ნანახია: 1323
“ეკო-ფუდი” საქართველოში 2004 წლის აპრილში შემოვიდა, მაგრამ ამ პერიოდში ძირითადად პროდუქტის საცდელი გამოშვებები იყო. გაყიდვები 2004 წლიდან დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით კი სხვადასხვა კომპანიებს შორის `ეკო-ფუდი~ ფართოდაა გაშლილი. “ეკო-ფუდის” პრინციპი და ძალა იმაშია, რომ საქართველოში ართ-ერთი ყველაზე მობილური და მზარდი კომპანიაა, რადგან 2005 წლიდან 2006 წლამდე კომპანია ძალიან გაიზარდა. "ეკო-ფუდი" თბილისის ბაზარზე 49%-ს იკავებს. ის პროდუქტის ხარისხზეა ორიენტირებული და მომხმარებლის პულსზე მუდმივად უედევს ხელი, თუ მას რა სურვილი აქვს. "ეკო-ფუდი" მუდმივად ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებლის გემოვნება, თუU როგორი ტიპის პროდუქტი უნდოდა, რომ მიიღოს. ამ მხრივ კომპანია ნოვატორია, "ეკო-ფუდმა" ქართულ ბაზარზე 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში კეფირი პირველად შემოიტანა, ისევე როგორც სხვა მრავალი სახეობის პროდუქტი. "ეკო-ფუდის" მარკეტინგის მენეჯერი შალვა ალავიძე აცხადებს "ჩვენი კომპანია ერთერთი იყო, რომელმაც მომხმარებელს სხვადასხვა ასორტიმენტით ტკბილი ხაჭო შესთავაზა. ჩვენ ბაზარზე ყოველთვის ახალ-ახალი პროდუქტი გაგვაქვს. მთლიანად კი 70 –მდე რძის პროდუქტი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პროდუქტი პირველადი მოხმარებისაა და შესაბამისად ჩვენი კომპანიის შედეგებზე ფინანსურმა კრიზისმა არ იმოქმედა. გაყიდვები შარშენდელთან შედარებით გაიზარდა კიდეც. ფინანსური კრიზისი, რომ არ ყოფილიყო უფრო მეტი გაყიდვები გვექნებოდა. 2007 წლიდან "ეკო-ფუდი" ISO სერტიფიკატის მფლობელია. ეს ჩვენი კომპანიის თვის ძალიან მნიშვნელივანია. "ეკო-ფუდი" კახეთში რამდენომე შემგროვებელ პუნქტს ფლობს. საფხულის პერიოდში ჩვენი პროდუქტი ძირითადად რძეზეა წარმოებული. ზამთრის პერიოდში კი რძისფხვნილისგან დამზადებული რძე ემატება. ძირითადად სექტემბრიდან რძის პროდუქტების გაყიდვების სეზონი იწყება. ამ პერიოდიდან ჩვენ მომხმარებელს სულ მალე უფრო კომფორტულად შეფუთულ პროდუქციას შევთავაზებთ. ასევე ახალი სახის იოგურტებს და სხვამრავალი სახის პროდუქტს."
|