ნანახია: 875
“გალტ ენდ თაგგარტ სიქიურითის”-მა დღეს,16.09.2009 გამოაცხადა ახალი სახელწოდების შემოღების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით. კომპანიას ამიერიდან ეწოდება “ბიჯი კაპიტალი” (BG ჩაპიტალ). აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ასევე გადაახალისა და გააფართოვა მისი გუნდი. კომპანია ახალი სახელწოდებით გეგმავს მისი საქმიანობის კიდე უფრო გამტკიცებას და გაფართოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზრებზე. უახლოეს სამ წელიწადში, “ბიჯი კაპიტალი” გეგმავს მოხვდეს უკრაინის სამ წამყვან საინვესტიციო ბანკს შორის, ისევე როგორც მისი ლიდერი პოზიციის განმტკიცებას და საქართველოსა და ბელარუსიაში. ამ მიზნის მისაღწევად, “ბიჯი კაპიტალმა” მოახდინა სტრატეგიის მოდიფიკაცია, რომელიც ახლა გულისხმობს კიდევ უფრო ღრმა ბიზნესს და სტრუქტურულ ინტეგრაციას “საქართველოს ბანკის” შემადგენლობაში. მნიშვნელოვანია, რომ “ბიჯი კაპიტალს” კარგი პოზიცია უკავია ბაზარზე იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკურმა დაღმასვლამ პიკს მიაღწია და კომპანია სრულად არის მზად აქტიური ზრდისათვის. გამოცდილი გუნდი, 300-ზე მეტ საერთაშორისო ინვესტორთან ურთიერთობა, “საქართველოს ბანკის” ჯგუფის მხარდაჭერა და 180 გლობალურ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის საშუალება და გამოცდილება - განსაზღვრავს “ბიჯი კაპიტალის” წარმატებას. “კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ის “საქართველოს ბანკის” ძლიერი ჯგუფის წევრია. “ბი ჯი”, რაც წარმოადგენს “Bანკ ოფ Gეორგია”-ს შემოკლებას, ამის ნათელი და პოზიტიური ნიშანია”, განაცხადა გოგა მელიქიძემ, “ბი ჯი კაპიტალი საქართველოს” მმართველმა დირექტორმა. “ბოლო ერთი წლის განამვლობაში, ჩვენ მოვახდინეთ ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტირება ჩვენი მოგებიდან, კომპანიის განვითარებაში და ახლა ჩვენ მზად ვართ ვაჩვენოთ ბაზარს, თუ რა შეგვიძლია. ჩვენი ახალი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი ცხადი ხდება პირველივე შეხვედრიდან, გარიგების დასრულების ჩათვლით. “ბგ ბანკის” პირადი ბანკირის მომსახურებასთან ერთად, “ბიჯი კაპიტალი” სულ უახლოეს მომავალში გახდება უკრაინის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი”, განაცხადა ნიკ პიაცცამ, “ბიჯი კაპიტალის” აღმასრულებელმა დირექტორმა. “სულ ერთი შეხედვით ჩვენი კომპანიის თანამშრომლებზე, თავისუფლად შეიძლება თქმა, რომ ჩვენ შევკრიბეთ საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გუნდი მთელ უკრაინაში. “ბიჯი კაპიტალის” ყველა პროფესიონალი ნაცნობი სახელია საინვესტიციო საბანკო საქმიანობის სფეროში. მათ იცნობენ, როგორც დიდი გამოცდილების მქონე პროფესიოანალებს, რომელთაც შეუძლიათ გრძელვადიანი, მყარი ურთიერთობების დამყარება ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის. ჩვენმა პროფესიონალებმა მიიღეს დიდი გამოცდილება, როგორც ეკონომიკური აღმავლობის, ისე დაღმავლობის პირობებში და მზად არიან დღევანდელ საბაზრო პირობებში შექმნან და შესთავაზონ საუკეთესო პროდუქტები და მომსახურება”, განაცხადა ევგენი ჩერვაჩენკომ, “ბიჯი კაპიტალის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.
|