"სითი პარკს" "გიგი პარი" ჩაანაცვლებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "სითი პარკს" "გიგი პარი" ჩაანაცვლებს
ნანახია: 1095

თბილისში პარკირების სისტემის მენეჯმენტ-კომპანიასთან "სითი პარკი" გაფორმებული 15-წლიანი კონტრაქტი შესაძლოა გაწყდეს. როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ ქალაქის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, ქალაქში პარკირების სისტემას მენეჯმენტისთვის შესაძლოა, მუნიციპალური საწარმო დაარსდეს, რომელიც ქალაქში 1-წლიანი პარკირების უფლების დამადასტურებელი ბარათების გაცემას უზრუნველყოფს. გიგი უგულავამ სხდომაზე "სითი პარკი" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან დავა შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს.
როგორც "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა რონ ზონენფილდმა განაცხადა, მისთვის ქალაქის მერის მიერ გაკეთებული განცხადება მოულოდნელი იყო და ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 9 ნოემბერს თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე ებრაულმა კომპანია "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა" გაიამრჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი დაარსდა".
კომპანიამ მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან თბილისში ავტომობილების პარკირებაზე საათობრივი გადასახადი შემოიღო. გადასახადის შემოღებიდან რამდენიმე დღეში, გიგი უგულავა წლიური 25-ლარიანი გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.
მთავრობის სხდომაზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან ავტომობილების მფლობელებს წლიური ბარათების შეძენის საშუალება "სახალხო ბანკის" ფილიალებში ექნებათ. სისტემაში შეყვანილი იქნება ავტომფლობელის ნომერი და პატრულის თანამშრომლებისთვის ეს სისტემა ხელმისაწვდომი იქნება. დედაქალაქში სტუმრად ჩამოსული პირებისთვის კი ერთკვირიანი გადახდის ფორმა იქნება, რასაც მოკლე ტექსტური შეტყობინების აკრეფით განახორციელებენ.
ერთი სიტყვით, დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის პირველი სერია სრულდება. ამ სერიაში მთავარი გმირი კომპანია "სითი პარკი" გახლდათ, რომელმაც სიტუაციასთან იმდენად შეუსაბამო გადასახადები დააწესა, რომ ამ სერიის დასასრული ძნელი გამოსაცნობი არ ყოფილა.
თავიდანვე ადვილი გამოსაცნობი იყო ისიც, რომ ებრაულ კომპანიას თავის გადაწყვეტილებებში ზურგს თბილისის მერი უმაგრებდა, რაც საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულებას მკვეთრად უარყოფითს ხდიდა. უგულავამ ზემოთხსენებული გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ, შეიძლება ითქვას, ორი კურდღელი დაიჭირა.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თუ გუშინდელ დღემდე უგულავას ყაჩაღად მოიხსენიებდნენ, დღეს იგი მხსნელად და გადამრჩენელად გვევლინება. სწორედ უგულავა მიიწერს თბილისელების დაცვას "ბოროტი" "სითი პარკის" კლანჭებისგან. არა და, სულ ცოტა ხნის წინ სწორედ იგი გვიხსნიდა, თუ რა პროგრესული მოვლენა გახლდათ პარკირების ახალი სისტემის დანერგვა დედაქალაქში, თუმცა მას სიტყვაც არ უხსენებია იმის შესახებ, რომ პარკირების ახალი ქართული სისტემა, მხოლოდ ქუჩის განაპირა ზოლების დახაზვას და დამსჯელი ღონისძიებების გამკაცრებას გულისხმობდა. სხვა მხრივ, არც ეგრეთწოდებული "სტაიანშიკების" სისტემა შეცვლილა და არც მოძრაობა მოწესრიგებულა. ბევრი საუბრობს იმაზეც, რომ თავდაპირველად უგულავამ სპეციალურად "შემოაგდო" ეს კომპანია, რათა შემდეგ დედაქალაქელების ინტერესების დამცველის ნიღაბი უფრო მოხერხებულად მოერგო.
რაც შეეხება მეორე "კურდღელს", რომელიც უგულავამ დაიჭირა, ეს არის დედაქალაქის ბიუჯეტში ერთბაშად შესული რამდენიმე ასეული ათასი 25 ლარი, რომელიც შემდეგ ათასგვარად გაპიარდება. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც პარკირების რეალურ ფუნქციონირებაში არაფერი შეცვლილა, დედაქალაქის ქუჩები ისევ სავსეა საცობებით და ისევ გვხვდება მესამე ზოლში გაჩერებული მანქანები. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ეს არის "სტაიანშიკების" განწყობა და მათი მომსახურების ფასები. მას შემდეგ, რაც "სტაიანშიკებმა" სამუშაოს დაკარგვის საფრთხე იგრძნეს, საკუთარ ეზოსთან მანქანის გაჩერებისთვისაც ითხოვენ ფულს. მართალია, დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ "სტაიანშიკებისთვის" ფულის გადახდა ოფიციალურად სავალდებულო არ არის, მაგრამ ისინი ფულს მაინც იღებენ (ამასთან, თუ ადრე მიღებული გადასახადი 20 თეთრს შეადგენდა, ახლა ეს გადასახადი მინიმუმ 50 თეთრია).
ბოლოს, რაც შეეხება, დედაქალაქის მერიის მიერ შექმნილ მუნიციპალურ სამსახურს, რომელმაც პარკირების ერთწლიანი აბონიმენტები უნდა გაყიდოს. საინტერესოა, რომ მუნიციპალურმა სამსახურმა, რომელმაც უნდა მოაწესროგოს პარკირების სისტემა დედაქალაქში, ერთადერთი ფუნქცია აბონიმენტების გაყიდვაა. აქ კარგად ჩანს, რომ მერიას მხოლოდ ხალხისგან ფულის ამოღება აინტერესებს და არა ვითარების რეალურად შეცვლა. ამ შემთხვევაში მოსახლეობისთვის სულ ერთია მათ ჯიბეებს "სითი პარკი" დააცარიელებს თუ მერიის მუნიციპალური სამსახური, პირობითი სახელწოდებით, - "გიგი პარკი".


ლევან მარტაძე






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48