ნანახია: 1168
2 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციამ პრეზენტაცია გამართა. ინიციატორებმა მოწვეულ ბიზნესმენებს ასოციაციის მომავალი გეგმები გააცნეს და თითოეულ მათგანს გაწევრიანება შესთავაზეს. ასოციაციის მთვარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. იგეგმება თანამშრომლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს ასოციაციებთან, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყნებში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ბიზნეს ორგანიზაციების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეებმა ერთხმად მოიწონეს ახალი ასოცოაციის შექმნის ინიციატივა: “_ჩვენი მთავარი მიზანი პრობლემების ძიება და შემდეგ მისი სახელმწიფოს წინაშე წარმოჩინება არ უნდა იყოს. ჩვენ გარკვეული როლი უნდა ვითამაშოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”_ განაცხადა შეხვედრაზე თემურ ჭყონიამ. ასოცოაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით კი ეს გაერთიანება იქნება ადგილი, სადაც იქნება ღია და გახსნილი საუბრები ბიზნესმენებსა და სახელმწიფოს შორის. სადამფუძებლო ყრილობა 8 ოქტომბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება. სწორედ აქ გაირკვევა იმ ბიზნესმენების ვინაობა, ვინც გართიენდება ამ ასოციაციაში. აქვე აირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს, პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს.
|