რა ზემოქმედება იქონია "რედისონის" გახსნამ სხვა სასტუმროების მუშაობაზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რა ზემოქმედება იქონია "რედისონის" გახსნამ სხვა სასტუმროების მუშაობაზე
ნანახია: 893

საბჭოთა "ივერიის" ადგილას დღეს უკვე მსოფლიო კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Sas Iveria დგას, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 სექტემბერს ოფიციალურად გახსნა.
1960 წელს აშენებული "ივერიის" ნაცვლად მსოფლიო კლასის სასტუმროს მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, მანამდე კი 12 წლის განმავლობაში სასტუმროში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. გამოსახლების ნაცვლად ინვესტორმა თითო ოჯახს 7 ათასი დოლარი საკომპენსაციო თანხა გადაუხადა.
პროექტში ქართულმა კომპანიამ "სილქროუდ ჯგუფმა" 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, დეველოპმენტს კი კომპანია Development Molutions - ი ახორციელებდა. სასტუმროში სულ 210 ნომერია, ნომრის ღირებულება 2580-დან 700 დოლარამდე მერყეობს.
გაუწევს თუ არა კონკურენციას "რედისონი" თბილისში არსებულ საერთაშორისო სტანდარტების სხვა სასტუმროებს? ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" აცხადებენ, რომ "რედისონი" მათთვის სერიოზული კონკურენტია. მათი მენეჯმენტის თქმით, სასტუმროების ბაზარზე კონკურენცია იზრდება და ამის გამო უახლოეს პერიოდში "მეტეხი" სრულ რეკონსტრუქციას გეგმავს. აქ დღეისთვის სულ 140 ნომერია და ნომრის მაქსიმალური ღირებულება 275 დოლარია, ეს კი მათი განცხადებით სასტუმროსთვის, თანაც ხუთვარსკვლავიანისთვის და თანაც "რედისონის" ფონზე, საკმაოდ დაბალი და ქართულ რეალობას მორგებული ფასია. "შერატონი" ამიერკავკასიაში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც 1991 წელს აშენდა და დღეს `რაკ ჯორჯია ჰოლდინგის~ საკუთრებაა და მას ამერიკული "შერატონი" მართავს.
სასტუმრო "თბილისი მერიოტი" კი "რედისონის" გახსნის გამო კლიენტურის ნაკლებობას არ უჩივის და აცხადებს, რომ "რედისონი" მათთვის კონკურენტს არ წარმოადგენს, ვინაიდან ის სულ სხვა სტილისა და ფორმატის სასტუმროა და მისი გახსნის გამო მათ პრობლემები ჯერ არ შექმნიათ. `ჩვენ კლიენტურის რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით, ჩვენი სასტუმროს ნომრები ყოველთვის გადატვირთულია, "რედისონი" უბრალოდ ახალია და მისი აფიშირება უფრო ამიტომ ხდება Dდღესდღეობით, თორემ ჩვენ ნამდვილად არ ვუჩივით მისი გახსნის გამო კლიენტურის შემცირებას არც "თბილისი მერიოტში" და არც "ქორთიარდში", ბუნებრივია, იქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ამაში გასაკვირი არც არაფერია, მაგრამ ჩვენ ჩვენი კლიენტი არ დაგვკლებია ამის გამო. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოხვიდეთ და ნახოთ ის სია, სადაც ჩამოწერილია ყველაფერი, რაც ხდება იმ დღეს ჩვენთან. "რედისონი" მთლიანად სხვა სტილის და ფორმატის სასტუმროა, სხვა დატვირთვა აქვს, ჩვენი კი სრულებით განსხვავებულია. ამიტომ შედარება რთულია. რაც შეეხება რეკონსტრუქციას, ის "თბილისი მარიოტს" სულ ახლახანს ჩაუტარდა და შესაბამისად, ამის საჭიროება არ არსებობს", – განაცხადეს "თბილისი მერიოტის" პიარ-სამსახურის წარმომადგენლებმა.
ოფიციალური სტატისტიკით კი თბილისში სულ 92 სასტუმროს ტიპის დაწესებულებაა, ქვეყნის მასშტაბით კი ეს ციფრი 338 შეადგენს. 2008 წელს სასტუმროების მომსახურებით 260 მილიონ ადამიანზე მეტმა ისარგებლა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24 მილიონით გაიზარდა და ჯამში 138 მილიონი ლარი შეადგინა. დღეისთვის სასტუმროების ბიზნესში 4237 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქვეყანაში არსებული სასტუმროებიდან რამდენია ორ, სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი, ამის შესახებ სტატისტიკის დეპარტამენტი ინფორმაციას არ ფლობს.
თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48