თანამედროვე სუპერმარკეტებში კრიზისი არ იგრძნობა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : თანამედროვე სუპერმარკეტებში კრიზისი არ იგრძნობა
ნანახია: 1651

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემოა, ისეთი მსხვილი სავაჭრო კომპანიები, როგორიცაა "გუდვილი" და "პოპული", მომხმარებლის ნაკლებობას არ უჩივიან, რასაც მიმდინარე წლის სექტემბერში მათ მიერ ახალი ფილიალების გახსნა მოწმობს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სხვადასხვა პროდუქტებისა თუ მომსახურების შესაძენად თანამედროვე სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებს ირჩევს.
სულ ცოტა ხნის წინ ჰიპერმარკეტების ქსელმა "გუდვილ მა" 15 სექტემბერს ვაკეში, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სუპერმარკეტი გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თბილისი მერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ვაკის ფილიალში კომპანიამ 200-დე ადამიანი დაასაქმა და ქსელის გაფართოებაში სოლიდური ინვესტიცია - 5 მილიონი დოლარი დახარჯა.
"გუდვილის" გენერალური დირექტორის, ნუგზარ მაღულარიას განცხადებით კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, კერძოდ, დაიწყო "გუდვილის" სუპერმარკეტების ქსელის შექმნა, - ,,ვაკის ფილიალის გახსნის შემდეგ, მორიგი სუპერმარკეტი უახლოეს მომავალში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება, სადაც დაახლოებით 3 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება". როგორც ცნობილია, ამ დროისათვის კომპანიას მხოლოდ ერთი ჰიპერმარკეტი ჰქონდა დიღმის ტერიტორიაზე. "გუდვილის" მთლიან მომხმარებლებზე უცხოელების წილი დაახლოებით 8% მოდის.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სასურსათო და საყოფაცხოვრებო სავაჭრო ქსელმა "პოპულმაც" ახალი სუპერმარკეტი გახსნა. რაც იმის დამადასტურებელია, რომ სავაჭრო კომპანიებს აღმოაჩნდათ ძლიერი იმუნიტეტი აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად შექმნილ ფინანსურ სირთულეებთან.
სს ,"პოპული" უკვე 8 წელია რაც ფუნქციონირებს. ქვეყნის მასშტაბით "პოპულს" ქსელში უკვე 41 სუპერმარკეტი აქვს გახსნილი. აქედან 35 დედაქალაქშია განთავსებული. კომპანია 300-ზე მეტ მომწოდებელთან თანამშრომლობს, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მოღვაწე და მსოფლიოში ცნობილ მწარმოებელ ფირმებთან.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ფინანსური სირთულეების ფონზე, სავაჭრო კომპანიები აგრძელებენ განვითარებას და ქსელის გაფართოებას, მათ მთლიან პროდუქციის მოცულობაში ქართული ნაწარმის წილი არც თუ ისე მაღალია.
კერძოდ, კომპანია "გუდვილში" ადგილობრივ ნაწარმზე მთლიანი პროდუქციის მხოლოდ 15-20% მოდის - ამბობს ნუგზარ მაღულარიამ. "ეროვნული ნაწარმს ძირითადად რძის ნაწარმი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეადგენს, ამიტომ მათი წილი ზაფხულში შედარებით იზრდება, როცა მოსავალი ბუნებრივ პირობებში მოდის".
"გუდვილში" განმარტავენ, რომ ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ძირითადად ქართველი ფერმერების მხრიდან არასტაბილური მიწოდებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, შეფუთვაც არ აკმაყოფილებს "გუდვილის" სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დანერგილი აქვს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა 9001:2008 HACCP-ის კონცეფციით.
ნუგზარ მაღულარიას განმარტებით, "გუდვილს" მიმდინარე წელს გარკვეული მოგება ჰქონდა, თუმცა დაგეგმილზე შედარებით ნაკლები. მისივე თქმით, მოგების წარმატებული წელი გარკვეულწილად მაისისა და ივნისის თვეში, კომპანიის მიერ განხორციელებულმა ფასდაკლების სხვადასხვა აქციებმაც განაპირობა.
მაშინ, როცა, მაგალითად, საბანკო, სამშენებლო და სხვა სექტორზე ფინანსური კრიზისი მძიმედ აისახა, პირველადი მოხმარების ბიზნესი შედარებით ბევრად მდგრადი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "პოპულსა" და "გუდვილში" ფასები, სხვა საბითუმო სავაჭრო ობიექტებთან შედარებით, არც თუ ისე დაბალია და მიუხედავად ამისა, ისინი მომხმარებლის სიმცირეს მაინც არ უჩივიან.
ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48