ნანახია: 1073
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიები აქტიურად მუშაობენ IPTV–ს (IP Television) განვითარებაზე. IPTV-ციფრული ინტერაქტიური ტელევიზიაა, რომლის სიგნალიც აბონენტს IP ქსელის საშუალებით მიეწოდება. ეს ტექნოლოგია საქართველოშიც ხდება ხელმისაწვდომი. Novus –ის ჯგუფის დ ასს "გაერთიანებული ტელეკომის" პარტნიორობის შედეგად პირველად საქართველოში ციფრული და HD ტელევიზიას Novus TV ჩაეყარა საფუძველი. TV პროექტის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა მოახდინა Novus –ის ჯგუფმა, ხოლო "გაერთიანებული ტელეკომი" მისი კონტენტის განვითარებაზე მუშაობდა. "ჩვენ ავირჩიეთ "გაერთიანებული ტელეკომი", რადგან სწორედ მათ აქვთ ყველაზე ფართო, მაღალსიჩქარიანი ქსელი მთელ საქართველოში – მოქნილი, სტაბილური, თანამედროვე და აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი – განაცხადა Novus –ის გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა. `ციფრული ინტერაქტიული ტელევიზიის პროექტისთვის მზადება ერთი წლის წინ დავიწყეთ, განხორციელდა ქსელის მოდერნიზაცია, შეიქმნა ინფრასტრუქტურა სრულიად ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, ისეთის, როგორიცაა IPTV. სატესტო რეჟიმში ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოცდა ასამდე აბონენტზე, რომელმაც წარმატებით ჩაიარა" - განაცხადა ნიკა ჭიაურელმა, `გაერთიანებული ტელეკომის~ ინტერნეტ და IPTV პროექტების განვითარების დირექტორმა. "გაერთიანებული ტელეკომი" აბონენტებს Novus TV-ს მომსახურეობას ინდივიდუალური პაკეტების სახით მიაწვდი. ტექნოლოგიიდ ინტერაქტიულობა აბონენტებს აძლევთ საშუალებას შექმნან და მოირგონ საკუთარი პაკეტი, ისარგებლონ ონლაინ ვიდეოთეკით, შეაჩერონ და უკან გადაახვიონ მიმდინარე ტელეპროგრამა. მომხმარებელს პირველ ეტაპზე ახალი ტექნოლოოგით ასამდე არხს, მათ შორის სამი HD არხის მიღებას შეძლებს. კომპანიის მოლაპარაკებები სხვადასხვა უცხოურ არხებთან (მაგ., Time, Warner, Univesal, Disney, და სხვა) ახლაც მიმდინარეობს, რადგან კონტენტი იყოს ლეგალური, ლიცენზირებული და მაღალი ხარისხის. უახლოეს მომავალში იგეგმება არხების დამატებაც. პაკეტის მინიმალური საფასური 15 დოლარის ექვივალენტი ლარში, მაქსიმალური კი 35 დოლარის ექვივალენტი ლარში ეღირება. აბონენტები თავად შეარჩევენ მათთვის სასურველ პაკეტს. ტექნოლოგიის უნიკალურობა საშუალებას იძლევა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. მაყურებელი თავად ირგებს ტელევიზიას, შეუძლია დააპაუზოს ცოცხალი ეთერი, გადაახვიოს რამდენიმე დღის წინ გასული გადაცემები და მიიღოს ინფორმაცია მისთვის სასურველ დროს. პირველ ეტაპზე სერვისი აბონენტებს ლიმიტირებულ რაოდენობას მიეწოდება, ხოლო ქსელის მოდერნიზაციის დამთავრების შემდეგ მოხდება მთელ საქართველოზე მომსახურობის შეთავაზება. პირველად საქართველოში მხოლოდ "გაერთიანებული ტელეკომის~ აბონენტები მთელი საქართველოს ამსშტაბით შეძლებენ Thriple Play–ს, ტელეფონის, ინტერნეტისა და TV-ს ერთიანი პაკეტის სახით მიღებას.
|