ნანახია: 773
საყოფაცხოვრებო “ელექტროტექნიკის” იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიის მოწილეები მის დანფუძნებელთან ერთად კრედიტორი ბანკები გახდებიან. წილების პროცენტული გადანაწილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოზე უნდა მომხდარიყო, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მოლაპარაკებები მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და ისინი კონსესუსის მიღწევის მიზნით კიდევ რამდენიმეჯერ შეხვდებიან. გაურკვეველია თუ რა პროცენტი დარჩება მისი ყოფილ მფლობელს ანზორ ქოქოლაძეს. დანარჩენ წილებს კი კრედიტორი ბანკები ("თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "ვითიბი ბანკი ჯორჯია", "სახალხო ბანკი") გადაინაწილებენ.
|