DataLife Engine > ბიზნესი > 10 რამ, რაც არასოდეს არ უნდა თქვათ სამსახურებრივ გასაუბრებაზე

10 რამ, რაც არასოდეს არ უნდა თქვათ სამსახურებრივ გასაუბრებაზე


11 ივლისი 2010. : merabi
სამუშაოს ბევრი კანდიდატი შიშით ელოდება ხოლმე ,,მასთან გასაუბრებას, ბევრსაც ის ,,რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად მიაჩნია და ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება. მას შემდეგ რაც უამრავი CV, სამოტივაციო წერილი თუ აპლიკაცია გაგზავნილია, მუშაობის მსურველი სწორედ გასაუბრებაზე აკეთებს აქცენტს და იმედოვნებს, ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენს კომპანიის ეიჩარზე, რომ საბოლოოდ აყვანილ იქნება კიდეც სამსახურში.
ცოტა პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე აპლიკანტებისთვის სამსახურებრივი გასაუბრების ეტაპის გადალახვა სირთულეს სულაც არ წარმოადგენს, პირიქით, ხშირად ეს მათთვის ინფორმატიული და სახალისოც კია. ამ "საქმეში გამოცდილების შეძენასთან ერთად თქვენ ეცნობით შესაძლო შეკითხვათა დიდ სპექტრს და იმ სცენარებს რომლებშიც თქვენ თავს კომფორტულად იგრძნობთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებით მზად დაამარცხოთ გამსაუბრებელი!
საერთოდ, არსებობს უამრავი რამ, რაც როგორც სამუშაოს კანდიდატმა არასოდეს არ უნდა თქვათ ინტერვიუზე; ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ მათგან 10 ყველაზე უარეს შემთხვევას. ცნობისთვის - არის კითხვები, რომლებიც თავის მხრივ გამსაუბრებელმა არ უნდა დასვას არასდროს; მეტიც, ზოგიერთი მათგანი უკანონოც კია.
მაშ ასე, პოტენციურო დასაქმებულებო, წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომელიც არასდროს არ უნდა წარმოთქვათ სამსახურებრივი ინტერვიუს დროს:

1. ,"რამდენია სამუშაოს ანაზღაურება?

ზოგჯერ ამ კითხვას ჯერ კიდევ მანამდე სვამენ, ვიდრე ინტერვიუერს შესაძლებლობა მიეცემა დასვას პირველი შეკითხვა რაც არის დიდი შეცდომა. ეს პოტენციურ დამსაქმებელს აფიქრებინებს რომ თქვენ ფულის გარდა სხვა არაფერი გაინტერესებთ. როგორც წესი, ხელფასის საკითხი არასოდეს განიხილება პირველსავე ინტერვიუზე, ამისათვის შემდეგი შეხვედრები არსებობს; მაშინაც კი ამ საკითხის წამოჭრა ინტერვიუერის ინიციატივით უნდა მოხდეს და როცა ეს მოხდება, თქვენ მზად უნდა გქონდეთ სავარაუდო პასუხი, ოღონდ არასოდეს დაასახელოთ სასურველი თანხის ზუსტი ოდენობა, არამედ გქონდეთ დიაპაზონი, მაგალითად, 600-დან 800 ლარამდე. ამისათვის კი პირველ რიგში შეისწავლეთ ვაკანტურ პოზიციაზე გავრცელებული სავარაუდო ხელფასის ოდენობა.

2. ,,რას საქმიანობს თქვენი კომპანია?
სანამ ინტერვიუზე წახვალთ, რაც შეიძლება კარგად შეისწავლეთ კომპანია, დაათვალიერეთ კორპორატიული ვებ?ვერდი, მოიძიეთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ეცადეთ მოიპოვოთ კომპანიის ყოველწლიური ანგარიშები და გაეცანით მათ. საქართველოში ამ მხრივ კიდევ ერთი უპირატესობა გაქვთ ახლობელ-მეგობრები და მათთან გაკითხვა.

3. არ გამოიყენოთ ჟარგონები/სლენგი საუბრის დროს
სამახურებრივი ინტერვიუ არ არის საყოფაცხოვრებო საუბარი ან მეგობრებთან ბაასი. ეს ფორმალური დიალოგია და შესაბამისი ლექსიკის გამოყენებას მოითხოვს. ამავე დროს თქვენი საუბარი უნდა იყოს მწყობრი და ლოგიკური. იმ მცირე დროში როცა გასაუბრება მიმდინარეობს, გამსაუბრებელს არ აქვს საშუალება გამოიცნოს და იფიქროს იმაზე, თუ რისი თქმა გინდათ მან ეს არც უნდა გააკეთოს. მეორეცაა, თქვენი უადგილო ლექსიკით თანამოსაუბრის თვალში პატივისცემას კარგავთ. ამასთან, ამით მას შთაბეჭდილება რჩება რომ თქვენ ისევე როგორც ინტერვიუს, სამუშაოსაც არ მოეკიდებით სერიოზულად.

4. ,,რა იქნება ჩემი სარგებელი (შვებულება, დაწინაურება, ბონუსები)?

?იჩარებს ინტერვიუს დროს მოსწონთ თვითდაჯერებული მოსაუბრეები და არა ეგოისტები. პირველი გასაუბრება ჩვეულებრივ ეხება იმას, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ კომპანიისთვის, აი რას მიიღებთ მის სანაცვლოდ, ამის გარკვევას შემდეგ ვიზიტზე უნდა შეეცადოთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლისგან ინიციატივა არ იქნება. პირველ შეხვედრაზე თქვენი საზრუნავი მხოლოდ თქვენივე შესაძლებლობების მაქსიმალურად გასაგებად და მარტივად წარმოჩენაა.

5. არავითარი უკმაყოფილება ან ლანძღვა-გინების მსგავსი
არასდროს გამოიყენოთ სალანძღავი თუ უცენზურო სიტყვები. ეს, ჩვეულებრივ, გაბრაზების დროს ხდება, თქვენ კი გასაუბრების დროს არავითარი საფუძველი არ გაქვთ რომ განრისხდეთ. ეს შეხვედრა ხომ თქვენი სურვილი იყო?! თუკი თქვენ მიჩვეული ხართ ასე ლაპარაკს, ახლა მაინც შეიკავეთ თავი ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა "დებილი", "კრეტინი", "ჩათლახი", ,"დაენძრა/დაერხა" (ბევრი მოგვეძევება ასეთი მშობლიურ ენაში, არა?).

6. არ გამოიყენოთ სტერეოტიპული ენა
ანუ არასდროს შეეხოთ ისეთ საკითხებს როგორიცაა გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, ეროვნება, ეთნიკური თუ რასობრივი კუთვნილება, რელიგია და სხვა მსგავსი განმასხვავებელი ნიშნები. აღარაფერს ვამბობ მათ უარყოფით კონტექსტში მოხსენიებაზე. სხვათაშორის, ამ წესის დაცვა ისედაც არ გაწყენდათ.

7. არასოდეს გააკრიტიკოთ თქვენი არცერთი წინა დამქირავებელი

სხვისი უხეშად მოხსენიება თანამოსაუბრეს აფიქრებინებს რომ თქვენი წასვლის შემთხვევაში შემდგომ გამსაუბრებლებთანაც იმავეს გააკეთებთ. ამის ნაცვლად შეგიძლიათ განმარტოთ, რომ წინა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი აზრების, სამუშაო ფილოსოფიებისა თუ სტილის სხვადასხვაობა იყო.

8. ინტერვიუს ბოლოს შეკითხვაზე "გაქვთ თუ არა რაიმე კითხვა?, არასოდეს უპასუხოთ ,"არა"
ასე მოქცევა თანამოსაუბრისთვის ორ რამეს ნიშნავს: ერთი, თქვენ მაინცდამაინც არ ხართ დაინტერესებული კომპანიით და მეორე არ ხართ ჭკვიანი. აი, როდესაც უკვე ხსენებულ კვლევას ჩაატარებთ კომპანიაზე, იქვე მოამზადეთ სულ მცირე 3 შეკითხვა, რომელსაც ამ მომენტში დაუსვამთ გამსაუბრებელს. ასე მაგალითად, იკითხეთ კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ, ანდა რა ახალი პროდუქტის ან სერვისის დანერგვაზე აპირებენ მუშაობის დაწყებას. მოკლედ, ასეთი შეკითხვები ისედაც უნდა გაგიჩნდეთ დამქირავებელზე ინფორმაციის მოძიების დროს.

9. "მე არ მაქვს სუსტი მხარეები"
ინტერვიუს დროს დიდია ალბათობა, გამსაუბრებელმა თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებაც გკითხოთ. თქვენ ცხადია პირველ მათგანს მრავლად ჩამოთვლით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა სისუსტეებიც ახსენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ის ჩათვლის რომ თქვენ ან იტყუებით ან უბრალოდ არ ფიქრობთ. დამეთანხმეთ, თქვენივე რეპუტაციისთვის ორივე თანაბრად ცუდია. შეგიძლიათ თქვენს სისუსტედ მცირე დეტალებზე ყურადღების ნაკლები გამახვილება და უფრო გლობალურად ფიქრი მოიხსენიოთ ეს პოზიტიური ?ისუსტეა.

10. არ მოყვეთ თქვენი ცხოვრების თავგადასავალი
ინტერვიუერი აუცილებლად გთხოვთ მოუყვეთ მცირედი თქვენს შესახებ, ეს მოიცავს საუბარს თქვენს სასკოლო თუ შემდგომ მიღწევებზე, თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე, ასევე შეგიძლიათ მოყვეთ თქვენს ჰობიზე და თუნდაც მოხალისედ მუშაობაზე. მაგრამ არამც და არამც არ დაიწყოთ თქვენი ,,ავტობიოგრაფიული რომანის მოყოლა.

და ბოლოს, არ თქვათ არაფერი ისეთი, რაც გამსაუბრებელს თქვენს შესახებ ისეთ პირად ინფორმაციას მიაწვდის, როგორიცაა თქვენი ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური კუთვნილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. კანონის მიხედვით, სანამ თქვენ აყვანილი არ იქნებით თანამშრომლად, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გაიგოს ხართ თუ არა დაქორწინებული და თუ კი, ვისზე? ან აპირებთ თუ არა ამის გაკეთებას სამომავლოდ. მას შეუძლია იკითხოს ვაკანსიასთან შესაბამის რა სერტიფიკატებს ან დიპლომებს ფლობთ, მაგრამ თუკი ის, მაგალითად, დაინტერესდება თქვენი გვარისა და ეროვნების შესაბამისობის საკითხით, თქვენ შეგიძლიათ თავაზიანად შენიშნოთ, რომ ვერ ხვდებით რატომაა მოცემულ მომენტში ამის გაგება ასეთი აუცილებელი. ასაკის შესახებ მხოლოდ მაშინ ხართ ვალდებული ინფორმაცია მიაწოდოთ, თუკი თქვენ სინამდვილეში 21 წლის ხართ და გამოიყურებით როგორც 18 წელზე ნაკლები წლოვანების.