კანონი კანონისთვის, ანუ "ვნახოთ, იქნებ გაამართლოს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : კანონი კანონისთვის, ანუ "ვნახოთ, იქნებ გაამართლოს"
ნანახია: 807

15 ოქტომბრიდან საქართველოში მედიკამენტების შემოტანა მარტივდება. კანონპროექტი, რომელიც ორიოდ კვირაში შევა ძალაში, პარლამენტმა აგვისტოში მიიღო და იგი რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს. ანუ, თუ ადრე რეგისტრაციას ერთი თვე სჭირდებოდა, ახლა ეს დრო ერთ კვირამდეა დაყვანილი. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტრო იმ ქვეყნების სიაზე მუშაობს, საიდანაც წამლები ყოველგვარი ლაბორატორიული ექსპერტიზის გარეშე შემოვა. მხოლოდ მათი დოკუმენტების ადმინისტრაციული შემოწმება ჩატარდება.
როგორც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები განმარტავენ. კანონპროექტის მიზანია, შექმნას კონკურენტული გარემო საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც თავის მხრივ მედიკამენტებზე ფასების დაწევას შეუწყობს ხელს. არავინ იცის მართლაც მოხდება ეს ასე თუU არა, მაგრამ მანამდე სხვა პრობლემა იჩენს თავს. კერძოდ ის, რომ იზრდება საქართველოში უხარისხო წამლების შემოსვლის საფრთხე. ამ საკითხთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ქეთევან ნიკოლიშვილს ვესაუბრეთ, - `თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონი ბაზარზე, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ აუცილებლად მოხდება - გაიზრდება შემოსული მედიკამენტების ნომენკლატურა, რაც ბაზარზე მეტ კონკურენციას გამოიწვევს. ამან კი, შესაძლოა, გარკვეულწილად შეამციროს ფასები. რაც შეეხება წამლების ხარისხს, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პირველი საშუალება არის წამლის ლაბორატორიული შემოწმება. რამდენად გაეწევა კონტროლი წამლის ხარისხს გამარტივებული რეგისტრაციის პირობებში, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცაღა, ვიმედოვნებ, რომ გამარტივებული წესით დაიშვებიან ძირითადად დასავლეთ ევროპული, ამერიკული და იაპონური კომპანიები. თუ სიაში აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა იქნა შესული, არაა გამორიცხული, რომ ხარისხის მხრივ პრობლემა მართლაც შეიქმნას. თუმცა ვნახოთ, იქნებ კანონმა მართლაც გაამართლოს". ე.ი. კანონის შედეგები (რომელიც შესაძლოა სავალალოც კი აღმოჩნდეს), "დრომ უნდა გვიჩვენოს" და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ სანამ "დრო გვიჩვენებს", მანამდე შესაძლოა აფთიაქები უხარისხო მედიკამენტებით გაივსოს. ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ ქვეყნების და კომპანიების სინდის-ნამუსზეა დამოკიდებული, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები შემოვა. გამოდის, რომ ამ კანონპროექტის სახით მთავრობა კიდევ ერთ ცდას ატარებს, საცდელი ვირთხის როლში კი ამ შემთხვევაშიც მოსახლეობაა.
ახალი კანონპროექტის შესახებ კომენტარი პარლამენტარ გიგი წერეთელსაც ვთხოვეთ, - `ჩვენ მივიღეთ დამატებები კანონში, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს, რამაც შესაძლოა წამლებზე ფასების დაწევა გამოიწვიოს. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბაზარი მონოპოლისტურია, მაგარმ იქ არც თუ ისე ბევრი მოთამაშეა, განსაკუთრებით მსხვილი მოთამაშეები და ყოველთვის არის საშიშროება იმისა, რომ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმებაც მოხდეს და გარდა ამისა, სხვა კომპანიებს იმის სურვილი აღარ გაუჩნდეთ, რომ მედიკამენტები უფრო დაბალ ფასებში შემოიტანონ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცვლილებები კიდევ უფრო ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის და კომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ საყოველთაო აღიარება. რაც შეეხება ფასებს, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სწრაფად იმოქმედებს ეს კანონი მასზე, მაგრამ შესაძლებელია კონკურენციის გაზრდამ, შედარებით უფრო შორ პერსპექტივაში, ფასების დაწევა გამოიწვიოს. ახლა ფასები მედიკამენტებზე ნამდვილად მაღალია. ზოგიერთი წამალი ჩვენთან უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში".
მართალი, ბატონი გიგი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მონოპოლისტურად არ მიიჩნევს და რეალურად ეს ასეცაა, რადგან მონოპოლია ფიქსირდება მაშინ, როცა რომელიმე კომპანია აკონტროლებს ბაზრის მესამედს, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლისას კი ეს დოკუმენტალურად არ ფიქსირდება, თუმცა მხოლოდ დოკუმენტალურად და თეორიულად, პრაქტიკულად კი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მთლიანად განაგებს სამი ფარმაცევტული კომპანია, რომელთაც მედიკამენტები შემოაქვთ კიდეც, ყიდიან კიდეც, აწარმოებენ კიდეც და საავადმყოფოებსაც კი ხსნიან და კურირებენ. ბაზარზე ფასებსაც ისინი აწესებენ და მათ მიერ დაწესებული ფასები, სწორედაც მონოპოლისტური რომაა, ამაში ყველა რწმუნდება ნებისმიერ აფთიაქში შესვლისთანავე. ნებისმიერს იმიტომ ვამბობ, რომ ამ სამი კომპანიის აფთიაქებში წამლის ფასები ფაქტიურად იდენტურია. ეს ფასები კი იმაზე ათჯერ მეტია, ვიდრე წამლის თვითღირებულება. მაშ ასე, კომპანიები შეხმატკბილებულად, ჭკვიანურად მოქმედებენ და ამაში ხელს არც მთავრობა უშლის, ვინაიდან ქვეყნის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. დაზარალებული კი ისევ ხალხია, რომელიც წამალში კატასტროფულად მაღალ ფასს იხდის!
კიდევ ერთი სიახლე, რასაც ზემოთხსენებული კანონპროექტი მოიტანს, ისაა, რომ ამიერიდან ურეცეპტოდ გასაცემი წამლები აფთიაქების გარდა, სუპერმარკეტებსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებშიც გაიყიდება, იმ შემთხვევაში, თუ იქ შესაბამისი პირობები იქნება. წამლის ხარისხსა და სანდოობაზე პასუხისმგებელი კი თავად სუპერმარკეტის მეპატრონეა. გამარტივდება ფთიაქის გახსნაც (გარდა იმ აფთიაქებისა, რომლებიც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს ყიდიან). როგორც ბატონი გიგი განმარტავს, კანონით გამარტივდა ბევრი რამ, რაც ამ სფეროში ბიზნესის წამოსაწყებად და აქტივობისთვისაა საჭირო.
ეს ყველაფერი ისევ იმ დიად მიზანს - ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას ემსახურება, რამაც შემდგომში ფასების დაწევას უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი "მაგრამ": როცა კომპანიას არ უჭირს არც მედიკამენტების შემოტანა, არც მათი რეალიზება, საცალო და საბითუმო ქსელის მოწყობა, წარმოებაც კი, რატომ გაუჭირდება იმ სავაჭრო ობიექტების გაკონტროლება, სადაც წამლები გაიყიდება? როცა სამი გიგანტური კომპანია ქმნის ამინდს ფარმაცევტულ ბაზარზე, რატომ გაიფუჭებს ჩონგურივით აწყობილ საქმეს ორიოდ მარკეტის გამო? შეცვლის კი ეს კანონპროექტი რეალურად არსებულ სიტუაციას? ამ კითხვებზე ბატონმა გიგი წერეთელმა შემდეგნაირად გვიპასუხა "თეორიულად ბევრი რამაა შესაძლებელი,. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფარმაცევტული ბაზარი, დღევანდელი მდგომარეობით უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე კანონის მიღების შემდგომ. ჯერ-ჯერობით, ჩვენთან ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობა არ არის ძლიერი, ბაზარი თავად არეგულირებს თავის თავს, მაგრამ სამომავლოდ გეგმაში გვაქვს ამ კანონმდებლობის შექმნა. საქართველოში მეტრად ლიბერალური კანონმდებლობაა და სწორედ ამითაა ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი. როდესაც კანონს ვწერთ, რა თქმა უნდა, შედეგზე ვართ ორიენტირებულები, მაგრამ ამ შედეგს მომავალში დავინახავთ".
გამოდის, რომ ხელისუფლებამ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთა და მიიღო კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლის არც არარსებობით გვაკლდებოდა რამე და არც არსებობით შეგვემატება. მაშინ, როცა რეალური ცვლილებები ამ სფეროს (და არა მარტო ამ სფეროს) ჰაერივით სჭირდება. თუმცა, "ვნახოთ, იქნებ გაამართლოს"...

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48