რატომ მფარველობს სახელმწიფო "ბლოგ ჯორგიას" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რატომ მფარველობს სახელმწიფო "ბლოგ ჯორგიას"
ნანახია: 926

რეფორმა, რომელიც 2007 წელს დაიწყო, ასი ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებდა. პროგრამის მიზანი თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების, პირდაპირი მიყიდვის წესით, კერძო მფლობელობაში გადაცემა იყო. საავადმყოფოების გასხვისება ძალიან სწრაფად მოხდა და ამავდროულად საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დარჩა, რა პრინციპით შეირჩა ინვესტორი კომპანიები და რატომ გაიყიდა მრავალმილიონიანი დაწესებულებები 1000 აშშ დოლარად. თავის დროზე ხელისუფლებამ თითქმის ყველა კლინიკური დაწესებულება გაყიდა და მათი 80%-ის მფლობელი სამი კომპანია "ავერსი", "პსპ" და "ბლოკ ჯორჯია" გახდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ფარმაცევტული კომპანიები "პსპ" და "ავერსი" ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამას ჩამოშორდნენ და ბურთი და მოედანი ქართულ-ჩეხურ კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" დაუთმეს. არის კიდევ ერთი დეტალი, რაც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს - რეფორმის მიხედვით ინვესტორი, რომელიც საავადმყოფოს ააშენებს ვალდებულია მას პროფილი მხოლოდ შვიდი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. დროის გასვლის შემდეგ კი შეუძლია შენობა სხვა საქმიანობისთვის გამოიყენოს.
2011 წელს დასასრულებელი რეფორმა დღესაც ძალზედ აქტუალურია, ვინაიდან ინვესტორი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულებების შეუსრულებლობას და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. სიტუაციაში გასარკვევად "ბანკები და ფინანსები" "ბლოკ ჯორჯიას" დაუკავშირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თავი აარიდეს ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას და ამით ჯიდევ უფრო გაამყარეს ქრისტიან-დემოკრატების ბრალდება. რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან ქრისტიან- დემოკრატებმა აქცია გამართეს. "აქციის გამართვა იმ კატასტროფულმა მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორშია შექმნილი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მძიმე ვითარებაა ქვეყნის საავადმყოფოებში, ჰოსპიტალები ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტებს, არის ანტისანიტარია, არ არის დაცული საჭირო ნორმები, ექიმები არიან მძიმე მდგომარეობაში, ბევრმა მათგანმა დაკარგა სამსახური, ბევრს ავიწროვებენ და ხელფასის აღების პრობლემა აქვს. ერთი სიტყვით, სახეზეა სრული განუკითხაობა, რაც აზარალებს ჩვენს მოსახლეობას. ფასები იმდენად მაღალია, რომ დაავადებული ადამიანი ვერც კი შედის საავადმყოფოში", - ასეთია ქრისტიან-დემოკრატ მაგდა ანიკაშვილის კომენტარი.
კომპანია "ბლოკ ჯორჯია" პრივატიზებული საავადმყოფოების უმრავლესობის მფლობელია. მას უნდა აეშენებინა 25 საავადმყოფო და ამავდროულად თანამედროვე ტექნიკით უნდა აღეჭურვა ისინი, სამედიცინო პერსონალი კი ახალ საავადმყოფოებში გადაეყვანა. ქრისტიან-დემოკრატების ბრალდება არ არის საფუძველმოკლებული, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ტენდერი ჩატარდა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ კომპანია კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. "მესამე წელი გადის და ამ პირობებიდან `ბლოკ ჯორჯიას~ არცერთი არ შეუსრულებია, მეტიც, მან დაარღვია კონტრაქტი და ამ ვალდებულებების შესრულებამდე დაიწყო საავადმყოფოების მენეჯმენტში ჩარევა, ექიმების გათავისუფლება, დანიშნვა და სხვა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა"., - მაგდა ანიკაშვილი.
გასულ ზაფხულს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა აღიარა, რომ ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა არასწორად იყო დაგეგმილი და აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. პრემიერ-მინისტრისგან ორთვიანი ვადაც მიიღო, რომლის გასვლის შემდეგ უნდა წარმოედგინა ახალი პროექტი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების შესახებ. გავიდა ორი თვე, მაგრამ არსად ჩანს ახალი პროექტი, სიტუაციაში გასარკვევად "ბანკებმა და ფინანსებმა" ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმართა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ არ ისურვეს გაეცათ პასუხები ჩვენს კითხვებზე და საკმაოდ ცივად "მოგვიხურეს კარი".
აშკარაა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლო არა არის და ქრისტიან- დემოკრატების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნებიც, შესაბამისად, სამართლიანია.

თაკო ზედელაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48