ნანახია: 3991
"თიბისი ბანკი" 23 ოქტომბრიდან, დღეიდან, მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის აქტიურობას საკრედიტო ბაზარზე. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი დაწევა და სესხების გაცემის პირობების გამარტივებაა. ამ განახლებული პირობების შესახებ დღეს "თიბისი ბანკის" პრეზიდენტმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, განაცხადა. ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების გათვალისწინებით, "თიბისი ბანკმა" მიიღო გადაწყვეტილება, შეარბილოს პირობები სესხებზე და, ამასთან, მომხმარებელს შესთავაზოს საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები. შესაბამისად, დღეიდან "თიბისიში" ავტოგანვადების, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების აღება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება. 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები და გაამკაცრეს გაცემის პროცედურა. "თიბისი ბანკმა" ბოლო ერთი წლის განმავლობაში, წარმატებული ანტიკრიზისული სტრატეგიის შედეგად, შეძლოი საკმაოდ მაღალი ფინანსური მაჩვენებლის მიღწევა და რესურსების მობილიზება. ამან ბანკს საშუალება მისცა, გამოიყენოს საკუთარი ძლიერი პოზიციები იმისათვის, რომ დააფინანსოს კლიენტები ხელსაყრელი პირობებით და ხელი შეუწყოს მათ ფინანსურ გაძლიერებას. შესაბამისად, "თიბისი ბანკმა" ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყო სესხების პირობების გამარტივება, ხოლო დღეიდან კი, ბაზართან მიმართებაში, მინიმუმამდე დასწია სესხების ტარიფები. დღეიდან "თიბისი ბანკი" სესხებს შემდეგი პირობებით გასცემს: •სამომხმარებლო სესხები: წლიური 21%-27%, ვადა 5 წლამდე, მაქსიმალური თანხა – 20.000 აშშ დოლარი. •იპოთეკური სესხები: წლიური 14.9-19.9%, ვადა – 10 წლამდე, მაქსიმალური თანხა – 150.000 აშშ დოლარი. •ავტოიგანვადება: ავტოსალონიდან შეძენა – წლიური 20%, მეორადი ავტომანქანები – წლიური 20%-26%, მაქსიმალური თანხა – 30.000 აშშ დოლარი.
|