ქვეყნის ახალი "საფინანსო კონსტიტუცია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ქვეყნის ახალი "საფინანსო კონსტიტუცია"
ნანახია: 906

გასული და მიმდინარე კვირის მთავარ ეკონომიკურ თემებად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ ინიცირებული "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" პროექტი და ბიზნესის სტიმულირების ახალი ინიციატივები რჩება. საზოგადოებაში მათდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებებია. ამ თემებზე თავის მოსაზრებებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გვიზიარებს.

თავისთავად "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" თემა მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რამდენადაც ამ საკანონმდებლო დოკუმენტით უნდა განხორციელდეს სამომავლოდ ქვეყანაში საბიუჯეტო, ფისკალური და საფინანსო პროცესების რეგულირება. ეს ერთგვარი "საფინანსო კონსტიტუცია" უნდა იყოს სახელმწიფოსათვის და ამ ეტაპზე მასში უნებლიედ გაპარულმა თითოეულმა უზუსტობამ ან შეცდომამ შესაძლებელია სავალალო შედეგი მოგვიტანოს. საერთოდ, ეკონომიკური და ბიზნესგანვითარების სტიმულირების სტრატეგია ერთიან კონცეფციაში უნდა იყოს მოქცეული და, სავარაუდოდ, ამიტომაც "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" პარალელურად გახმოვანდა რამდენიმე ეკონომიკური შინაარსის ინიციატივის შესახებ, რომლებიც ვფიქრობ, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს.
აღნიშნული თემებიდან გამოვყოფდი სამს, რომლებსაც ვთვლი, უპირატესი და განსაკუთრებული წესით, საჯაროდ უნდა იხილავდეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით. ესენია, ბიზნესსტრუქტურებსა და კერძო პირებზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტების გაცემის პრაქტიკის შემოტანა და დანერგვა, მეწარმეებისთვის კუთვნილი დღგ-ს დაბრუნების თემა და საგადასახადო ადმინისტრირება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტების გაცემის თემა

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო პირებსა და ბიზნესსტრუქტურებზე სესხების ანუ იგივე კრედიტების გაცემა განვითარებულ ქვეყნებში არ ხდება და ამგვარი პრაქტიკა ყველგან ბიზნესპროცესებში სახელმწიფოს მხრიდან ცალსახად, პირდაპირ, უხეშ ჩარევად კვალიფიცირდება. ასეთი პრაქტიკა დამახასიათებელია ტოტალიტარული ეკონომიკური და ფინანსური სისტემების მქონე ქვეყნებისთვის და საზოგადოებისთვის. მაგალითად რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსი, კუბა. ანუ, ქვეყნებისათვის, სადაც შერჩევითი პროტექციონიზმი და ცალკეული ბიზნესჯგუფების ლობირება ცხოვრების და აზროვნების წესს წარმოადგენს.
თავისი ეკონომიკური არსით, სესხის გაცემა არის სამეწარმეო საქმიანობა, იგივე მევახშეობა, რომელსაც ბანკები და სხვა სახის საფინანსო ორგანიზაციები, მაგალითად საინვესტიციო და სატრასტო ფონდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ. და რა? საქართველოში სახელმწიფო მევახშეობას იწყებს და ბანკების ფუნქციის შეთავსებას აპირებს?
ეს არის ბიზნესპროცესების რეგულირების უხეში, ძველი სოციალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოდელის საქართველოში ხელახლა დანერგვის მცდელობა. ეს ჩვენ გავლილი გვაქვს და ყველას კარგად ახსოვს ამ სისტემის `პოზიტიური~ შედეგები და დღემდე ჯერ კიდევ დაუბრუნებელი მრავალი სესხი. წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, როცა ეკონომიკურად `არამოტივირებული~ სახელმწიფო ჩინოვნიკები განსაზღვრავენ, რომელმა ფირმებმა და კერძო პირებმა უნდა მიიღონ კრედიტები, ადგენენ კრედიტების გაცემის პირობებსა და საპროცენტო განაკვეთებს, კრედიტის მონიტორინგის მექანიზმებს. ეს საგრძნობლად გააუარესებს კონკურენტულ გარემოს დღეს არსებულ ისედაც არაჯანსაღ საკრედიტო ბაზარზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რისკი იმისა, რომ კრედიტების გაცემისას ფირმებისა და კერძო პირების შერჩევა სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ სუბიექტურ კრიტერიუმებზე [/center]დაყრდნობით მოხდება, ძალიან მაღალია. ანუ, ეს პრაქტიკა ბუნებრივად შობს კორუფციულ სქემებს და აუცილებლად წაახალისებს მას.
დღგ-ს დაბრუნების თემა
გამოგიტყდებით და ცოტა გასაკვირი და ამავდროულად, ბუნდოვანიცაა რა არის დღგ-ს მეწარმეებისათვის უკან დაბრუნების თემაში ახალი და ნოვატორული? ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, მეწარმეებისათვის დღგ-ს დაბრუნება მაქსიმუმ სამ თვეში უნდა მოხდეს და ეს ვალდებულება სწორედ რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სტრუქტურებს აკისრია. თუმცა, რეალურად ეს ვადები დაცული არ არის და ბიზნესმენებს 8-9 თვემდე ლოდინი, ხანდახან კი მეტიც, უწევთ ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხების მისაღებად. ეს მავნე პრაქტიკა, ერთის მხრივ, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დარღვევაა და, მეორეს მხრივ კი, დღგ-ს დაბრუნების გაჭიანურება ბიზნესაქტივობის და ბიზნესპროცესების ეფექტურად დაგეგმვის და განხორციელების გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ბარიერად გვევლინება, რაც ბუნებრივად აფერხებს ბიზნესის რეინვესტირების პროცესს და ხელს უშლის კაპიტალიზაციის პროცესის უწყვეტობას.
აქედან გამომდინარე, პრობლემას `სხვაგან~ უნდა ვებრძოლოთ. პრობლემა კი სწორედ ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, სრულად ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და არ ან ვერ უბრუნებს მეწარმეს მის კუთვნილ დღგ-ს დროულად და სრულად. ამ მხრივ, საკანონმდებლო დონეზე ისედაც ყველაფერი დარეგულირებულია და საკანონმდებლო პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. პრობლემა ამ რეგულაციის სრულფასოვან აღსრულებაშია. ანუ, სანამ ფინანსთა სამინისტრო ზედმიწევნით ზუსტად და სრულად არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და მასზე დაკისრებულ ამოცანებს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივებს რეალური შედეგები არ მოჰყვება.
საგადასახადო ადმინისტრირების თემა[center]
სამწუხაროდ, ჩვენში წესად იქცა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის მთავარი მიზანი არის არა მოქნილი და ეფექტური საბიუჯეტო პროცესისა და საბიუჯეტო გარემოს უზრუნველყოფა, ან ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, არამედ ბიუჯეტის მექანიკური შევსება. და ამ ფონზე ხელისუფლება ეკონომიკური პროცესების ლიბერალიზაციის კუთხით სწორედაც რომ `ადეკვატურ~ ნაბიჯებს დგამს.
საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია კომპლექსური ცნებაა და იგი მხოლოდ გადასახადების განაკვეთების მექანიკურ შემცირებას არ გულისხმობს. არაერთხელ აღმინიშნავს, ეს წარმატებისთვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. ლიბერალური საგადასახადო გარემო, უპირველეს ყოვლისა, დახვეწილ, გამარტივებულ საგადასახადო კოდექსსა და დახვეწილ საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს გულისხმობს. დღეს კი, ჩვენი საგადასახადო კოდექსი, რბილად რომ ვთქვათ, ნაპოლეონისეული პრინციპით (ნაპოლეონი მიიჩნევდა, რომ კანონი უნდა იყოს ბუნდოვანი და ძნელად გასაგები) შედგენილი ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებების ერთგვარ ნაკრებად იქცა, რომელთა მრავალფეროვანი ინტერპრეტირების შესაძლებლობის გამო, ხშირ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებსაც კი `თავგზა ებნევათ~, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიზნესმენებსა და ბუღალტრებზე. საგადასახადო კოდექსი ყველასთვის მარტივად `წასაკითხი~ და გასაგები დოკუმენტი უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იგივე დებულების სხვადასხვანაირად განმარტებისა და ინტერპრეტირების შესაძლებლობა და რისკი.
ამას ემატება საგადასახადო ადმინისტრირების ბოლოდროინდელ პერიოდში გამოკვეთილი ე.წ დრაკონული მეთოდებიც. საგადასახადო შემოწმება და რევიზია ხშირ შემთხვევაში საგადასახადო "ეგზეკუციასა" და ბიზნესის `დაწიოკებას~ უფრო ემსგავსება, ვიდრე სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის ცივილურ ურთიერთობას, რომლის შედეგიც ორივე მხარის მიერ საკუთარი ვალდებულებების სრულფასოვანი შესრულება უნდა იყოს. ჩვენს საგადასახადო და ყოველდღიურ ლექსიკონში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა "დალუქვა", "დაყადაღება", "დაპატიმრება" და ასე შემდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამის გარეშე ქვეყანაში საგადასახადო შემოწმებები და საგადასახადო ადმინისტრირება თითქოს აღარ ხორციელდება ან ამის გარეშე შეუძლებელია.
ასეთი მიდგომები, მათ ფისკალურ ეფექტურობასა და შედეგზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არარაციონალურია და მხოლოდ მოკლევადიან "ერთჯერად" შედეგზეა გათვლილი. ანუ, რეალურ ეფექტს ბიზნესი, სახელმწიფო და საზოგადოება ვერ მიიღებს. ეკონომიკური და ბიზნესის განვითარების ჭრილში ამ ინიციატივების ეფექტი, ვფიქრობ, უმნიშვნელო და არაფრისმომცემია. სამწუხარო ის არის, რომ წარმოდგენილ ეკონომიკურ ინიციატივებს ახალი, მორიგი ეკონომიკური ინიციატივები ცვლის და ეს უკვე პრაქტიკად და ტრადიციადაც კი იქცა. საზოგადოების შეშფოთებაც სწორედ იმას უკავშირდება – მთელი ეს კამპანია დიდი პიარის მცირე ნაწილია, თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეზღუდული შესაძლებლობების ზღვარი? საბოლოო ჯამში კი ნაკლებად თუ იცვლება რამე.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48