გადასახადები რაოდენობაში მცირდება მოცულობაში იზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : გადასახადები რაოდენობაში მცირდება მოცულობაში იზრდება
ნანახია: 1077

საქართველოში არსებული საბაჟო განაკვეთების რაოდენობა 3-დან 2-მდე შემცირდება. ფინანსთა მინისტრიეს, კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, შემცირების ძირითადი მოტივი ის არის, რომ ზოგიერთი საქონელი მოქცეული იყო 5%-იან, ხოლო ზოგიერთი 12%-იანი დაბეგვრის რეჟიმში, რაც თავისთავად კორუფციის წყაროს წარმოშობდა.
შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით 5%-იანი საბაჟო განაკვეთი საერთოდ გაუქმდება. დარჩება მხოლოდ 0%-იანი და 12%-იანი, ხოლო ის საქონელი, რომლის დაბეგვრაც 5%-იან საბაჟო განაკვეთს ექვემდებარებოდა, თანაბრად გადანაწილდება 0-სა და 12%-ზე.
საბაჟო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება იბეგრება: ბარკლები, ბეჭები და მათი გადაჭრები, ძვლებგამოუცლელი; ყველი სრესილი, ან ფხვნილის სახით; მდნარი ყველი; დანარჩენი ყველი; დანარჩენი ბოსტნეული; ბოსტნეულის ნარევები; ავოკადო; გუიავა; მიწის თხილის ზეთი.
კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, 5%-იანი დაბეგვრის რეჟიმში იყო მოქცეული, მაგალითად ყველი, რომლის განულებაც ძალიან მტკივნეული იქნება, ვინაიდან ქვეყანაში შემოვა იმპორტირებული ყველის უზარმაზარი ნაკადი და სრულიად დაუცველი დარჩება ადგილობრივი მწარმოებლები, ამიტომ იმპორტირებული ყველი აქამდე მოქმედი 5%-იანი განაკვეთის ნაცვლად, 12%-იანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება.
კიდევ რომელ ადგილობრივ წარმოებას გაუმართლა ან პირიქით, ჯერ არ არის ცნობილი, რადგან ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ყველთან დაკავშირებით არის მიღებული.
კომპანია "გუდვილის" გენერალურ დირექტორს ნუგზარ მაღულარიას მიაჩნია, რომ საბაჟო განაკვეთის ზრდა ყველის იმპორტზე, ამ პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელზე არ იმოქმედებს.
მაღულარიას განცხადებით 5%-იანი საბაჟო განაკვეთის 12%-მდე გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას იმპორტირებული ყველის ბაზარზე ვერ მოახდენს. "უცხოური წარმოების ყველი მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი და იგი დიდი რაოდენობით არ იყიდება. ამ ყველის მომხმარებლისთვის პროდუქციის გაძვირება განმსაზღვრელი არ იქნება", - განმარტავს მაღულარია, თუმცა დასძენს, რომ ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს რესტორნების ქსელზე.
მისი თქმით, თუკი ადგილობრივი მწარმოებლები იმავე სახეობის ყველის წარმოებას დაიწყებენ, მათთვის მთავრობის მიერ შეთავაზებულ ამ საგადასახადო ცვლილებას მნიშვნელობა აუცილებლად ექნება.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ქართველი მწარმოებლები დადებითად აფასებენ. "თელეთის მეცხოველეობის ფერმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელის მიხო სვიმონიშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ასეთი ცვლილების შეტანას ადგილობრივი მწარმოებლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ ევროპაში მეცხოველეობისა და მერძევეობის სექტორი სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული. "ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი მწარმოებლის სტიმულირებას და ერთგვარი გარანტი იქნება იმისა, რომ ადგილობრივი პროდუქცია იმპორტმა არ წალეკოს," - განმარტავს სვიმონიშვილი.
მისი თქმით, "თელეთის მეცხოველეობის ფერმაში" წარმოებული რძის მომხმარებელი კომპანია "ვიმ-ბილ-დან ჯორჯიაა", რომელიც მომავალში ყველის წარმოებასაც გეგმავს. "ეს გადაწყვეტილება კომპანიის გეგმების განხორციელების დაჩქარებისკენ უბიძგებს," - აცხადებს სვიმონიშვილი.
"თელეთის მეცხოველეობის ფერმა" "ვიმ-ბილ-დან ჯორჯიას" ყოველდღე 3-5 ტონა რძით ამარაგებს. `ვიმ-ბილ-დან ჯორჯიას~ პირველი პროდუქცია ბაზარზე 8 ოქტომბერს გამოჩნდა. კომპანია ბაზარზე 4 სახეობის პროდუქციით - მაწონი (2 დასახელება), კეფირი (2 დასახელება), რძე და ხაჭო (1 დასახელება) გამოჩნდა. კომპანია ბაზარზე ორი ბრენდით "ჩუდა" და "დომიკ ვდერევნეა" წარმოდგენილი.
რუსულმა "ვიმ-ბილ-დანმა", რომლის დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია, რძის მწარმოებელი ქართული კომპანია "ქართული პროდუქტები" 2007 წლის ოქტომბერში შეიძინა. ქარხნის გადაიარაღება მენეჯმენტს 14 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა. საწარმო გერმანული "დონადოსა" და "კეზელმანის" წარმოების დანადგარებით არის აღჭურვილი. კომპანია დღე-ღამეში 80-100 ტონა პროდუქციას გადაამუშავებს.
ყველის წარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები თავად "თელეთის მეცხოველეობის ფერმასაც" გააჩნია, თუმცა როგორც სვიმონიშვილი აცხადებს, ჯერ-ჯერობით საწარმოში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ერთგვარი ექსპერიმენტები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე კომპანიას შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა 600 რქოსანი პირუტყვი ჰყავს და მათი რაოდენობის ზრდას გეგმავს.

გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48