ნანახია: 1039
გაზაფხულზე იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრის, ლაშა ჟვანიას განცხადება, ჩვენს ქვეყანაში 1.5 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის შემოსვლის შესახებ, არსებული სიტუა Fresh-ი მსუბუქი მრეწველობის წარმოების ამუშავებას გეგმავს. fresh-ის ფინანსური შესაძლებლობების მიმართ თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, საქართველოში მაშინ აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიას 1.5 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება არ შეუძლია და ამხელა ინვესტიციის შემოსვლა არარეალურიაო. ამ ეჭვებს, გარკვეულწილად, შემოდგომაზე გაეცა პასუხი, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში წარმოებულ პროდუქციაზე გაკეთებული წარწერით MADE IN GEORGIA ბევრს `თვალი დაუბრმავა~. აღნიშნულ თემაზე მომზადებულ ერთ-ერთი სატელევიზიო სიუჟეტში ნანახმა კადრებმა კიდევ უფრო ბევრს დაუბრმავა თვალი, ქუთაისში მოქმედ ქარხანაში, ძირითადად, არაბები მუშაობდნენ. "ეს წარმოება არც ბიუჯეტს ავსებს და არც ადგილობრივებს ასაქმებს", - ასეთი განწყობა იმ დროს ბევრს შეექმნა. რაც ყველაზე მთავარია, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით დაგროვილი კითხვები უპასუხოდ რჩებოდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ეჭვებს. სწორედ ეს კითხვები დაუსვა და ეს ეჭვები გააცნო კომპანია `ჯორჯიან ინტერნეიშენალის ჰოლდინგის" პრეზიდენტს, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელს და ეგვიპტური კომპანია Fresh-ის წარმომადგენელს საქართველოში - მიხეილ თიგიშვილს გაზეთმა "ბანკები და ფინანსები", რომლებსაც მან ექსკლუზიურად უპასუხა.
- ბატონო მიხეილ, საქართველოში კომპანია Fresh-ის შემოსვლას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ნაომარ ქვეყანაში, მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებში მილიარდნახევრიანი ინვესტიციის შემოსვლა ბევრმა არარეალურად მიიჩნია. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, კომპანია Fresh-ის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ Fრესჰ-ს ამხელა ინვესტიციის განხორციელება არ შეუძლია. სამწუხაროდ, ეს კითხვები თავის დროზე პასუხგაუცემელი დარჩა, რას უპასუხებთ დღეს ამ კითხვებს, როგორია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციის სტრუქტურა? - პირველ რიგში, მე მინდა შეგახსენოთ კომპანიის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძირითად ინვესტიციას აკეთებს. მე ზუსტად არ მახსოვს, რა სახით იყო წარმოდგენილი ეს ინფორმაცია, მაგრამ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ თანხის ინვესტიციას მხოლოდ კომპანია Fრესჰ-ი არ აკეთებს, კომპანია Fresh-ი ამ საინვესტიციო პროექტს სათავეში უდგას. ამ პროექტის სათავეში Fრესჰ-ის მეპატრონე ხალილ იბრაჰიმი დგას, ის არის ეგვიპტეში ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ხალილ იბრაჰიმი მოდის საქართველოში და მოჰყავს მისი პარტნიორები და მეგობრები. მთლიანობაში იგეგმება 12 საინვესტიციო პროექტის განხორციელება, 12 ქარხნის აშენება. ინვესტიცია სულ 1 მილიარდ 280 მილიონ დოლარზე ცოტა მეტი იქნება. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ კომპანია Fრესჰ-ი არ აწარმოებს მარტო საოჯახო ტექნიკას, ეს არის ჰოლდინგი. საოჯახო ტექნიკა ჰოლდინგის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. საკუთრივ, Fresh-ის ინვესტიცია ქუთაისში 455 მილიონი დოლარი იქნება, ამ ეტაპზე განხორციელებულია 115 მილიონის ინვესტიცია. საქართველოში აშენდა ერთი ქარხანა, ის არის ძალიან თანამედროვე, აქ ყველაზე ძველი დანადგარი 2007 წლის იქნება, ანუ ჩვენ გამოვიყენებთ თანამედროვე "ჰაიტეკს". იგი შეესაბამება მსოფლიო სტანდარტს, არა ევროპულს ან ამერიკულს, არამედ მსოფლიო სტანდარტს, რაც გვაძლევს უფლებას, რომ ეს საქონელი 52 ქვეყანაში გავიტანოთ. - ჯერ-ჯერობით ერთი ქარხანაა აშენებული? არა, ეს მხოლოდ ერთი ქარხანა არ არის, ეს არის კომპლექსი, რომლის 80% აშენებულია, სისტემა იანვარ-თებერვალში დასრულდება. მაგრამ, რასაც ჰქვია პროდუქციის გამოშვება, ჩვენ უკვე დავიწყეთ. სხვათაშორის, თქვენ ექსკლუზიურად ხდებით იმისი მოწმე, რომ დღეს განხორციელდა პირველი ექსპორტი, რომელიც შემოვიდა ქართულ ბაზარზე (თიზ-იდან საქონელი შემოვიდა საქართველოში – რედ.). ქართულ ბაზარზე ამ საქონლის შემოტანა, პირადად ჩემი ინტერესი იყო, რადგან საქართველოში შეიქმნა ეს ქარხანა, პირველ რიგში, ქართველმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ. ფასებიც, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე. - Fresh-ის გარდა, რა კომპანიები იქნება ინდუსტრიულ ზონაში წარმოდგენილი? - აშენდება კიდევ 11 ქარხანა, ანუ განხორციელდება 11 სხვადასხვა კომპანიის ინვესტიცია. მხოლოდ იმ გიგანტებს გავიხსენებ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე არიან ცნობილები, მაგალითად "კასტური", რომლიც არის გერმანული კომპანია `მანის~ ლიცენზიის მფლობელი, "კასტური" ქუთაისში ავტობუსებს და მაღალი დონის ტრაილერებს ააწყობს. ქუთაისში გამოუშვებს პროდუქციას მსოფლიო დონის მწარმოებლები, ისინი აქ სანტექნიკას, ტექსტილს, ავეჯს, კაფელს, კერამიკას და ა.შ. გამოუშვებენ. - რა პირობები დახვდა ამ კომპანიებს საქართველოში, ომგადატანილ ქვეყანაში, რომელიც მაინც და მაინც სტაბილური რეგიონში არ მდებარეობს, რატომ იყო ასეთი დონის კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი? - საქართველო ახლა არ გამხდარა საინტერესო ინვესტორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს საქართველოს არის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც თანამედროვე ბიზნესისთვის უნიკალურია. ევროპასა და ამერიკაში ბაზარი ძალიან გაჯერებულია, იქ უკვე კონკურენცია აღარ არის. ერთსა და იმავე პროდუქტზე ფასი მხოლოდ ცენტებით განსხვავდება, ადამიანები უკვე ცენტების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. საქართველო კარიბჭეა ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში, სადაც ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია. მაგალითად, ევროპაში გაზქურის ფასი ყველგან ერთია, ვთქვათ, 100 ევრო, იგივე საქონლის ფასი ამ ახალ ბაზრებზე ძალიან მაღალია, ევროპის ფასები ახალი ბაზრების ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალია. ავიღოთ შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი ან საქართველო. აქ იგივე გაზქურები თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის. ეს პროდუქტი ძალიან კარგია, უფრო სწორედ იყო ძალიან კარგი, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაშინ თურქული პროდუქტი მართლაც შეიძლება ტექნიკის ყველაზე მაღალ მიღწევად ჩაგვეთვალა. თუმცა, ეს არ არის "ჰაიტეკი", რატომ არ იმსახურებს საქართველო და ქართველი მომხმარებელი, რომ "ჰაიტეკი" შეიძინოს რეალურ ფასად. არ შეიძლება გაზქურა ღირდეს 1700 ლარი, ფასი ევროპულ ფასთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს, დღეს ისეთი გაზქურის რეალური ფასი, რომელიც 1700 ლარი ღირს, მაქსიმუმ 400-500 დოლარია. ვსაუბრობ მაღალი დონის ტექნოლოგიაზე და არა თურქულ ან ჩინურ პროდუქტზე. მე ვისაუბრე მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე. აქ ინვესტორისთვის მთავარი კიდევ არის ის, რომ საქართველო უკორუფციო ქვეყანაა და აქ არის მინიმალური კრიმინალი. როდესაც დააყენებ სასწორის ერთ მხარეს არაკორუმპირებულ, არაკრიმინალურ და კარგი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანას და მეორე მხარეს, რაღაც პატარა მომენტს რუსეთთან, მაინც გადაწონის პირველი. - ანუ ადგილობრივი ბიზნესგარემოს მახასიათებლები გახდა თქვენი მთავარი ინტერესი? - საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებებია და ამას მარტო მე არ აღვნიშნავ. როდესაც ამ ინვესტიციის შემოსვლის შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის პიკი იყო. როგორ გგონიათ, როდესაც ამხელა თანხებს დებს კომპანია, როგორ ექსპერტებს ქირაობს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესგარემოს შეაფასებენ და როგორი ანალიზის შედეგად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული?! - ამ ინვესტორების საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, ალბათ, იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და შესაბამისი პირობები. რა შეღავათებით სარგებლობს ინვესტორები ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ზოგადად, როგორ ფუნქციონირებს თიზ-ი, რას ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკური ზონა? -თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ეს ისევ და ისევ არის შეღავათი ინვესტორებისთვის. აქ არ მოქმედებს მოგების გადასახადი, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმპორტირებული პროდუქტი არ იბეგრება დამატებითი ღირებულებით. ანუ მწარმოებელი, უხეშად რომ ვთქვათ, რასაც შოულობს, იდებს ჯიბეში. ასევე, კომპანია არ იხდის თანამშრომლებისთვის საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც თვითონ თანამშრომელი იხდის, თან წლიური დეკლარირებით და არა ყოველთვიურად. სახელმწიფოს მხრიდან ესეც ძალიან კარგი რამეა, დროული სვლა იყო და მგონი, ძალიან გაამართლებს. ასევე, ძალიან კარგია, რომ ყველას არ აქვს უფლება გააკეთოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასეთი პროექტები სახელმწიფოს დონეზე უნდა განიხილონ და მერე უნდა განხორციელდეს. იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანმა აიღოს ლიცენზია და მერე ის ადგილი გაყიდოს ბევრად ძვირად, ეს არამართებულია. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა აუცილებლად უნდა იყოს წარმოება. მთავარი ისაა, რომ აქ არის მთავარი აქცენტი გაკეთებულია არა მარტო ინვესტორის მოზიდვაზე, არამედ ხალხის დასაქმებაზეც. - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი კომპანიები არ იხდიან გადასახადებს. იქნებ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა ეკონომიკური ეფექტები მოაქვს ამას თვითონ სახელმწიფოსთვის. გასაგებია, რომ ინვესტორებისთვის ეს არის კარგი გარემო, მაგარმ სახელმწიფო რატომ უნდა აკეთებდეს ამას. რატომ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის მისაღები ასეთი პირობები? - ავიღოთ ჩვენი მაგალითი, დასავლეთ საქართველოს რეგიონზე მაქვს საუბარი. დღევანდელ დღეს, როდესაც პროექტის, ალბათ, 15% არის განხორციელებული, ჩვენთან უკვე თანამშრომლობს 17 ქართული კომპანია, რომელიც ემსახურება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ეს არის მომწოდებლები. მათი მოგება გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ბიუჯეტში შემავალი თანხა, დასაქმდა მუშახელი, ანუ რომ ავიღოთ ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანა მაინც დიდ მოგებაშია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან სერიოზული ლოჯისტიკის და ტექნიკური განყოფილება. თითქმის ყველაფერს ქართული კომპანიები გვაწვდის. სხვათაშორის, ახლა ქუთაისში კეთდება მეტალურგიული ქარხანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქარხანას Fresh-ის სახით გარანტირებული კლიენტი ჰყავს. მარტო Fresh-ი აითვისებს იმდენ პროდუქციას, რაც მთლიანად საქართველო. დაწყებული მეტალის ფირფიტიდან, დამთავრებული ელექტროენერგიამდე, ყველაფერს ქართული კომპანიები მოგვაწვდიან, ჩვენ ქართული რესურსების მომხმარებლები ვართ. - საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება აქვს მუშახელს და არა, როგორც სხვა შემთხვევაში, კომპანიას. არადა, ამ პროექტის ყველაზე დიდი ეკონომიკური ეფექტიანობა, სოციალურია, რაც გულისხმობს დასაქმების დონის ამაღლებას. რამდენად მიზანშეწონილი გეჩვენებათ, როდესაც მთავარი ორიენტირი არის დასაქმების ზრდა, სწორედ დასაქმებულებზე გადავიდეს საშემოსავლო გადასახადი? - ეს მომენტი ჩვენ გავითვალისწინეთ, როდესაც მუშახელს ხელფასები დავუნიშნეთ, ის სოციალური გადასახადები, რაც მათ უნდა გადაიხადონ, უკვე შესულია ხელფასში. ჩვენთან მინიმალური ხელფასი 475 ლარია. - როდესაც პრეზიდენტმა გააკეთა თქვენი პროდუქციის პრეზენტაცია, კადრებში ჩანს მუშები, ყველა არის არაბი. არცერთი ქართველი სიუჟეტში არ გამოჩენილა. - მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს, ჟურნალისტი აქ არაფერ შუაშია, ეს ოპერატორის ბრალია. ახლა, მოდით, ასე ვთქვათ, წარმოვიდგინოთ ნებისმიერი მუშა, ჩასულია საზღვარგარეთ და პრეზიდენტს ხედავს. ეს ჩვენი პრეზიდენტისგან არის გათამამებული ხალხი, ხშირად რომ ხვდება, თორემ არის ქვეყნები, სადაც ხანდახან გაზეთშიც ვერ ხედავენ. იცით, რამხელა რაღაც არის მათთვის, როდესაც პრეზიდენტი ესტუმრა და ხელი ჩამოართვა. ეს ეგვიპტელებისთვის სიზმარზე მეტია. ყველა ავტომატურად ცდილობს პრეზიდენტის გვერდით დადგეს და მერე იტრაბახოს თავის ქვეყანაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის, რომელიც, ალბათ, ყველა ქვეყანაში ცნობილი და ძალიან პოპულარულია, გვერდზე იდგა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ შეიძლება იქ ბევრი ქართველიც იყო, არაბები რომ გეგონათ, იმიტომ რომ მუშები ახალი ჩამოსულები იყვნენ ეგვიპტიდან, გადამზადებაზე იყვნენ წასულები. ეგვიპტეში ყოველთვის ძალიან ცხელა და ქართველ მუშებს შეიძლება იერიც ჰქონდათ შავი, მაგას ვერ გეტყვით. - გვითხარით, სულ რამდენი ადამიანია დასაქმებული ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, როგორია აქ დასაქმებული არაბების და ქართველების შეფარდება, როდესაც სრული სიმძლავრით ამუშავდება ეს ქარხნები, რამდენი ადამიანის დასაქმება იგეგმება? - მშენებლობაში და თვითონ ქარხანაში ერთად აღებული 450-452 ადამიანია დასაქმებული. აქედან მხოლოდ 9 არის არაბი. აღსანიშნავი ის არის, რომ 99% არის ქუთაისელი. ყოველ თვე 9-დან 15 კაცამდე მიდის გადამზადებაზე - ჩამოდის ძველი ჯგუფი, მიდის ახალი. იქ ცხოვრობენ ვილაში. ყოველ შაბათს აქვთ ექსკურსიები, შარმ ელ შეიხიდან დაწყებული პირამიდებით დამთავრებული. ერთი სიტყვით, მათი საყოფაცხოვრებო პირობები უმაღლეს დონეზეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მუშები ძალიან პუნქტუალურები არიან. თავიდან მათ ძალიან გაუჭირდათ რეჟიმში ჩადგომა, მაგრამ დღეს ჩვენთან არ არსებობს სიტყვა დაგვიანება. - თქვენ ისაუბრეთ, რომ ქუთაისში წარმოებული პროდუქცია 52 ქვეყნის ბაზარზე უნდა გავიდეს. რომელი ქვეყნის, რა ტიპის ბაზარზე გეგმავს Fრესჰ-ი გასვლას? - პირველ რიგში, ეს არის ევროპის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, აფრიკა, ამერიკა. ევროპის შემდეგ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იქნება დსთ-ს ქვეყნებზე. - გარდა საქართველოში გაადვილებული ეკონომიკური საქმიანობისა, საქართველოს კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვს ევროპასთან, ასევე დსთ-ს სახელმწიფოებთან, გარდა რუსეთისა. მიდის საუბარი ამერიკასთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. როგორ სარგებლობს, სადღეისოდ, კომპანია Fრესჰ-ი ამ შეღავათებით? - ავიღოთ ბაზა, სადაც Fრესჰ-ი მოღვაწეობს, ეს არის გვიპტე - ეგვიპტიდან შეტანილი პროდუქცია უკრაინაში და საქართველოდან შეტანილი პროდუქცია უკრაინაში, ერთსა და იმავე პროდუქტზე გვაქვს საუბარი. ეგვიპტიდან შეტანილი საქონელი ჯერ იბეგრება საბაჟო მოსაკრებელით, რომელიც აღემატება დღგ-ს, შემდეგ იბეგრება დღგ-თი, ამას დავუმატოთ ეგვიპტედან უკრაინაში ტრანსპორტირება. საქართველოდან კი ტრანსპორტირების კოეფიციენტი ძალიან დაბალია, საერთოდ მოხსნილია საბაჟო მოსაკრებელი, ერთადერთი დარჩა დღგ. პლუს ამას, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, იმიტომ რომ აქ გადასახადი მოხსნილია, აქედან გამომდინარე, რეალიზაციაც და შეკვეთებიც მატულობს. - თქვენ ისაუბრეთ წარმოების თვითღირებულებაზე, როგორ აფასებთ წარმოების საშუალებების ღირებულებას, რამდენად მისაღებია, მაგალითად, ელექტროენერგიის, წყლის და სხვა საჭიროებების ღირებულება ქუთაისში არსებული წარმოებისთვის. მაგალითად, კომპანია "ყაზბეგი", რომელიც გადის ქართული ბაზრიდან, აცხადებს, რომ საწარმოო საშუალებების სიძვირე დაუძლეველ ტვირთად აწვება ქართულ ბიზნესს. - არა მგონია, რომ საქართველოში რაიმე მიუღებელი იყოს. ყველაფერი პროპორციულია, ტექნიკური ჯგუფი აკეთებს გათვლებს - რა შეღავათი გვაქვს ჩვენ, უბრალოდ ელექტროენერგიას და გაზს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ვიღებთ დღგ-ს გარეშე. რა თქმა უნდა, ეს აიაფებს ელექტროენერგიის და გაზის ღირებულებას, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, საქართველოში დიდად ძვირი არც გაზია და არც დენი. კიდევ ერთ ძალიან კარგ პირობაზე მინდა ყურადღების გამახვილება, რაც მეტს ხარჯავ, უფრო იაფია - რაც მეტ ელექტროენერგიას ხარჯავ, მით უფრო იაფია კილოვატი. - Fresh-ს საქართველოს და ეგვიპტის გარდა სად აქვს კიდევ წარმოება? - Fresh-ს წარმოება კიდევ ესპანეთში და დუბაიში აქვს. დუბაისთან შედარებით საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უფრო კარგი პირობებია. ადრე დუბაიში გადასახადების ნულოვანი კოეფიციენტი იყო, დღეს კი სხვადასხვა პროდუქციაზე 3-დან 9%-მდე მერყეობს.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე; შოთა ბუჩუკური
|