"ჩვენ ჯერ კიდევ მაღალი რისკების მქონე ქვეყნად ვრჩებით" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "ჩვენ ჯერ კიდევ მაღალი რისკების მქონე ქვეყნად ვრჩებით"
ნანახია: 710

საქართველო საინვესტიციო ნათელი მომავლის ქვეყანა ვერ იქნება

"ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ინვესტორების საქართველოში დაბრუნებას" _ ასე ოპტიმისტურად არიან განწყობილი საქართველოს მთავრობაში, მაშინ, როდესაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინვესტიციების კლება როგორც სააქციო, ასევე სხვა კაპიტალშიც დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საგადასახადო ბალანსის შესახებ ინფორმაციის თანახმად კი საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მხოლოდ 92 179 200 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1,4-ჯერ, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5-ჯერ ნაკლებია. მსგავსი დაბალი მაჩვენებელი ინვესტიციების შემოდინების მიხედვით ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა.
ხოლო 2009 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 133 897 200 აშშ დოლარი მიიღო.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 26 200 900 აშშ დოლარი ენერგეტიკის სექტორში შემოვიდა. მეორე კვარტალში კი ეკონომიკური სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია უძრავი ქონების სფეროში 57 758 500 ლარი იყო.
ინვესტიციების კლების მიუხედავად, მთავრობა ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ უცხოელი ინვესტორები კვლავ დაინტერესებულნი არიან საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნით. მთავრობის ექვსთვიანი ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ მაღალია ეკონომიკური რწმენა, ბიზნესის, საზოგადოებისა და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს:"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად კომპონენტს."
ექსპერტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ნაწილი მთავრობის პროგნოზს ეთანხმება და ამის მიზეზად ევროპასა და მთელ მსოფლიოში რეცესიიდან გამოსვლის პროცესს ასახელებს, რაც მათი აზრით, ინვესტორების განწყობაზეც აისახება.
თუმცა ექსპერტთა ნაწილს"საინვესტიციო ნათელი მომავლის" ნაკლებად სჯერა. ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთვის მთავრობის განცხადებები გაუგებარია.
"რამდენადაც ვიცი, ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში საინვესტიციო პროცესების შეჩერებაში დაადანაშაულეს და ამ მიზეზით გაანთავისუფლეს. თუ ახლა აცხადებენ, რომ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში ბრუნდებიან, მინისტრს რაღას ერჩოდნენ?" _ აცხადებს ჯგერენაია.
მთავრობა თავს მას შემდეგ უფრო იმშვიდებს, რაც არაკომერციული რისკების დაზღვევის სააგენტომ, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, 1 სექტემბერს საქართველოსთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო, რომელიც მსოფლიო ბანკმა 1988 წელს დააფუძნა, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ახორციელებს პოტენციური ინვესტორებისათვის პოლიტიკური რისკების დაზღვევას, რათა დაიცვას ისინი ისეთი რისკებისგან, როგორიც არის ქონების ჩამორთმევა, კონტრაქტის დარღვევა, ვალუტის გადარიცხვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ომი და სამოქალაქო არეულობა.
თუმცა ჯერჯერობით 2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ის 10.9 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.
დღეისათვის საქართველო კვლავ მაღალი რისკების მქონე ქვეყანაა და ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი. ექსპერტთა აზრით კი ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
"საქართველო ჯერ კიდევ მაღალი რისკების ქვეყნად რჩება. ინვესტორებს გარანტია არ აქვთ, რომ საომარი მოქმედებები არ განახლდება, ამიტომაც იკავებენ თავს დაბანდებებისგან. ის უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც შესაძლოა უარი არ ეთქვათ საქართველოში ინვესტიციების განთავსებაზე, რუსეთის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ქცევის გამო, ამ ეტაპზე თავის შეკავებას ამჯობინებენ. მას ემატება ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში. ინვესტორებს არ აქვთ გამოთავისუფლებული აქტივები, რათა სხვა ქვეყნებში განათავსონ და მთელ რესურსებს უკვე არსებულ წარმოებაში მიმართავენ, არსებული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად", _ აცხადებენ ეკონომიკის ექსპერტები.
მიუხედავად ბოლო თვეებში მთავრობის ოპტიმისტური განცხადებებისა, რომ ეკონომიკაში გამოცოცხლება შეინიშნება, მანამ სანამ ინვესტიციების თუნდაც ძველი მოცულობა აღდგება, ალბათ, ბევრი წყალი ჩაივლის.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48