DataLife Engine > ბიზნესი > მექსიკელმა ლამაზმანმა მის სამყაროს ტიტული მოიპოვა

მექსიკელმა ლამაზმანმა მის სამყაროს ტიტული მოიპოვა


27 აგვისტო 2010. : merabi
"მის სამყარო 2010"-ის ტიტულის მფლობელი მექსიკელი ხიმენა ნავარატე გახდა. ჟიურიმ უპირატესობა მას 83 პრეტენდენტს შორის მიანიჭა. კონკურსი ლას ვეგასში გაიმართა.
ხიმენა ნავარატემ სამ სხვადასხვა ტურში აჩვენა საუკეთესო შედეგი - საცურაო კოსტიუმი, საღამოს კაბა და კითხვა-პასუხი.
ჟიურის კითხვაზე, რომელიც ინტერნეტსა და ოჯახურ ფასეულობებს შეეხებოდა გამარჯვებულმა შემდეგი პასუხი გასცა: «თანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტი განუყოფელ და აუცილებელ ინსტრუმენტად მიმაჩნია. ამავდროულად, აუცილებელია, მოზარდ თაობას განუვითარდეს ფასეულობები, რომელიც ჩვენ ოჯახისგან გადმოგვეცემა,` _ განაცხადა მის სამყარომ.
გამარჯვებულს ბრილიანტებით შემკული გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა ვენესუელელმა სტეფანია ფერნანდესმა დაადგა.