზნესის პრესტიჟისათვის" ოქროს კატეგორიაში დაჯილდოვდა. 2008 წლის ნოემბრის თვეში "ზარაფხანამ" მონაწილეობა მიიღო უკრაინის მე-16 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში - "იუველირი ექსპო უკრაინა 2008", სადაც "ზარაფხანის" მიერ წარმოებულმა სამკაულებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და სიგელით დაჯილდოვდა. საწარმო დღემდე იღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში. დღეისათვის "ზარაფხანა"' ამზადებს ფართო ასორტიმენტის საიუველირო ნაკეთობებს ძვირფასი თვლებით (ბრილიანტი, ზურმუხტი, საფირონი, ლალი და სხვა), აგრეთვე სანახელაო ქვებითა და ლითონის გამოყენებით, ოფსიდიანის (ბუნებრივი) ქვაზე დამაგრებულ სუვენირებს (საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატებისა და სხვადასხვა ქართული მოტივების მიხედვით), ამზადებს სახელმწიფო ჯილდოებს (ორდენები, მედლები), ასევე აწარმოებს მედლებს სხვადახვა ორგანიზაციების მოთხოვნით. გარდა ამისა, "ზარაფხანა" ექსკლუზიური ნივთების დამზადებაზე მომხმარებლებისგან იღებს შეკვეთებს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დიზაინერები მუდმივად მუშაობენ ახალი, თანამედროვე დიზაინის სამკაულების შექმნაზე. კომპანია "ზარაფხანა" იმით არის გამორჩეული და ინდივიდუალური ქართულ ბაზარზე, რომ მას აქვს საკუთარი წარმოება და მის მაღაზიათა ქსელში ეროვნული წარმოების ნაწარმი იყიდება. ფასები კი რეალურად 3 ლარიდან იწყება და 15 000 ლარამდე ადის. ეროვნული წარმოება, ინდივიდუალიზმი, ოქროსთან ძვირფას და არა ძვირფას მეტალთან დიდი ხნის სამუშაო გამოცდილება, მომხმარებლის ნდობა, რომელიც დროით გაწვრთნილი და მასთან ერთად მოპოვებულია. ბუნებრივია, ომის შემდგომ გაყიდვები შემცირდა. საშუალოდ 25-30 %-ით, ეს რიცხვი ცუდია, მაგრამ არა სავალალო, რადგან მოსახლეობას ესმის, რომ ოქრო ყველაზე ნაკლებლიკვიდური აქტივია და საუკეთესო ინვესტიციაა ფინანსური კრიზისის დროს. ძირითადად გაყიდვების მაჩვენებელი კლებულობს ზაფხულის და დიდი მარხვების პერიოდში, რაც სავსებით გამართლებულია. კომპანია გაფართოებას და სხვა რეგიონების ათვისებასაც აპირებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე ვოპერირებთ 7 მაღაზიას ქვეყნის მასშტაბით. იგეგმება, ასევე, ახალი სერვისების დანერგვა. ამაზე დაწვრილებით უფრო მოგვიანებით განვაცხადებთ, რადგან გვინდა მომხმარებელს სიურპრიზი შევთავაზოთ.. ყოფილი საიუველირო ქარხანა, ახალა "ზარაფხანად" ცნობილი, სექტემბრის თვეში იუბილარია. კომპანია 70 წელის იუბილის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს. მთავარი სიახლის გაცხადებაც სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. ბუნებრივია, ტრადიციისამებრ გვექნება ახალი კოლექციის პრეზენტაციაც. იგეგმება უამრავი სიახლე." ადა ექიზაშვილი |