გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სპეციალური ნიშანდება დაერთვება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სპეციალური ნიშანდება დაერთვება
ნანახია: 1324

გენური ინჟინერია მსოფლიო მასშტაბით უკვე ათ წელზე მეტია არსებობს. რადგან ამ ტექნოლოგიით მიღებული საკვები ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს და გარემოსათვისაც მავნეა, მას ევროპის ბაზარზე იშვიათად ვხვდებით და მყიდველიც ნაკლები ჰყავს. საქართველოში კი დღეისთვის დაზუსტებით არავინ იცის, რომელია გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტი, ვინაიდან ქვეყანაში პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება არ ხდება, ამიტომ ჩვენს ბაზარზე ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება.
გასულ კვირას გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების შესახებ ახალი კანონპროექტის მიღების ინიციატივით პარლამენტის უმრავლესობის წევრი გიორგი გოგუაძე გამოვიდა. კანონპროექტი დღეისთვის დამუშავების პროცესშია და მისი ძირითადი ამოცანაა საქართველოში შემოტანილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე ნიშანდებების დატანება (ანუ თუ რომელიმე პროდუქტი ასეთ ინგრედიენტს შეიცავს, მასზე ეს აღნიშნული უნდა იყოს) და სოფლის მეურნეობაში ცოცხალი, სათესლე კულტურების გენმოდიფიცირების შემოწმების საკითხების მოწესრიგება.
"კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ფაქტობრივად შეთანხმება მოხდა, რომ პროდუქტებზე ნიშანდების დართვის პროცესი უკვე უნდა ამოქმედდეს, ახლა უკვე სამუშაო ჯგუფების მუშაობა დაიწყება. კონტროლისთვის ლაბორატორია და პროდუქტების შემოწმების სხვადასხვა სისტემების არსებობაა საჭირო", _ განაცხადა "საქართველოში მწვანეთა მოძრაობის" პროგრამის კოორდინატორმა გიორგი მაღრაძემ. სათესლე კულტურების შემოტანასა და მის კონტროლზე მთავრობამ ამ ეტაპისთვის უსახსრობის გამო უარი განაცხადა. თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ეს საკითხია მოსაწესრიგებელი, რადგან თუ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტი მავნეა ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გენმოდიფიცირებული საკულტივაციო ცოცხალი ორგანიზმის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება გარემოს ბიომრავალფეროვნებას, მოსახლეობის ჯანმრთელობას და ქვეყნის ეკონომიკას. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ მაინც თუ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე.
საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტის არსებობის შემთხვევაში, უფრო ადვილი იქნება პროდუქტებზე ნიშანდების დატანების პროცესი. მაგალითად, მარეგულირებელი ორგანო შემომტანს კანონის ფარგლებში მოსთხოვს პროდუქტში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველობის შესახებ ინფორმაციას. იგივეს ითვალისწინებს "კარტახენას ოქმიც", რომლის თანახმადაც შემომტანი ვალდებულია გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მის წევრ ქვეყანას, საქართველო კი 2008 წლის 26 სექტემბრიდან მისი ერთ-ერთი წევრი ქვეყანაა და თუ ჩვენთან კანონმდებლობაც სათანადო გახდება, იგი მიიღებს სრულ ინფორმაციას იმპორტირებული პროდუქტის ხარისხის შესახებ. ოქმის თანახმად, ქვეყანას შეუძლია აკრძალოს, ან არ აკრძალოს, აღნიშნული პროდუქტი, მაგრამ მწარმოებელი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი. თუმცა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ქვეყანაში არსებულ სათანადო ლაბორატორიაში. "ჩვენი ორგანიზაცია ასეთ ანალიზებს ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ ნიმუშების უცხოეთში გადაგზავნა გვიწევდა. ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაში მოხდება ამის გადამოწმება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ისევ უცხოეთში გადამოწმდეს პროდუქტი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარია გადამოწმების მექანიზმი იარსებებს," _ აცხადებს გიორგი მაღრაძე.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48