DataLife Engine > ბიზნესი > ბათუმის "გუდვილში" ფასდაკლების აქცია დაიწყო
ბათუმის "გუდვილში" ფასდაკლების აქცია დაიწყო11 აგვისტო 2010. : merabi |
|
გუდვილის ბათუმის ფილიალში ერთთვიანი საზაფხულო აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია ყველა ცივი და გაყინული პროდუქტი ფასდაკლებით შეიძინოს, ხოლო 150 ლარის ღირებულების ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში მყიდველი ბრენდირებულ თერმო-ჭიქას მიიღებს. გუდვილი ბათუმში 3 აგვისტოს გაიხსნა და მასში 100?ე მეტი ადამიანი დასაქმდა, ნახევარი მილიონი ინვესტიცია უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ საკონდიტრო და პურფუნთუშეულის საწარმოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, განახლებულ პროგრამირებას და შენახვისა და ვარგისიანობის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიის დანერგვას მოხმარდა. გუდვილი ქსელის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს. |