"მე მქონდა მოსაწვევი ამ ასოციაციისგან, მაგრამ თავი შევიკავე" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "მე მქონდა მოსაწვევი ამ ასოციაციისგან, მაგრამ თავი შევიკავე"
ნანახია: 804

რატომ არ გამოჩენილა გოგი თოფაძე საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზენტაციაზე

2 ოქტომბერს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" პრეზენტაცია გამართა. ამ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში მოქმედი ბიზნესმენები. შეხვედრაზე ბიზნესორგანიზაციების დიდი რაოდენობა იყო წარმოდგენილი. ასოციაციის ინიციატორების განცხადებით, ეს ბიზნესგაერთიანება იქნება ადგილი, სადაც ბიზნესმენებს შეეძლებათ ქვეყნის ხელისუფლებასთან ღია და გახსნილი საუბრების გამართვა. პრეზენტაციაზე, სხვა ბიზნესმენებს შორის, არ გამოჩენილა კომპანია "ყაზბეგი"-ს დამფუძნებელი გოგი თოფაძე. გაზეთი "ბ&ფ" დაუკავშირდა ბატონ გოგის, რათა გაერკვია მისი არყოფნის მიზეზი.
- ბატონო გოგი, იქმნება საქართველოს ბიზნესმენთა გაერთიანება, პრეზენტაციაზე სხვა ბიზნესმენებთან ერთად თქვენ არ გამოჩენილხართ, რატომ?
- მე სერიოზული პრობლემა მაქვს, გარდამეცვალა უახლოესი ადამიანი, ჩემი სიძე ოთარ ჭილაძე და ეს დღეები მე იქ ვარ.
- გქონდათ თუ არა შემოთავაზება ამ ასოციაციის შექმნის ინიციატორებისაგან და ზოგადად რა მოლოდინები გაქვთ ამ ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით?
- მე მოსაწვევი მქონდა მიღებული და თვითონ შევიკავე თავი. მთავარი არ არის ასოციაციის შექმნა. იყო ასეთი რამდენიმე შემოთავაზება, შეიქმნა, მაგრამ არანაირი ეფექტი არ ჰქონია. საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ უწევს ანგარიშს ჩვენთვის მიუღებელ კანონებს, რომელიც ნამდვილად ვერ წაადგება წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნეობას განსაკუთრებით. ამ ასოციაციებში ძირითადად გაწევრიანებულები არიან ნომენკლატურული ფირმის წარმომადგენლები. უშედეგო იქნება, მე ასე მგონია.
- თქვენი აზრით, რა უნდა იყოს მსგავსი ასოციაციის საქმიანობის მთავარი ორიენტირი, რა არის დღევანდელი ქართული ბიზნესგარემოს მთავარი პრობლემები?
- ხელისუფლების პოზიციის შეცვლა, რათა საბოლოოდ უნდა განისაზღვროს, რა ფუნქცია აქვს პლანეტაზე ჩვენს ქვეყანას, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ და დავასაქმოთ ჩვენი ხალხი, რა გარიგებებს შევუწყოთ ხელი. ეს უნდა გამოიკვეთოს და უნდა შეღავათები გაუკეთდეს იმას, ვინც ცდილობს, რომ რაღაცა გააკეთოს ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების არაერთ მაგალითზე დავინახეთ, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება უცხოელების რეკომენდაციებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს. ყველა უყურებს ჩვენ ქვეყანას თავისი ინტერესების მიზნიდან. ამან მოიტანა ეს სავალალო შედეგები და ეს Pღ-კომპანიები, რომ რაღაც მე-11 ადგილზე ვართ მსოფლიოში და გავასწარით სხვა ქვეყნებს, ეს ყველაფერი არის საბავშვო ბაღის თემა. საქართველოს ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში -- საგარეო ვალები იზრდება, საშინაო ვალები იზრდება, იმპორტ-ექსპორტს შორის უარყოფითი სალდო კატასტროფულად იზრდება. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ეკონომიკა კვდება. თუ ამას ჩვენი კანონმდებლები, ჩვენი ხელისუფლება არ მიიღებს ქვეყნის სატკივარ საკითხად, მაშინ ვერც ერთი ბიზნესასოციაცია ვერ შეძლებს, რომ ხელისუფლებას და კანონმდებლებს გადაადგმევინოს ის ნაბიჯი, რომელიც წაადგება საქართველოს ეკონომიკას.
- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თქვენი ბიზნესის გარკვეული ნაწილი ყაზახეთში გადაგაქვთ, რა ეტაპზეა ეს პროცესი?
- არ გადამაქვს, მე არ მინდა, რომ ასე იყოს დაყენებული საკითხი. კი არ გადამაქვს, ჩვენ უახლოეს ხანებში ფილიალს ვხსნით უკრაინაში და შემდგომ თვის ბოლომდე ყაზახეთში. ჩვენ იქ ვაპირებთ პროდუქციის ჩამოსხმას. ამას რამდენიმე მიზანი აქვს - მოთხოვნილება ნატურალურ პროდუქტზე ქვეყნებში იზრდება. ცნობილია, რომ `ყაზბეგს~ მხოლოდ ნატურალური პროდუქტი აქვს .უკრაინაში. ჩვენ ამ თვეში გავხსნით ერთ ფილიალს, უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ჩვენი ექსპერტები იქ მუშაობენ, ალბათ, უახლოეს ხანებში იქნება პრეზენტაცია. საკმაოდ სოლიდური პარტნიორები გვყვავს, შესაბამისად, უკრაინიდან უკვე გავალთ რუსეთზე. ჩვენ ძალიან დიდი ბაზარი გვეჭირა რუსეთში, ფილიალები გვქონდა მოსკოვსა და პეტერბურგში. საქართველო-რუსეთის ომამდე კომპანია "ყაზბეგი" კრემლის ოფიციალური მიმწოდებელი იყო. რაც შეეხება უკრაინას, აქ 20 000 000 ბოთლი ჩამოისხმება. აქედან ნახევარზე მეტი, ალბათ, გავა რუსეთში, ჩვენ პროდუქციას იქ კარგად იცნობენ. რაც შეეხება ყაზახეთს, იქაც საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენ პროდუქციაზე. თვის ბოლომდე ვაპირებთ ალმა-ატაში ფილიალის გახსნას, და თუ გნებავთ, დაგპატიჟებთ ჟურნალისტებს ,წაგიყვანთ პრეზენტაციაზე და განახებთ, რამდენად კარგად მიდის ჩვენი ბიზნესი. კომპანია "ყაზბეგ"-ს კი არ გადააქვს თავისი ბიზნესი სხვა ქვეყნებში, არამედ იგი აფართოებს მის არეალს.

ელინა აივაზოვა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48