"ყველაფერი, რაც ევროპელების მოთხოვნაა, ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "ყველაფერი, რაც ევროპელების მოთხოვნაა, ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება"
ნანახია: 797

ამ ხელისუფლების პირობებში, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას არ უნდა ველოდოთ

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი რომ სავალალო მდგომარეობაშია, ეს ახალი არ არის. არც ის არის უცხო, რომ კოდექსის განადგურებაში მთავარი როლი საქართველოში ეკონომიკის იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემ შეასრულა. მას შემდეგ მიმდინარეობს განუწყვეტლივი ბრძოლა, რომ კოდექსში ცვლილებები და შესწორებები შევიდეს.
საქართველოს შრომის კოდექსს საერთაშორისო ორგანიზაციამ "დისკრიმინაციული" უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო შესაძლოა ქვეყანას ევროკავშირთან შეღავათიანი ვაჭრობის ზოგადი სისტემა "ჯი-ეს-პი პლიუსი" ჩამოართვან.
ვალდებულებას საქართველოს ამჯერად უკვე ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც შეახსენებენ. შრომის კოდექსის დახვეწა ხელისუფლებისადმი ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნაა და გულისხმობს დაქირავებული პირების უფლებების დაცვას. საქართველომ ეს ვალდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო.
თუმცა, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მაგალითად "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი" და კომპანია "იუ ჯი თი"-ს გენერალური დირექტორი გიორგი ჭირაქაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი შრომის კოდექსი ლიბერალურია და მისი გამკაცრება არასწორი იქნება.
"დავფიქრდეთ, რას გამოიწვევს შრომის კოდექსის გამკაცრება, _ ეს გააძვირებს ჩვენს პროდუქციას და სერვისებს, რომლითაც ჩვენ შეიძლება ევროპულ ბაზარზე გავიდეთ. ევროპას კი უნდა საქართველოს ინტეგრაცია, მაგრამ მათ, პირველ რიგში, თავიანთი ბიზნესის დაცვა უნდათ და არა ქართულის. ჩვენ ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ბევრ რამეში მოვალთ წინააღმდეგობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ევროპელების მოთხოვნაა, მისაღებია ჩვენთვის. ასე რომ, მე გარკვეულ საკითხებში ევროპელებს არ ვეთანხმები. ლიბერალური შრომის კოდექსი, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევაა. თუ ჩვენ საბჭოთა კავშირის შრომის კოდექსზე გადავალთ, ერთადერთი, ვინც ამით დაზარალდება, არის საქართველო," _ აცხადებს ჭირაქაძე.
"ამ შემთხვევაში არ ვიხმარდი სიტყვა "გამკაცრებას", ეს უფრო ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაა. წარმოუდგენლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ შრომის კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება ხელს შეუშლის ბიზნესის განვითარებას და გააძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას. რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი კი დევს ამ განცხადებაში, რადგან, ჩემი აზრით, ამით გიორგი ჭირაქაძეს იმის თქმა უნდოდა, რომ მეწარმეები საქართველოში დაქირავებულებს არ აძლევენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც რეალურად უნდა მიიღოს ამ ადამიანმა კონკრეტული სამუშაოს შესრულებაში, ამის უფლებას მას კანონიც აძლევს და არსებული შრომის კოდექსიც. შესაბამისად, თუ შრომის კოდექსში შევა ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს მოსახლეობისთვის ელემენტარულ შეღავათებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებლების ხარჯების მცირედით გაზრდა. არსებული შრომის კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების უარყოფით ბიზნემესმენები აღიარებენ, რომ მათთან დასაქმებულ ხალხს აძლევენ არარეალურად დაბალ ხელფასს, რომლის გაზრდაც მოუწევთ, ასე ვთქვათ, "ობიექტური კანონმდებლობის" პირობებში, სხვა შემთხვევაში კი წარმოუდგენელია, რომ შრომით კოდექსში ევროპული სტანდარტის რაიმე ცვლილებებმა გამოიწვიოს პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა," - ასეთ კომენტარს აკეთებენ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია"-ში.
ექსპერტები კი არ დავობენ, რომ დასაქმებული, რომლის უფლებებიც სათანადოდ არის დაცული, გაცილებით მონდომებით ასრულებს თავის მოვალეობას და შრომის ნაყოფიერებაც იზრდება. შედეგად, იზრდება შექმნილი პროდუქციისა თუ გაწეული მომსახურების ხარისხიც. ამ ფაქტორს დიდი ყურადღება მიექცევა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის განხილვისას.
"ევროკავშირის პირდაპირ მოთხოვნას ქვეყნის ხელისუფლებისადმი წარმოადგენდა ის, რომ მომხდარიყო შრომის კოდექსის დახვეწა. ეს დაქირავებული პირების უფლებების დაცვას გულისხმობდა. საქართველომ ეს ვალდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო," - ასე ხსნის ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია მუდმივად სადავო და ასევე იგნორირებული თემით - შრომითი კოდექსით - ხელისუფლების მხრიდან ასეთ დაინტერესებას.
სხვათა შორის, როგორც ცნობილია, გაერთიანებულ პროფკავშირებს ცვლილებები არსებულ შრომით კოდექსთან დაკავშირებით უკვე მზად აქვს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შესწორებები ეტაპობრივად შევა ძალაში, პირველი ცვლილებები კი ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.
"პროფკავშირებში ცდილობს რაღაცას, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწევენ, ამ ბოლოს მაგალითად ცდა ჰქონდათ, როდესაც საქართველოს "ჯი-ეს-პი პლიუსის" შეჩერებით ემუქრებოდნენ, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ეს მოხდეს. ჩვენი აზრით, საერთოდ არ მოხდება შრომით კოდექსში რაიმე ცვლილება. ამის დასტური ისიც არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები უარყო. სანამ ხელისუფლებაში იტრიალებს ბენდუქიძის და მისი მიმდევრების აურა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არსებული შრომის კოდექსი არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას არ უნდა ველოდოთ," - აცხადებენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში"-ში.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48