DataLife Engine > ბიზნესი > მსახიობი ლეონარდო დი კაბრიო კინოს სამყაროს ტოვებს

მსახიობი ლეონარდო დი კაბრიო კინოს სამყაროს ტოვებს


27 აგვისტო 2010. : merabi
ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაბრიო კინოს სამყაროს ტოვებს. როგორც თავად განმარტა, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო მიიღო. ჟურნალისტები საუბრობენ, რომ მსახიობი დასვენებას თავის საყვარელ ადამიანს, მოდელ ბარ რაფაელს მიუძღვნის. შეგახსენებთ, რომ ისინი დაოჯახებას აპირებენ.
დი კაბრიოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება დროებითია და გადასაღები მოედნიდან ის მხოლოდ ერთი წლით მიდის.
ბოლო პერიოდში ასეთი გადაწყვეტილება ბევრმა მსახიობმა მიიღო. ამიტომაც უახლოეს მომავალში ნაკლებად შესაძლებელი იქნება ისეთი მსახიობების ახალი ფილმების ნახვა, როგორებიც არიან ჰიუ გრანტი, ნიკოლას ქეიჯი და ანჯელინა ჯოლი.