ნანახია: 688
"საქართველოს ბანკმა" ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობის დეტალები განაცხადა. ბანკი განიხილავს შემდეგი სამშენებლო კომპანიებისა და პროექტების დაფინანსებას გარკვეული პირობებით: კომპანია "არსი" საცხოვრებელი კომპლექსი "ორთაჭალის ტურფა" და კომპლექსი ავლაბარში, "ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობა შარტავას ქუჩაზე, კომპანია "კალასის" საცხოვრებელი კომპლექსი "ვაკე პალასი" და "ბაგები სითი ჯგუფის" საცხოვრებელი კომპლექსი "პარკ პლეისი". ხსენებული სამშენებლო კომპანიების პროექტების შესაძლო ჯამური დაფინანსება 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
|