DataLife Engine > ბიზნესი > "ბორჯომი" დარჩა "სელფორდს" და რუსების ხელში გადადის
"ბორჯომი" დარჩა "სელფორდს" და რუსების ხელში გადადის27 მარტი 2009. : tamuna |
|
ეკონომიკის მინისტრის ტყუილი
ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - "მინისა და მინერალური წყლების კომპანია". GG&MWC-მ უკონკურენტო სიტუაციაში მოიპოვა ლიცენზია. 25 წლიანი ლიცენზიის ფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა. "მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. იგი ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნებს, ჭაბურღილებსა და ბრენდის ეტიკეტს. ერთი შეხედვით, გონივრული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. "TBC ჯგუფმა" წლების განმავლობაში უზარმაზარი ენერგია და ფინანსები ჩადო ბრენდის აღორძინებაში, ტრადიციული ბაზრების დაბრუნებაში, ევროპული სტანდარტების დონის წარმოების გამართვაში, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ლევან ბაღდავაძემ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს და ჩვენი ეროვნული საუნჯე წარმატებული ბიზნეს-პროექტის ნიმუშად აქციეს. "ბანკები და ფინანსები" წინა ნომრებში სწორედ ამ ჯგუფისთვის "ბორჯომის" ბიზნესის გადაცემას მოითხოვდა. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. "ბორჯომი" ისევ "სელფორდს" დარჩა, რომელიც 25-წლიანი ლიცენზიანელის - "მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" მფლობელია. იგი ფლობს საკონტროლო პაკეტს, გარკვეულ წილებს კომპანიაში ფლობენ ქართული მენეჯმენტის წარმომადგენლებიც. საქმე ისაა, რომ "მინისა და მინერალური წყლების კომპანია" მისმა მესვეურებმა რამდენიმე წლის წინ "სელფორდს" მიჰყიდეს. ისინი იძულებულნი გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებული ზეწოლის გამო. "TBC ჯგუფმა" ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. მისი ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ ბიზნესის შენარჩუნება გაუჭირდებოდათ და იგი ბადრი პატარკაციშვილს მიჰყიდეს. ძნელი სათქმელია, რას წარმოადგენს თავად "სელფორდი". ინტერნეტის მეშვეობით ამის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. "GG&MW"-ში ამ კომპანიის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ(?!). უბრალოდ, ამბობენ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი "სელფორდი" სოლიდური კომპანიაა. მოარული ხმები კი ამას უმატებენ კომპანიის ოფშორულ წარმოშობას, ბორის ბერეზოვსკის სერიოზულ ინტერესებს ამ კომპანიაში და მისი კაპიტალის საეჭვო წარმომავლობას. არავინ განმარტავს, რატომ არ ყოფილა "ბორჯომის" ტენდერთან დაკავშირებით არსად, მათ შორის, არც მედიაში, ნახსენები "ბორჯომის" ახალი და ძველი მეპატრონე "სელფორდი". ამ ისტორიას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. რუსული "კომერსანტი" "ვიმ-ბილ-დანისა" და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი იაკობაშვილი არიან დაინტერესებული. "კომერსანტის" ვერსიით ეს პრინციპში გადაწყვეტილი საკითხია. ეს კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ "მინისა და მინერალური წყლების კომპანიაში" "სელფორდის" საკონტროლო პაკეტი პატარკაციშვილის აქტივია, მისი განკარგვის უფლება ჯოზეფ ქეის აქვს, მას კი, როგორც ეს "იმედის" შემთხვევაში იყო, შეუძლია იგი მიჰყიდოს ნებისმიერ სუბიექტს - "არაბი" იქნება ის თუ "რუსი". ამას კი ქართული საზოგადოება ან ვერასდროს გაიგებს, ან მოგვიანებით. ასე რომ, ლაშა ჟვანიას, ჩვენი ეკონომიკის მინისტრიეს, პათეტიკური მონოლოგი, რომ "უკეთესია, "ბორჯომი" ქართულმა კომპანიამ ჩამოასხას, ვიდრე უცხოურმა", უბრალოდ, ტყუილია. ქართული მენეჯმენტი და ქართული ბრენდი ამ შემთხვევაში არ იძლევა "GG&MW"-ის ქართულ კომპანიად უპირობოდ მისი გამოცხადების საშუალებას. მით უმეტეს, ბატონ ჟვანიას არაფერი უთქვამს "სელფორდისა" და რუსებზე მისი გასხვისების შესაძლებლობის შესახებ. "სელფორდის" ხელში "მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" გადასვლის შემდეგ იგი გახდა უკრაინული "სამრეწველო სადისტრიბუციო სისტემისა" და ბრენდების - "მირგოროდსკაია", "მორშჩინსკაია", "ტრუსკავეცკაია" - მფლობელი, რუსეთში კომპანია "ედელვეისის" და მინერალური წყლების - "ედელვეისი", "ლიპეცკაია" და "ედელ აკვა" მეპატრონე და ჩამომსხმელი. ბენდუქიძისა და მისი რუსი ამფსონებისთვის ეს ყოველივე ერთობ მსუყე ლუკმაა. ქართულ კომპანია, რომც გახდეს ქართული "GG&MW", ამ ყველაფერს დაუტოვებენ? ღმერთმა ქნას! ამიტომ არის სარწმუნო ხმები რუსების ხელში "ბორჯომის" გადასვლის შესახებ. ბექა სავანელი |