ნანახია: 1011
"საქართველოს ბანკმა" ბანკში ცვლილებებისა და მმართველ გუნდში ახალი დანიშვნების შესახებ განაცხადა, რომელიც ეხება როგორც "საქართველოს ბანკს", ისე მის ბანკებს უკრაინასა და ბელოორუსში. ბანკში განხორციელდა რამდენიმე შიდა დაწინაურება და გუნდს ასევე შეემატა დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე რამდენიმე პროფესიონალი. 15 ნოემბრიდან, "საქართველოს ბანკს" ეყოლება გენერალური დირექტორის ახალი მოადგილე, კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში, ბატონი არჩილ გაჩეჩილაძე. ამ პოზიციაზე, ბატონი არჩილი რამაზ კუკულაძეს შეცვლის, რომელიც მოღვაწეობას "გაერთიანებულ ქართულ ტელეკომში" განაგრძობს, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტზე. ბატონი კუკულაძე რჩება "საქართველოს ბანკის" მფლობელობაში მყოფი სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. არჩილ გაჩეჩილაძეს აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილების არაერთი წელი. "საქართველოს ბანკში" გადმოსვლამდე, ბატონი გაჩეჩილაძე, 2008 წლის აგვისტოდან მუშაობდა "თი ბი სი ბანკში" გენერალური დირექტორის მოადგილედ კორპორატიული სესხების რესტრუქტურიზაციის მიმართულებით. საქართველოში დაბრუნებამდე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა, Lehman Brothers ლონდონში, Salford Equity Partners,EBRD თბილისსა და ლონდონში და KMPG Barents. ბატონი გაჩეჩილაძე სერტიფიცირებული ფინანსური ანალისტია და ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს წარჩინებით, კორნელის უნივერსიტეტიდან (Cornell University). "საქართველოს ბანკის" დირექტორატში შეიქმნა ახალი პოზიცია – გენერალური დირექტორის მოადგილე საერთაშორისო საბანკო საქმიანობის დარგში. ამ პოზიციაზე დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია, რომელიც "საქართველოს ბანკში" "თიბისი ბანკიდან" გადმოვიდა, სადაც ის მსახურობდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ბატონი შურღაია უხელმძღვანელებს ბანკის საერთაშორისო საბანკო ოპერაციებს და დაიკავებს ბელარუსული ბანკის, "ბნბ-ს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. ამ თანამდებობაზე ის შეცვლის ბატონ ტარიელ გვალიას, რომელიც ამ პოზიციას ტოვებს ვადის გასვლისას, 2009 წლის დეკემბერში. ბატონი შურღაია ასევე დაინიშნება უკრაინული"`ბგ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ბატონი ნიკოლოზი განთავსდება მინსკში. ნიკა შურრაიას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში. მათ შორისაა EBRD ლონდონში და ABN AMRO–ს ოფისი მოსკოვში. ბატონი ნიკოლოზი ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ლონდონის ბიზნეს სკოლიდან (LBS). ბატონი ნიკა მჭიდროდ ითანამშრომლებს ბატონ კოტე წერეთელთან, რომელიც "საქართველოს ბანკში" 2006 წლიდან მოღვაწეობს და საცალო საბანკო საქმიანობის თანადირექტორის პოსტი ეკავა. მოხდა ბატონი კოტეს დაწინაურება და ის დაინიშნა "ბნბ-ს" გენერალურ დირექტორად. კიდევ ერთი დაწინაურება, საერთაშორისო ოპერაციების კუთხით, არის თორნიკე გოგიჩაიშვილის დანიშვნა საერთაშორისო საბანკო საქმიანობის ხელმძღვანელად. ბატონი თორნიკე ასევე შეითავსებს "ალდაგი ბისაის" კურატორობას "საქართველოს ბანკის" მხრიდან. ბატონი გოგიჩაიშვილი 2009 წლის ივლისამდე "ბგ ბანკის" ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებდა. ბელარუსში მოღვაწე გუნდში ერთ მნიშვნელოვან მატებას წარმოადგენს ბატონი სეიდ დევდარიანი, რომელიც დაინიშნა გენერაურლი დირექტორის მოადგილედ და გაუძღვება მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს. ბატონ სეიდი ფლობს საბანკო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებას, მათ შორის ბელორუსში სადაც მას გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა "მცირე ბიზნესის ბელარუსის" ბანკში. ასევე აზერბაიჯანში, სადაც ის "საოკკრედიტის" გენერალურ დირექტორად მუშაობდა. სეიდი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ShoreBank Advisory Services-ში, სხვადასხვა ქვეყანაში: კარაჩი, პაკისტანი, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ბატონი დევდარიანი ფლობს მაგისტრის ხარისხს სტრატეგიულ მენეჯმენტში, კელის ბიზნეს სკოლისგან (Kelley Business School), ინდიანას უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულის დიპლომს "სტონიერ საბანკო საქმის სკოლისგან" (Stonier Graduate School of banking, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისგან და დიპლომს ბანკის ფინანსურ მართვაში "ამერიკის საბანკო საქმის ინსტიტუტისგან". შიდა დაწინაურება განხორციელდა "ბგ ბანკშიც" სადაც გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი მურთაზ კიკორია დაინიშნა, რომელიც "საქართველოს ბანკში" 2008 წლის აგვისტოდან შესაბამისობის უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა. ასევე, ბატონი გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც "ბგ ბანკის" ფინანსების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, დაინიშნა ამ რისკების დირექტორად. "ბგ ბანკის" მენეჯმენტის გუნდში ახალი სახეა ბატონი მიხეილ მურცხვალაძე, რომელიც დაინიშნა ფინანსურ დირექტორად. ბატონი მურცხვალაძე ბანკს "ბრითიშ ამერიქან თობაქოდან" შემოუერთდა, მანმადე კი "თიბისი ბანკში" მუშაობდა.
|