DataLife Engine > ბიზნესი > Goodline-ი ფიჭური კავშირის მომხმარებლებს როუმინგს სთავაზობს

Goodline-ი ფიჭური კავშირის მომხმარებლებს როუმინგს სთავაზობს


27 მაი 2010. : merabi

კომპანია GSM თრაველ თელეცომ-ი სავაჭრო ნიშნით Goodline ფიჭური კავშირის მომხმარებელს როუმინგს სთავაზობს.
როგორც Goodline-ში განაცხადეს, კომპანიის სიმ-ბარათი 183 ქვეყანაში ვრცელდება, სადაც ერთიანი საერთაშორისო კოდი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ სიმ-ბარათის გამოყენების შემთხვევაში, შემავალი ზარი 71 ქვეყანაში უფასოა, ხოლო გამავალი ზარის ღირებულება 39 აშშ ცენტია.
"ბარათი უნიკალურია თავისი ფუნქციებით. მისი გამოყენებისას არ ირიცხება სააბონენტო გადასახადი და მისი მოქმედების ვადა შეუზღუდავია", - განაცხადა GBC-თან საუბრისას Goodline-ის დირექტორმა ვლადიმერ როსტიაშვილმა.
Gოოდლინე-ის სიმ-ბარათი მობილურ ტელეფონში საზღვარგარეთ გამგზავრების დროს თავსდება. ბარათის ერთჯერადი გადასახადი 50 ლარია, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია როგორც Goodline-ის ოფისში, ასევე, "მობის" მაღაზიებსა და ტურისტულ კომპანიებში. გარდა ამისა, ბარათის შეძენა "თიბისი ფეის" საგადახადო სისტემითაც შეიძლება.
Goodline-ი ესტონეთში შექმნილი ბართია და საქართველოში 1 წლის წინათ შემოვიდა. კომპანიას ამჟამად 1000-მდე საცალო და კორპორაციული მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის არიან "ალდაგი-ბისიაი", "ვისოლი", "იმედი L", სატრანსპორტო კომპანიები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების ანალოგიურ სეგმენტში საქართველოში კომპანია Gლობალცელლ-იც მოღვაწეობს.