DataLife Engine > ბიზნესი > "თანამედროვეობის" შემქმნელი კორეელი მილიარდერი

"თანამედროვეობის" შემქმნელი კორეელი მილიარდერი


25 თებერვალი 2009. : tamuna
სამხრეთ კორეელი მილიარდელი, მეწარმე, Hyundai Motor Group-ს მემკვიდრე და კომპანიის ყოფილი თავმჯდომარე. მისი საკუთარი კაპიტალი 3,3 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
ჩონ მონ კო სეულში 1938 წლის 19 მარტს დაიბადა. 1967 წელს მან ხანიანის უნივერსიტეტი დაამთავრა და რამდენიმე წლის შემდეგ მუშაობა მამამისის, ჩონ იუ-იუნგის კორპორაციაში (კომპანია Hyundai Motor Group-ის დამაარსებელი) დაიწყო. 2004 წელს ცნობილმა გამოცემა Business Week-მა ჩონ მონ კო წლის ტოპ-მენეჯერად დაასახელა.
2006 წელს ჩონ მონ კოს ცხოვრებაში უსიამოვნებები დაიწყო. იგი სხვადასხვა სახის კორუფციაში დაადანაშაულეს. 2006 წლის აპრილში იგი დააპატიმრეს და სამი წლით ციხე მიუსაჯეს. თუმცა, ჩონ მონ კო მალე თავდებით გამოეშვრს. მთავარმა მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენი შესაძლებელი იყო ხანგრძლივი სოციალური სამუშაოთი შეეცვალა. გარდა ამისა, ჩონ მონ კოს ერთი მილიარდი დოლარი გულმოწყალების ფონდში უნდა გადაერიცხა.
იმ დროს, როდესაც ჩონ მონ კო ცხოვრებისეულ პრობლემებს ებრძოდა, კომპანია Hyundai წარმატებით მიიწევდა წინ.
კომპანიის ისტორია 1947 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის სამშენებლო ფირმა იყო. დროთა განმავლობაში კომპანიას რეორგანიზება გაუკეთდა და საბოლოო ჯამში, სამხრეთ კორეის ჯგუფურ კომპანიად გარდაიქმნა.
ცოტა ხნის წინ კომპანიაში მასიური რეორგანიზაცია განხორციელდა. ეს 1997 წელს, აღმოსავლეთ აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ და 2001 წელს, კონცერნის დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ მოხდა.
ახლა კომპანია ძირითადად შემდეგი კომპანიებისაგან შედგება: Hyundai Group, Hyundai Kia Automotive Group, Hyundai Departament Store Group, Hyundai Heavy Industries Group, და Hyundai Development Group.
ამ დროისათვის Hyundai – გლობალური კონცერნის ქვეგანყოფილება –მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა მანქანათმშენებლობის დარგში, სხვა ფილიალი - Hyundai Heavy Industries Group – არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გემთმშენებელი, Hynix კი ნახევარგამტარების მთავარი მწარმოებელია.
კომპანია სრულიად ამართლებს თავის სახელწოდებას – სიტყვა "Hyundai" კორეულიდან ითარგმნება, როგორც "თანამედროვეობა".