DataLife Engine > ბიზნესი > ფეშენ ხაზი COCA COLA-სგან

ფეშენ ხაზი COCA COLA-სგან


27 აგვისტო 2010. : merabi
საკულტო ბრენდმა COCA COLA-მ საკუთარი სამოსის ხაზი გამოუშვა. პირველი კოლექციის პრეზენტაციისთვის COCA COLA-მ მზიანი ბრაზილია აირჩია.
ეს ის ქვეყანაა, რომელიც ზუსტად ასახავს ბრენდის მხიარულ იმიჯს, აღნიშნა COCA COLA -ს ბრენდ მენეჯჯერმა. კოლექციის სახეები გახდნენ ცნობილი ბრაზილიელი მოდელები ანა პაულა სკოპელი, იური იასპერი, ლეონარდო ალბერიჩი, რეინალდო ბერტოტი და რენატა სოზი.
COCA COLA -ს დიზაინერებმა ცისფერ ფერში და ყვავილებიან მოჩ3თვაში შექმნილი კოლექციით მოულოდნელი სიახლე აჩუქეს ხალხს გამაგრილებელი ბრენდისგან, რომელიც დღეიდან არა მარტო გააგრილებს, არამედ შემოსავს კიდევაც ცხელ სეზონზე მის მოყვარულებს. COCA COLA -ს ფეშენ ხაზი მოიცავს სამოსს როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც, მხიარულ აქსესუარებს - სათვალე, შლაპები, ბენდენები და ზღვის ჩანთები