DataLife Engine > ბიზნესი > კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" საზაფხულო აუქციონები

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" საზაფხულო აუქციონები


8 ივლისი 2010. : merabi
"ელიტ ელექტრონიკსი" ივლისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაყიდ რამდენიმე აუქციონს გამართავს

კომპანიის "ელიტ ელექტრონიქსი" საზაფხულო აუქციონები 4,11, 18 და 25 ივლისს თბილისში კომპანიის ქსელის 4 მაღაზიაში და ბათუმში გაიმართება.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი მაცივრის, ტელევიზორის, გაზქურის, სარეცხი მანქანის, ან სხვა ნებისმიერი ტექნიკის საწყისი ფასი 30-100 ლარიდან განისაზღვრება.
აუქციონზე ცნობილი ბრენდების მაღალხარისხიან ტექნიკას გამოიტანენ.
პირველი აუქციონი 27 ივნისს მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა.