ნანახია: 828
“საქართველოს ბანკმა” განაცხადა, რომ JP Morgan-მა “საქართველოს ბანკი” საუკეთესო მოკორესპონდენტო ბანკებს შორის დაასახელა და “2008 წლის ელიტური ხარისხის აღიარების ჯილდო”, MT103 99%+, აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის მაღალი ხარისხის, მოცულობისა და რაოდენობისთვის გადასცა. ხსენებული ჯილდო ნიშნავს, რომ გადარიცხვების შესრულების ხარისხის დონე ბანკში 99%-ს აღემატება. “საქართველოს ბანკმა” ასევე Standard Chartered Bank-ის სერტიფიკატი საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (Straight Through Processing (STP)) თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებლისთვის მიიღო. “STP–ის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ “საქართველოს ბანკი” მის კლიენტებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევს, სთავაზობს რა სწრაფ და ეფექტურ გზებს მათი საქმიანობის წარმართვის. STP ნიშნავს, რომ გადარიცხვებისთვის მოთხოვილი ყველა საჭირო ინფორმაცია შეგროვდა და სწორედ შეივსო, ისე რომ არ გახდა საჭირო ხელით ჩარევა”, განაცხადა Standard Chartered Bank-ის საბანკო ტრანზაქციების დირექტორმა, ბარი შერიდანმა. “ხსენებული ჯილდოსა და სერტიფიკატის მიღება დასტურია იმისა, რომ “საქართველოს ბანკი” მუდმივად ზრუნავს მომსახურების დახვეწაზე და მის მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს სთავაზობს. მადლობას მოვახსენებ ანგარიშსწორების დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმატებული მუშაობისთვის”, განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
|