არის თუ არა იაფი და უვნებელი სწრაფი კვება საქართველოში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : არის თუ არა იაფი და უვნებელი სწრაფი კვება საქართველოში
ნანახია: 1549

გემრიელი სამზარეულოთი და სუფრის ტრადიციებით განთქმულ საქართველოში, სადაც ნადიმის სოციალური დატვირთვა დიდია, სწრაფი კვების ობიექტების წარმატება თავიდან წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. თუმცა, უკვე საკმაოდ პოპულარულ ამერიკულ ჰამბურგერს კონკურენციას ხაჭაპური მაინც უწევს და ბალანსი ნაციონალურსა და ინტერნაციონალურს შორის ჯერ-ჯერბით მშვენივრადაა დაცული.
ამ ტენდენციის დასტურია ის, რომ თბილისში "აკდონალდსის" რესტორნების ქსელის უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს, ხოლო კომპანია წლის ბოლომდე სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისშიც გეგმავს შესვლას. ყოველთვის ხალხმრავლობაა ასევე სწრაფი კვების ქსელ "ნიკალას" კაფეებშიც. ამას ემატება სოკოებივით მომრავლებული "შაურმების" დამამზადებელი ობიექტები მთელ ქალაქში.
"მაკდონალდსის" წარმატების მიზეზი, სხვა რესტორნებთან შედარებით დაბალი ფასებია. თუმცა, "მაკდონალდსში" კვება ქართველი მომხმარებლისთვის მაინც ძვირი სიამოვნებაა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობისთვის.
ჟურნალ "ეკონომისტის" ცნობილი ბიგ მაკის ინდექსის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ბიგ მაკის ფასის მიხედვით ამ ქვეყნებში აშშ დოლარის და სხვადსხვა ვალუტების მსყიდველობითუნარიანობას განსაზღვრავს, საქართველოში წელს ბიგ მაკის ფასი შარშანდელთან შედარებით 1,85 ლარით, ანუ 38 % გაიზარდა და ახლა 6,8 ლარს შეადგენს.
"ეკონომისტის" 3 ივლისს გამოქვეყნებულ კველევაში საქართველო არ ფიგურირებს, მაგრამ მისი გამოთვლა სააგენტო GBჩ-იმ უზრუნველყო და დაასკვნა, რომ ამ ფასით ქართული ბიგ მაკის ფასი ამერიკული ბიგ მაკის ფასს 15%-ით აღემატება, რადგან აშშ-ში სტანდარტული ბიგ მაკის ფასი ბოლო ერთ წელიწადში არ შეცვლილა და 3,57 აშშ დოლარს შეადგენს.
"ეს იმას ნიშნავს რომ აშშ-ში 1 ამერიკული დოლარით 15% -ით მეტი პროდუქციის შეძენა არის შესაძლებელი ვიდრე საქართველოში,” – ასეთია სააგენტოს ანალიტიკოსების დასკვნა.
სამაგიეროდ, საქართველო იაფია ევროზონასთან შედარებით, სადაც ბიგ მაკის ფასი 4,62 აშშ დოლარია (3,31 ევრო), ანუ 14%-ით ნაკლები გასულ წელთან შედარებით და 12%-ით უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში.
კლიენტების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი აქვს სწრაფი კვების ქსელ ,,ორ ლულასაც~. მისი მენეჯმენტის ინფორმაციით, ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ასეთ პოპულარობას ისინი დაბალი ფასებით და მენიუში არსებული გემრიელი საკვებით ხსნიან.Aაქ ერთი ადამიანის გამასპინძლება საშუალოდ 5-10 ლარი ღირს.
გაყიდვების კარგი მაჩვენებელი ფიქსირდება ,,შაურმის" დამამზადებელ ობექტებშიც, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს. ერთი "შაურმის" გასაყიდი ფასი 3-3,50 ლარს შეადგენს. როგორც ობიექტში მომუშავე პერსონალი ამბობს, მათ ყოველთვის ჰყავთ კლიენტი და ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დახლთან რიგიც კი დგება.
"მაკდონალდსის" ქსელის პრეზიდენტი თემურ ჭყონია 3-4 წელიწადში ქსელის გაფართოებას გეგმავს. იგი კიდევ 10 სწრაფი კვების რესტორნის გახსნას აპირებს და რეგიონებში გასვლაც მის სამომავლო გეგმას წარმოადგენს.
,,მაკდონალდსის" რიგით მესამე სწრაფი კვების ობიექტის საზეიმო გახსნისას თბილისი მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "მაკდონალდსი" ეს არის ლიდერი სწრაფი კვების ობიექტებს შორის, რომელიც სოციალურ პროექტებზეა ორიენტირებული.
ახალი ობიექტის გახსნა თბილისის ვიცე-მერმა, მამუკა ახვლედიანმაც, მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და განაცხადა, რომ "მაკდონალდსი" არის სავიზიტო ბარათი ყველა განვითარებული ქვეყნისთვის და იმასაც ნიშნავს, რომ თბილისი საიმედო ბიზნესპარტნიორად ითვლება უცხოელი ინვესტორებისთვის.
ექიმები და დიეტოლოგები კი უკვე ათწლეულებია, რაც "მაკდონალდს" და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შემოთავაზებულ საკვებს, არც მეტი და არც ნაკლები, ჯანმრთელობისთვის არც თუ სასარგებლო და შესაძლოა, მავნე პროდუქტებადაც კი მიიჩნევენ. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილ საკვებში არასწორად არის კომბინირებული ის კომპონენტები, რასაც პროდუქტი ჩვეულებრივ შეიცავს. მაგალითად, მაღალია ქოლესტერინის შემცველობა ხორც-პროდუქტებში, კარტოფილი "ფრი" შეიცავს მავნე კონსერვანტებს და ა.შ. მათი ხშირი მიღება კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ რიკს-ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ანალიტიკოსები "მაკდონალდსის" კერძებში, შემოთავაზებულ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების არსებობაზე, ან კიდევ გენმოდიფიცირებული საკვებით გამოყვანილ-გამოზრდილი ნედლეულის (ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, რძის ნაწარმი, კარტოფილი) შემცველობაზე მიუთითებენ. სამწუხაროდ, რამდენად შეესაბამება ასეთი ინფორმაცია სინამდვილეს, ამაში ქართული საზოგადოება არ არის კარგად გათვითცნობიერებული. არც თავად კომპანია და არც არასამთავრობოები ამ მიმართულებით მუშაობაზე თავს არ იწუხებენ.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და კერძოდ, გერმანიაში "მაკდონალდს" ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს.იქ მხოლოდ სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენლები სარგებლობენ ასეთი ობიექტებით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საერთოდ ერიდებიან ბავშვების კვებას მსგავსი ტიპის დაწესებულებებში.
ასეთი ტიპის კვების ობიექტები დღეს საქართველოში არ კარგავენ თავის პოპულარობას და უკვე დამკვიდრებულ მყარ ადგილს. საყოველთაო კრიზისის მიუხედავად, მათ მაინც ჰყავთ ერთგული კლიენტი და მუდმივი მომხმარებელი.

ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48