DataLife Engine > ბიზნესი > ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში აქტიურ საქმიანობას განაგრძობს
ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში აქტიურ საქმიანობას განაგრძობს8 ივლისი 2010. : merabi |
|
28 ივნისის მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალებით გავრცელებული მოსაზრება, კომპანიის მიერ საქართველოს შესაძლო დატოვების შესახებ რეალობას არ შეესაბამება და საფუძველს მოკლებულია.
2006 წლიდან ჰაიდელბერგცემენტმა 350 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა საქართველოში და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება მიმდინარე წლის აპრილში ამოქმედდა რიგით მეორე თანამედროვე ბეტონის ქარხანა თბილისში. ჰაიდელბერგცემენტი არის ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 2600 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 57 000 თანამშრომელია დასაქმებული. |