განუკითხაობა მობილური კავშირის სფეროში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : განუკითხაობა მობილური კავშირის სფეროში
ნანახია: 947

მობილური კავშირის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქსელი, სერიოზული ეჭვები კარტელურ გარიგებებზე ტარიფებთან დაკავშირებით, ამ ბიზნესის ცოტა ხილული და ბევრი უხილავი გავლენიანი მოთამაშე, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილი მარეგულირებელი, მის მიერ მიღებული უამრავი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და ალოგიკური პოზიცია - ერთი შეხედვით ასეთია ვითარება ამ უსიერ ტყეში.
ახლახანს, "ჯეოსელთან" ურთიერთობას საგადასახადო უწყება არკვევდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობას არ ახმაურებენ. კულუარებში საუბრობენ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე. მობილური კავშირის სფეროს გიგანტებს _ "მაგთის" და "ჯეოსელს" ხელისუფლებასთან ურთიერთობა ყოველთვის "მოგვარებული" ჰქონდათ. თუ არ ჩავთლით, მოსვლის პირველ ხანებში "ვარდების" ხელისუფლების ინციდენტს გია ჯოხთაბერიძესთან, როცა ის თბილისის აეროპორტში დააკავეს. ამას მოჰყვა მის მიერ ტრანსაქციის სახით 15 მილიონის გადახდა, შედეგად კი მანევრები მესაკუთრეებთან დაკავშირებით. მალე ამერიკული "მეტრომედია" თამაშიდან გავიდა და "მაგთი" უკვე ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის აქტივად მოიაზრებოდა. სადღეისოდ, ძნელია "მაგთის" მეპატრონეთა ვინაობის გარკვევა, რადგან ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად ინფორმაცია დამფუძნებლებისა და მეწილეების შესახებ საჯარო აღარ არის. "ჯეოსელმა" თავად განაცხადა, რომ წინა მეპატრონეებმა კომპანია "ტელია-სონერას" მიჰყიდეს, ეს მათი კეთილი ნების ჟესტი იყო, თუმცა "ჯეოსელის" ისტორიაშიც ბევრი რამ გასაიდუმლოებული და ბუნდოვანია. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ამ კომპანიას ფრიდონ ინჯია ფლობდა.
ამ ყოველივეს, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს საერთო მობილური კავშირის სიძვირესთან. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად კი ამ ბაზარზე კონკურენციის ფაქტობრივად არ არსებობა მესაკუთრეთა ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
ასეც რომ არ იყოს, საზოგადოების ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკეთებს ამ შემოსავლიან ბიზნესში ფულს, რა სიკეთე აქვს ქვეყანას დარგის კომპანიებისგან, სცდება თუ არა ეს სიკეთე საქველმოქმედო Pღ-აქციებს და, ბოლოსდაბოლოს, რატომ არის ცივილიზაციის ეს მიღწევა საქართველოს მცხოვრებთათვის ასე ძვირი.
ამიტომ ინტერესდება "ბანკები და ფინანსები" ამ სფეროს პრობლემატიკით. სამწუხაროდ, ჩვენ ზოგჯერ უმარტივეს კითხვებზეც ვერ ვიღებთ პასუხს. "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის მოადგილემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბატონმა ზურაბ გურგენიძემ არ გვიპასუხა კითხვებზე, რომლებიც ლეგიტიმურია და საზოგადოებას აინტერესებს. მათ შორის, რატომ არის ტარიფი ასე მაღალი, ვინ არიან, რომელი ფიზიკური და იურიდიული პირები "მაგთის" მეპატრონეები, რა ფუნქცია აქვს კომპანიაში შევარდნაძის სიძეს და მილიარდერს (გაზეთ "ვერსიის" ვერსიით) გია ჯოხთაბერიძეს, რომლის სამუშაო კაბინეტიც კომპანიის გენერალური დირექტორის, დევიდ ლის კაბინეტის მახლობლად მდებარეობს. რა წილს ფლობს ის ამ კომპანიაში, ან ფლობს თუ არა ის საერთოდ. თუ არ ფლობს, რატომ მდებარეობს მისი სამუშაო კაბინეტი "მაგთის" ოფისში. ბატონმა გურგენიძემ ამ კითხვებზე პასუხი წერილობით არ გაგვცა, სატელეფონო საუბარში კი ბრძანა, რომ გია ჯოხთაბერიძის კაბინეტი "მაგთის" ოფისში არ არის, თუმცა იგი "მაგთის" დამფუძნებელია(?).
ჩვენ მოწმეების მოძიება და ჩასაფრება ფოტოსურათების გადასაღებად არ დაგვიწყია, თანაც ბევრ ადამიანს ვიცნობთ, რომლებიც "მაგთის" ოფისში სწვევიან ბატონ გია ჯოხთაბერიძეს.
განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა "მაგთისა" და "ჯეოსელის" პასუხები "ბ&ფ"-ს შეკითხვებზე. კერძოდ, კომპანია "ბილაინის" ბაზარზე შემოსვლით "მაგთის" და "ჯეოსელს" წესით ახალი კონკურენტი უნდა გასჩენოდათ, რაც მობილური ოპერატორების ბაზარზე ფასების დაწევის მაპროვოცირებელი ფაქტორი უნდა გამხდარიყო. რეალურად, "ბილაინმა" დაბალი ტარიფით დაიწყო, ანუ როგორც უნდა დაეწყო, მაგრამ შემდეგ თითქმის "მაგთისა" და "ჯეოსელის" ფასებით ოპერირებს. ამან კარტელური საფასო შეთანხმების არსებობის თაობაზე ეჭვი გააჩინა. საინტერესოა, როგორ ახსნიან ასეთ ვითარებას "მაგთისა" და "ჯეოსელის" მესვეურები.
დამაფიქრებელია ვითარება ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორების ბაზარზეც. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილი სატარიფო პოლიტიკა მობილური და ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ეგრეთწოდებულ ხარჯებზე ორიენტირებული ურთიერთჩათვლის ზღვრული ტარიფიდან გამომდინარე, "მაგთიდან" და "ჯეოსელიდან" "ახალ ქსელებში" "გაერთიანებულ ტელეკომში" და "ახტელში" დარეკვისას ურთიერთჩართვის ტარიფი 4 თეთრია, მაშინ როცა "ახალი ქსელებიდან", "გაერთიანებული ტელეკომიდან" და "ახტელიდან" "მაგთისა" და "ჯეოსელში" დარეკვისას ურთიერთჩართვის ტარიფი 14,8 თეთრია, ანუ დარღვეულია პარიტეტი, რაც მობილური ქსელის ოპერატორებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ეს უკანასკნელნი ვეღარ ახერხებენ მოქალაქეებისთვის რელური ტარიფის შეთავაზებას, რითაც მომხმარებელი ზარალდება. აქ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე და კონკურენციულ პრინციპებზე საუბარი ზედმეტია. ისევ ჩნდება ეჭვი უკანონო ლობირების შედეგებთან დაკავშირებით.
ახლო მომავალში საზოგადოება და მედია კიდევ ერთი შეხლა-შემოხლის მომსწრე შეიძლება გახდეს. საქმე ისაა, რომ როგორც "ბ&ფ"-სათვის გახდა ცნობილი, დაძაბულობა მატულობს "მაგთისა" და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომპანიებს შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლომდე გაურკვეველია, "მაგთი-იფიქსი" მობილური კავშირგაბმულობის სახეობად უნდა განისაზღვროს თუ ფიქსირებულის. ასე რომ, ამ ოპერის ერთ-ერთი მორიგი არია ახლა იწერება და, როგორც ჩანს, მოქმედი პირები და შემსრულებლები მალე გვიხმობენ პრემიერაზე.
"ბ&ფ" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან" ერთად სწავლობს ამ საკითხს და მალე, რამდენადაც ვიცი, მედიას და საზოგადოებას მიაწვდიან თავიანთი კვლევის შედეგებს.
საგულისხმოა, რომ "ჯეოსელის" დაჯარიმებაც უფრო ურთიერთობების გარკვევას ჰგავს. ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული ეს კომპანია, ეტყობა, ახლა "ძველ ვალებს" ისტუმრებს. რაც შეეხება "მაგთის", მისი პრობლემები სახელისუფლო წრეებთან დაახლოებული პირების "საქართველოს ლატარეის კომპანიასთან" დაპირისპირებით შემოიფარგლება. თუმცა, როგორც კულუარული ხმები მოწმობს, დროებითი შეთანხმება მიღწეულია "მერსედესის" გათამაშებასთან დაკავშირებით. "მაგთის" "დაჩაგვრას" არც არავინ აპირებს, მაგრამ რომც დააპიროს ვინმემ, უნდა ახსოვდეს, რომ პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ვიზიტი ბიზნეს-სტრუქტურებში აშშ-ს ახალ ელჩს, ბატონ ჯონ ბასს კომპანია "მაგთიში" ჰქონდა.
ახლა ერთი საგულისხმო კვლევის შედეგების თაობაზე, რომელიც ინტერნეტში მოვიძიეთ. იგი კვლევით კომპანია Informa Telecoms & Media-ს ეკუთვნის. ამ მონაცემებს ადასტურებს სხვა ანალოგიური ორგანიზაციაც - World Development Indicators database. მათ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს მობილური კავშირის ფასების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ორი წლის წინანდელია, არსებითად, სადღეისოდ, არაფერი შეცვლილა. განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში.
ექსპერტებმა შეფასების კრიტერიუმად აიღეს მობილური კავშირის პაკეტის გასაშუალოებული ღირებულება, კერძოდ, თვეში 25 ზარისა და 30 ტექსტური შეტყობინების ფასი. კვლევის თანახმად, ამგვარი პაკეტის ღირებულება საშუალოდ 12,25 დოლარს შეადგენს.
რეიტინგის ლიდერია ქუვეითი, სადაც სტანდარტული კალათის ღირებულება 75,18 დოლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ქუვეითელი დასაქმებული სახელმწიფო აპარატში მუშაობს, სადაც მათი საშუალო ხელფასი 12 000 დოლარია, 100 დოლარი თვეში მათთვის, ტვირთი არ უნდა იყოს.
მეორე ადგილზეა სიერა-ლეონე, მესამე ადგილზეა საქართველო. აქ მობილური მომსახურების სტანდარტული პაკეტი უფრო ძვირია, ვიდრე საფრანგეთში (მე-5 ადგილი), შვეიცარიაში(მე-6 ადგილი), იაპონიაში(21-ე ადგილი), ნორვეგიაში(22-ე ადგილი), იტალია ორმოცდამეთოთხმეტეა, თურქეთი სამოცდამეთერთმეტე და იქ ეს პაკეტი 3,5 ჯერ იაფია, 110-ე ადგილზეა უკრაინა, 124-ე პოლონეთი, 133-ე კანადა, სადაც ეს სტანდარტული პაკეტი დაახლოებით 6 ჯერ იაფია.
დამაფიქრებელი სტატისტიკაა.
ვიდრე ჩვენი მარეგულირებელი კომისია, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დაარეგულირებდეს ამ სფეროს, გთავაზობთ მობილური კავშირის სტანდარტული პაკეტის ღირებულების რეიტინგის პირველ ათეულს.

ქვეყანა აშშ$/თვეში

1 ქუვეითი 75,18
2 სიერა-ლეონე 71,90
3 საქართველო 44,09
4 პოლინეზია 37,46
5 საფრანგეთი 30,00
6 შვეიცარია 28,41
7 სოლომონის კუნძულები 28,00
8 ბრაზილია 26,52
9 ავსტრია 23,66
10 პორტუგალია 23,58
...

18 ესპანეთი 22,14
...
21 იაპონია 20,51
...
30 ვანუატუ 18,07
31 ჩეხეთი 17,71
32 გერმანია 17,34
...
46 აზერბაიჯანი 15,11
...
54 იტალია 14,43
...
71 თურქეთი 12,57
...
94 ავღანეთი 10,82
...
97 რუმინეთი 10,46
...
121 სომხეთი 8,31
...
143 ვიეტნამი 6,19
144 შვედეთი 6,18
148 რუსეთი 5,96
149 ეგვიპტე 5,80
150 ბოლივია 5,56
151 მონღოლეთი 5,48
...
175 ჩინეთი 2,90
176 ირანი 2,64
...
178 ბანგლადეში 2,51
...
181 ჰონგ-კონგი 2,20
...
183 კოსტა-რიკა 1,85

აბა ?!

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48