ნანახია: 770
2 ნოემბერს, 11 საათზე შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის" მფლობელობაში მყოფი სს "ქართული ფოლადისა“ და სს "თუჯი XXI-ის" აქციების გასხვისებაზე აუქციონი გაიმართა. Thames steel UK limitied მინალური ჯგუფი ახორციელებს. მისივე განმარტებით, ამ ჯგუფის მიზანი Thames steel UK limitied-თვის რუსთავის მეტალურგიულ კომპლექსზე მფლობელის უფლებები ჩამორთმევაა. მათთვის ცნობილია, რომ ხსენებული კრიმინალური ჯგუფი ჩართული არის საწარმოს აქტივებით ვაჭრობასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში. თომას ბლეიკის აზრით, რომელიც აუქციონის დაწყებამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა, მიმდინარე აუქციონი საქართველოში მოქმედი ბრიტანული ინვესტორის მფლობელობაში მყოფი კომპანიის წართმევის უხეში მცდელობა გახლავთ და აუქციონი უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. თომას ბლეიკმა თავისი პოზიცია ჯოზეფ კეისთან დაკავშირებითაც დააფიქსირა. მისი თქმით, ასეთი უკანონობის განხორციელებას მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებდა და ამ საქმის უკან სხვა ადამიანებიც დგანან. მას აქვს ინფორმაცია კრიმინალური ჯგუფის არსებობის შესახებ. 2 ნოემბერს აუქციონი გახსნილად გამოცხადდა, აუქციონში გასაყიდად გამოიტანეს შპს `ენერგია და ინდუსტრიის“ მფლობელობაში მყოფი "თუჯი XXI" – ის 83% - იანი და ქართული ფოლადის 100% - იანი წილი. 11 საათსა და 5 წუთზე აუქციონი დახურულად გამოცხადდა, რადგანაც აქციათა ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა. ქვემო ქართლის სააღმსრულებლო ბიუროს თავმჯდომარის დავით ჯაჭვაძის ინფორმაციით შპს "ენერგია და ინდუსტრიის“ ვალი დაახლოებით 380 000 ლარს შეადგენს. 2 ნოემბერს გამართული განმეორებითი აუქციონი ჩაიშალა. ტომას ბლეიკის ადვოკატის ინფორმაციით, კრედიტორს 15 დღის განმავლობაში შეუძლია განცხადებით მიმართოს ბიუროს და ნატურით გადაეცეს აქციები. აუქციონის დამთავრებისთანავე, ბრიტანელი ინვესტორის ინტერესების დამცველმა, LA პაპერ-ის იურისტმა ნინო სუქნიძემ, საგანგებო განცხადება გააცნო ჟურნალისტებს. მოცემულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც იძულებით საჯარო აუქციონზე გამოთქვამს სურვილს შეიძინოს ან მანმადე შეიძენს შპს `ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის“ საკუთრებაში არსებულ სს "ქართული ფოლადის“ ან სს "თუჯი XXI" – ის აქციებს, ასევე პირს, რომელსაც აღნიშნული აქციები გადაეცემა ნატურით იძულებითი აღსრულების პროცესში, ატყობინებენ, რომ სადაოა გარიგების კანონიერება, რომლის საფუძველზედაც წარმოიშვა იმ კრედიტორის მოთხოვნის უფლება, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს იძულებითი აღსრულების პროცესი. განცხადების საფუძველზე აქციების მყიდველი პირი გამოცხადდება არაკეთილსინდისიერ შემძენად და გარიგების გაბათილების შემდეგ ვალდებული იქნება კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს მიღებული ქონება. ტომას ბლეიკის ადვოკატებმა დაჟინებით მოითხოვეს კრედიტორის ვინაობის გამხელა, ბიუროს თავმჯდომარემ კი მათ აუხსნა, რომ ეს მხოლოდ განცხადების შეტანის დღიდან ორი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ადვოკატთა თქმით, მათ განცხადება აუქციონამდე დიდი ხნით ადრე შეიტანეს, რომელზეც პასუხი არ მიუღიათ. ბრიტანელი ინვესტორის თქმით, კრედიტორის ვინაობის გაგების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ უკანასკნელთან აუქციონის გადავადებასა თუ სხვა საკითხებზე. ტომას ბლეიკის ადვოკატები ვერ უკავშირდებიან საწარმოს ამჟამინდელ დირექტორს შოთა რეხვიაშვილს. დოკუმენტებს აგზავნიან საწარმოს ოფიციალურსა და რეხვიაშვილის საცხოვრებელ მისამართებზე, მაგრამ პასუხს ამაოდ ელოდებიან. თომას ბლეიკის განცხადებით, ის შემდგომშიც ეცდება სიტუაციის გამოსწორებას და კიდევ ერთხელ მიმართავს დახმარებისთვის საქართველოს პრეზიდენტს. ბლეიკი მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეში დროულად ჩარევისკენ მოუწოდებს, მანამ, სანამ ყველაფერი გვიან არ იქნება. ლელა გოგოლაძე
|