რა ღირს უძრავი ქონება ქუჩაში? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რა ღირს უძრავი ქონება ქუჩაში?
ნანახია: 777

როგორც ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ფასების მატება დაწყებულია და შესამჩნევი სახის მიღებას ის ოქტომბრიდან დაიწყებს. ყოველ შემთხვევაში ასეთია დღევანდელი სტატისტიკა, ექსპერტთა მოსაზრებები და რაც მთავარია დეველოპერთა სურვილი.
ჩვენ დავინტერედით რა სიტუაციია უძრავი ქონების ბაზარზე, ოღონდ ამჯერად ბროკერების ცოცხალი მაგალითით და ამის გასარკვევად მშრალ ხიდსაც ვსტუმრობდით.
უძრავი ქონების აგენტები ჩვენთან საუბარში არ მალავდნენ, რომ მყიდველის რაოდენობამ კრიზისის ფონზე შედარებით იკლო, თუმცა ის კლიენტურა რომელიც არსებობდა მაინც დარჩა და ის რაც დაემართათ სამშენებლო კომპანიებს ასეთი სახის დარტყმა მათ საქმიანობას არ მიყენებია, შესაბამისად მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძველი აშენებული ბინები უფრო გაყიდვადი იყო ამ დროის განმავლობაში, ვიდრე მშენებარე. ეს კი ერთი მარტივი მიზეზის გამო ხდებოდა – იმაში რაშიც შეიძლება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს კაცმა 25 ათასი გადაიხადოს, 40 ათასს ნამდვილად არ გადაიხდის, თანაც ისეთ სახლში რომელთა გამძლეობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას.
Bმშრალ ხიდზე არც დღეს არსებულ მსოფლიო სტატისტიკას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ 3თვის უკანდელის ფონზე ახლა ფასები შედარებით მომატებულია და ჯანმრთელი ბინები, სიტყვაზე ვარკეთილში, დღეს უკვე ღირს 28-30 ათასი, მაშინ როცა სულ ცოტახნის წინ ეს ფასი 25ათას არ აღემატებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფასებმა უკვე 15%-მდე მოიმატა.
მოთხოვნა ყიდვის თვალსაზრისით მცირეა ცენტრალურ უბნებში, მიზეზი კი ძველი ბინებია. მიუხედაად იმისა, რომ აქ ინვერსტორების ბუმია და მიმდინარეობს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი.
ბინის ფასი 15ათასი ლარიდან იწყება, ოღონდ ამ თანხით კლიენტი ორხევში, ლილოს დასახლებასა და ფონიჭალაში შეძლებს 1 ოთახიანი სუფთა სახლის ყიდვას. ვარკეთილში იგივე ბინას როგორც უკვე ავღნიშნეთ 28-დან 30-ათასამდე ლარის მეშვეობით იყიდის. ქირის ფასიც თანაფარდობითია, უბნისა და პირობების გათვალისწინებით- 100ლარიდან 250$-ით დამთავრებული.
რაც შეეხებათ ქირას და გირაოს უძრავი ქონების აგენტის ნანა სუხიშვილის თქმით მათი ფასი საერთოდ არ დავარდნილა და არც მოთხოვნა შემცირებულა, განსაკუთრებით კი მოთხოვნადი როგორც ყოველთვის 1ოთახიან ბინებზე უფრო მეტია. – “საერთოდ რა ფასიც არ უნდა ედოს ბინას რეალური მყიდველი მაინც თითქმის ყოველთვის თანაბარია. 15-11-შიც იყო 1Oთახიანი ბინები როცა ყველაზე დიდი ფასსვარდნა მოხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხალხი კიდევ ელოდებოდა როდის დაიკლებდა და როდის დავიდოდა აღნიშნული პირობების ბინა 5ათასზე. მაგრამ ეს არ მოხდა და ბევრი ამის გამო ჰაერშიც კი დარჩა, რომელიბიც ახლა ცდილობენ გირით იშოვონ სადმე სახლი, ამიტომ დღეს ყველზე დიდი მოთხოვნა გირაოზეა.
ახალ ბინებს ნაკლებად ენდობიან, იმიტომ, რომ უხარისხოა. ყოფილა შემთხვევა კლიენტს წავუყვანივარ ახალ აშენებულ ბინაში და ჰაერში უკვე გაბზარული კდელები დამინახავს. 10 და 15 სართულიან სახლებს უმეტესად აშენებენ ძალიან წვრილი არმატურით და უხარისხო ცემენტით. ეს ხომ მალევე დაინგრევა? ამას რათ უნდა დიდი ფილოსოფია. როგორ 3ჯერ ძვირი გადაიხადო და თან უხაროსხოში? საერთოდაც ამბობენ ეს ბინები რამდენიმე წელში სავალალო შედეგს აჩვენებსო, მაგრამ მე მაგაზე ლაპარაკის კომპედენცია არ მაქვს, ამიტომ არ შევეხები. უბრალოდ ვიტყვი, რომ როგორც მათ დაეტყოთ კრიზისი ისე ჩვენთან ეს არ მომხდარა.ამის მიზეზი კი ნდობის მაჩვენებელია, რაც მათ ჩვენთან შედარებით დაბალი აქვთ.”
ამ მოსაზრებას რათქმაუნდა არ იზიარებენ სამშენებლო კომპანიები და უფრო მეტიც, ისინი უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ გაყიდვების რიცხვი გასულ თვეებთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. თუ ასეა ამ თვალსაზირით საქართველო ნორვეგიასაც მალე გადავუსწრებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სიტუაციის განვითარებას დაველოდოთ და მოვლენებიც შესაბამისად, ობიექტურად შევაფასოთ.
ოქტომბერიც მალე მოვა. . .

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48