"მთავრობა ბიუჯეტის ძალოვანი ბლოკადით შევსებას ცდილობს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "მთავრობა ბიუჯეტის ძალოვანი ბლოკადით შევსებას ცდილობს"
ნანახია: 629

საქართველოს მთავრობის მიერ "ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე" მუშაობის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მყისიერი არ იქნება. ზოგიერთი ღონისძიება 2010 წლის პირველ კვარტალში, ნაწილი კი 2-3 თვის განმავლობაში გამოიღებს შედეგს". ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგ ჩნდება კითხვა: სად არის გილაურის მიერ დაპირებული ეკონომიკის გამოცოცხლება? ამ კითხვაზე ეკონომიკის ექსპერტთა პასუხები ასეთია: "ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების კომპლექსური გეგმა არ გააჩნია, ხოლო მისი ეკონომიკური ნაბიჯები ფრაგმენტულია და პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა გათვლილი." ამ საკითხთან დაკავშირებით "ბ&ფ" "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი იაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, მთავრობამ ივნისის თვეში ახალი სტიმულირების პაკეტი წარმოადგინა, მაშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი შედეგს უკვე 2-3 თვეში მოიტანდა. მას შემდეგ 3 თვე გავიდა. როგორ ფიქრობთ, მოახდინა თუ არა გავლენა მართლაც ამ პაკეტმა ქვეყნის ეკონომიკაზე და არსებობს თუ არა ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნები?
- ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებაა, მას არ უყვარს ზოგადი საუბარი, იგი ყოველთვის ორიენტირებულია კონკრეტიკაზე. მაკროეკონომიკური ანალიზის, ეროვნული ბანკის საიტზე დადებული სტატისტიკის საფუძველზე ჯერ ხელშესახები შედეგი აშკარად არსად ჩანს, პირიქით, ტენდენცია ეკონომიკის შემცირებისკენ უფრო იგრძნობა. ჩემეული ხედვით, ჯერ-ჯერობით, ვერანაირი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.
- რატომ არის მთავრობის მიერ შემუშავებული სტიმულირების პაკეტის გეგმა უშედეგო? იქნებ თვითონ გეგმის იდეა არ იყო შედეგზე ორიენტირებული?
_ გასაგებია, რომ მთავრობა, განსაკუთრებით კი კრიზისულ პერიოდში, მოწოდებულია იმისთვის, რომ აქტიური ქმედებები განახორციელოს, გარკვეული მოქმედებების გეგმა შეიმუშაოს, რომელმაც ზემოქმედება უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამას აკეთებს მთელი მსოფლიო ჩილედან დაწყებული იაპონიით დამთავრებული და როგორც ჩანს, კარგადაც აკეთებენ, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე აშკარად გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება, ამას გვიჩვენებს როგორც სააქციო სტოპმარკეტები, ასევე დინამიკა, ეკონომიკის ზრდის ტემპები და ა. შ. და ამ ქვეყნებში არის უკვე ოპტიმისტური განწყობილება, რომ ვარდნის ქვედა პიკი განვლილია და ახლა აღმავალი ტენდენციაა. ამ ქვეყნების მთავრობებმა გამოდის, რომ სწორი ტენდენცია შეარჩიეს და სწორი ნაბიჯები გადადგეს.
- როგორ ფიქრობთ, საქართველოში ამ პროგრამას შესაბამისი ხელშეწყობა რომ ჰქონოდა, გაამართლებდა?
- რა თქმა უნდა, გაამართლებდა. ამ პროგრამამ ხომ მთელს მსოფლიოში გაამართლა, მაგრამ მოდით დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის კრიზისი. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის კრიზისამდე პერიოდში დამყარებული ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რაზეც გარკვეული ფაქტორები ახდენს ზეგავლენას. კრიზისის დროს კი შოკური ზეგავლენა ხდება და ბალანსი მკვეთრად იკლებს. კრიზისამდე და კრიზისის პერიოდში არსებული მოხმარება არის მკვეთრად განსხვავებული და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ორ ეტაპად უნდა დავყოთ: დღევანდელი ვითარება, ანუ მწვავე კრიზისის პერიოდი და პოსტკრიზისული პერიოდი. როდესაც დარღვეულია მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე, ანუ მოთხოვნა არის საგრძნობლად შემცირებული, იმისთვის რომ ეკონომიკის სტატუსკვო აღვადგინოთ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ მოხმარების სტიმულირებაზე. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმ მიზეზებზე, რომელიც მისი ქვეყნის მოსახლეობას გააჩნია. მთელი მსოფლიო სწორედ ამას აკეთებს. მოხმარების სტიმულირებისთვის ეკონომიკურმა მეცნიერებამ მოიფიქრა ორი გზა: ფისკალური და მონეტარული მეთოდები. ფისკალური მეთოდებია, მაგალითად, გადასახადების შემცირება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში გადასახადები მართლაც მინიმუმამდეა შემცირებული, ანუ მოხმარების სტიმულირების ფისკალური თვალსაზრისიდან გამომდინარე, გადასახადების შემცირება ძალიან კარგია. ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი არის ასევე ფისკალური სახელმწიფო ხარჯები, მაგალითად გზების რემონტი და ინფრასტრუქტურის შექმნა, ესეც ძალიან კარგია. მაგრამ არსებობს მონეტარული მეთოდები და სწორედ აქ ვხვდებით იმ სერიოზულ პრობლემებს, რაც გააკეთა მთავრობამ. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის 250 მლნ ლარის ამოღება ბანკებიდან, ზოგადად ეს ინფლაციური პროცესია, მაგრამ როდესაც ეკონომიკა იმყოფება რეცესიის პერიოდში, თვალსაჩინოდ ჩანს, რომ მზადდებოდა დეფლაციური პროცესი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფულის მიწოდების ზრდა ეკონომიკისთვის არ არის ინფლაციის თვალსაზრისით საშიში და ეს ნიშნავს მოსახლეობის კრედიტის ხელმისაწვდომობას, რომ რაღაც აქტიური გააკეთოს. ადამიანი მიდის ბანკში და იქ ფული აღარ ხვდება, რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფომ გამოუშვა ფასიანი ქაღალდები, ე.წ. სახაზინო ვალდებულებები და ბანკებმაც იყიდეს სახელმწიფოს ეს ვალდებულებები. ამით ბანკებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოსავალი კი ნახეს, მაგრამ მოსახლეობა ისევ პრობლემებში დარჩა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ კი გადადგა ერთი სწორი ნაბიჯი წინ _ ფისკალური ხარჯები შეამცირა და სახელმწიფო ხარჯები გაზარდა, მაგრამ მერე ისეთი ნახტომი გააკეთა უკან, რომ ბალანსი უარყოფითი გამოვიდა და შედეგზე ეს ვერც აისახებოდა. სწორედ ეს არის ის "სახელმწიფო სტიმულირების პაკეტი", რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა. ერთი ხელით გაკეთებული საქმის მეორე ხელით გაფუჭება ლოგიკის ფარგლებში არ ჯდება და ჯამში, საქმეც არ გამოდის და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში სიტუაციაც არ იცვლება.
კრიზისამდე პერიოდში ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ქვეყანა იყო მოხმარებაზე ორიენტირებული, ანუ ჩვენი ეკონომიკა არაფერს არ ქმნის. თუ ჩავიხედავთ მაკროეკონომიკაში, დავინახავთ, რომ 2006 წელს მოხმარების დონე ქვეყანაში 96% აღწევდა. ე. ი. ჩვენი შემოსავლის 96% იმთავითვე დავხარჯეთ, არ დავზოგეთ, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციები არ განვახორციელეთ, განვითარება არ მოვახდინეთ. აქედან გამომდინარე, ჩანდა, რომ ჩვენ აუცილებლად მივადგებოდით კრიზისს. ძალიან საინტერესოა ფინანსური პოლიციის გაძლიერება, რომელსაც მთავრობა გეგმავს. იმისთვის, რომ სახელმწიფოს ხარჯები არ დააკლდეს და შემოსავალმაც არ იკლოს, ისევ შიშის ფაქტორზე მიდიან, ძალოვანი ბლოკადით ცდილობენ ბიუჯეტის შევსებას, ეს კი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ვერანაირად ვერ იქნება.

ესაუბრა თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48